რონალდუმ კობი ბრაიანტს პატივი მიაგო
კობი ბრაიანტი კვირას კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ლოს ანჯელეს ლეიკერსის ლეგენდა და NBA-ს ხუთგზის ჩემპიონი, სულ რაღაც, 41 წლის იყო. ტრაგიკულ შემთხვევას კობის 13 წლის ქალიშვილი, ჯიანაც ემსხვერპლა.
ბრაიანტის სიკვდილი მთელი მსოფლიოსთვის შოკისმომგვრელი იყო. “მამბა” სპორტის გულშემატკივრებს მუდმივად ემახსოვრებათ, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო. ტრაგედიას კრიშტიანუ რონალდუც გამოეხმაურა:
გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!
“ძალიან დამწუხრებული და გულგატეხილი ვარ კობის და ჯიანას გარდაცვალებით. კობი ნამდვილი ლეგენდა და შთაგონების წყარო იყო უამრავი ადამიანისთვის. ვუსამძიმრებ ყველა გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს. RIP ლეგენდავ” – განაცხადა რონალდუმ სოციალურ მედიაში.