კოშტა:”კონტე არ არის ტოპ მწვრთნელი”
დიეგო კოშტა რომ მაინც და მაინც სამაგალითო საქციელით ვერ დაიკვეხნის თავს, ყველასთვის კარგად ნაცნობია.
ლონდონში ანტონიო კონტეს მისვლისას ერთი ხანობა ბრაზილიელი კი ათამაშდა, მაგრამ მალევე მოისურვა გუნდის დატოვება და ამის მიზეზი, როგორც თავად თქვა იუვენტუსის ექს თავკაცი იყო:
“მასთან მოედნის მიღმა მთელი რიგი პრობლემები მქონდა, მაგრამ ისე არ გამიგოთ თითქოს ცუდი სპეციალისტი იყოს..
ვთვლი, რომ ამ საქმის კარგი მცდონეა, მაგრამ ტოპ სიმაღლეზე ასასვლელად აუცილებელია ადამინური მიდგომების გადახედვა.. მან ამ მხრივ ბევრი რამ უნდა შეცვალოს.
ჩემი პირადი მოსაზრებით, ანტონიო რეალში ერთ სეზონსაც კი ვერ გაძლებდა ასეთი ხასიათით.”