ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

24 საათის მთავარი სატრანსფერო სიახლეები

სანაკრებო პაუზა დასრულდა და ახლა ასპარეზზე საკლუბო ტურნირები ბრუნდება.

სერია ა-ში იუვენტუსს ტურინული დერბი ელის, თუმცა ახლა საუბარი კლუბის გარშემო არსებულ სატრანსფერო სიახლეებზე გვექნება.

თავდაპირველად მარსელო – ფეხბურთელი მადრიდს ზაფხულში დატოვებს და ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება თუ სად გააგრძელებს კარიერას.

იმ შემთხვევაში თუ კი მისი სახელფასო მოთხოვნები სეზონში 6-7 მილიონამდე ჩამოვა, მაშინ ბიანკონერი მზად არის აღნიშნული ვარიანტი განიხილოს.

სერხიო რამოსი ჯიუტად აცხადებს, რომ სეზონის დასრულებაზეა ორიენტირებული და სხვა ინფორმაციებს ყურადღებას არ აქცევს. მისი კონტრაქტის საკითხი კითხვებით სავსეა.. სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ კაპიტანთან საერთო ენა ვერ გამონახა და შესაძლოა მარსელოსთან ერთად ლა ლიგა მანაც დატოვოს.

ერთ-ერთ სავარაუდო ვარიანტად აქაც ტურინი სახელდება, მითუმეტეს ჯორჯო კიელინისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი მიჩუმდა და საერთოდ არაა გამორიცხული იტალიელმა კარიერა დაასრულოს. მის შემცვლელად კი გამოცდილი რამოსი ერთ-ერთ ალტერნატივად სახელდება.

არტურის დაბრუნება დერბიშიც სათუო გახდა.. ბრაზილიელს მწვავე ტკივილი კვლავ აწუხებს და ასეთ ფონზე, ნიკოლო ფაჯიოლოსთვის შანსის მიცემა არ იქნებოდა ურიგო. თუმცა, როგორც ირკვევა ტურინში აპენინელის არენდით გაშვებაზე სერიოზულად ფიქრობენ.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ იუვე ნიკოლოს სატრანსფერო უფლებებს ელევა.. უბრალოდ, სათამაშო პრაქტიკის თვალსაზრისით უპრიანი იქნებოდა მისი ისეთ გუნდში გაშვება, სადაც სასტარტოში სისტემატიურად იქნებოდა.

ასეთად დღეისათვის ემპოლი და ლეჩე დასახელდა. სასუოლოზე უკვე წაიკითხავდით, მაგრამ იქ სხვა მდგომარეობაა. მანუელ ლოკატელის სანაცვლოდ პირდაპირ ინვესტიციას ითხოვენ და არა ფეხბურთელში ან ფეხბურთელებში გაცვლას.. ასე რომ..

სერხიო აგუეროს მომავალი პირდაპირ არის პაულო დიბალას კონტრაქტზე დამოკიდებული – ყოველშემთხვევაში Corriere -ს ასე მიაჩნია და შემდეგ დასაბუთებას გვთავაზობს:

“დიბალასთან კონტრაქტის საკითხი აპრილის ბოლოს მაისის დასაწყისში გაირკვევა. თუ მოგვარდნენ, მაშინ ლა ჯოია ახალ 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.. თუ არადა მას ტურინში კუნ აგუერო ჩაანაცვლებს, რომელთანაც პირველადი მოლაპარაკებები უკვე გაიმართა და სამხრეთ ამერიკელი იტალიაში გადაბარგებაზე ყაბულს არის.”

დიბალას მსურველები არ აკლია, მაგრამ სატრანსფერო ღირებულებამ იუვეს შესაძლოა პრობლემები შეუქმნას.. ეს არის საკმაოდ დიდი თავისტკივილი, რომლის გადაჭრა ფაბიო პარატიჩის მოკლე პერიოდში მოუწევს.

ეს იყო მთავარი სატრანსფერო სიახლეები, რომელიც უკანასკნელ 24 საათში ტურინელთა გარშემო გამოქვეყნდა.

4.5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
იკა
იკა
3 years ago

აი იუვე რეალს შორის საფეხბურთო სიძულვილი რამდენ ამბავს და წლებს ითვლის და რა ტვინი გაღუნეს ამ რეალში დაბერებული და დაძველებული მეორადი ფეხბურთელების შეძენაზე? რა მარსელო ან მითუმეტეს რა ნა*იჭვარი რამოსი… რონალდო რო გადმოვიდა ეგ არ მევასებოდა და ახლა კიდე რამოსიო… მთლად ქრება ნელნელა იუვეს სული და ის რაღაცნაირობა რის გამოც თავდავიწყებით უყვარდებოდათ იუვე და მისი შავთეთრი ფერები… იმენა მთელი მონდომებით თელავენ იუვეს ნიშას…

იკა
იკა
3 years ago
Reply to  იკა

ან ბოლობოლო უხერხული არაა გრანდობაზე რო დებ თავს და რეალი, ბარსა, ბაიერნი და ა.შ. უტოლდები და ერთ დონეზე ვდგავართო იძახი და ამ უკვე მეორადი რო აღარც ჰქვია ისეთ ფეხბურთელებს დასდევენ… სხვა გრანდების დაწუნებული, გაგდებული და მორჩენილი ფეხბურთელების თავშესაფარი გავხდით რაა… აი ამერიკა და ჩინეთი რო ეხვეწება საფეხბურთო კარის გამოჯახუნებამდე სტარ ფეხბურთელებს ერთი-ორი სეზონი ითამაშე ჩვენთანო ისეთ პონტში ვიჩითებით… ყელში ამოვიდა უკვე… იქეთ კიდე ნახევარდაცვაში უზარმაზარი კრიზისი და ხვრელია და ვინმე სტარზე და შემდგარ ფეხბურთელზე კიარ ჩალიჩობენ, ტოლისო უნდათ, რომელიც ადრეც უნდოდათ, მარა თვითონ ფეხბურთელმა ბაიერნის გამო დაიკიდა იუვე, მერე იქ აღარ მოეწონათ, ვერაა მთლად ისეთი რო გვეგონაო და იუვეს მაინც… Read more »

Last edited 3 years ago by იკა
ვახო
ვახო
3 years ago

ცუდად წაუვიდა ბოლო პერიოდი დიბალას, მაგრამ გასაშვებად და მითუმეტეს გრიზმანში გასაცვლელად არ მემეტება. ჩვენი ათიანია ბოლოსდაბოლოს. რონალდო ერთ წელიწადში წავა და შეტევაში დიბალა-მორატა-კიეზა კაი ვარიანტია. როგორმე პოგბა თუ დავაბრუნეთ, პოგბა-არტური-რაბიოც კარგი ხაზი გამოვა. დაცვაში ერთი რომეროთი თუ ჩანაცვლდება დემირალი, თუ არადა ისედაც არ არის მანდ დიდი პრობლემა. ფლანგებზე გვიჭირს ძაან დაცვაში. კუადრადო რამდენხანს ირბენს კიდე, თან ნორმ შემცვლელი არ ჰყავს (დანილო ფლანგის მცველად აღარც უნდა განიხილებოდეს) და აქეთ სანდრომ მაგრად მოუკლო, ფრაბოტაც ჯერ ვერ არის ისეთ დონეზე რომ იუვეს დონის გუნდი ენდოს. მოკლედ მანდ მაგარი სამუშაოა

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  ვახო

ყველა რგოლში ბევრი მუშაობაა საჭირო მეგობარო

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

საინტერესო სატრანსფერო ამბები გველოდება როგორც ჩანს

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x