ორ ეტაპიანი სატრანსფერო სამუშაო
იუვენტუსმა უდინეზესთან მძიმე მატჩში გამარჯვებას მიაღწია და სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესა. თუმცა, ჯერ კიდევ შორია საუბარი რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილის დაბევება მოახერხა. ამისთვის შავ-თეთრებს სერიოზული ოფლისღვრა მოუწევთ.
პარალელურად კლუბი უკვე ემზადება სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გარკვეული მანევრირებებისთვის, რომელიც ურთულესი იქნება მთელი რიგი გარემოებებიდან გამომდინარე.
პრიორიტეტი აქაც კაპიტალის გაზრდა სახელდება, რომელიც საბოლოო ჯამში სწორედ ეკონომიის ხარჯზე უნდა გახორციელდეს.
შარშან ასეთი პიანიჩი-არტურის გარიგება გახდა და წლევანდელ პერიოდში უკვე სხვა ვითარება სუფევს.
ხელშეუხელი პრაქტიკულად არავინ არ არის.. ფედერიკო კიეზა სხვა საკითხია და იტალიელს ტურინელები აუცილებლად გამოისყიდიან. მატეის დე ლიხტსაც არსად გაუშვებენ.. მაგრამ შესნიდან დაწყებული რონალდუმდე დამთავრებული, სრული ბურისია.
სანამ გაყიდვების თემას გავაგრძელებდეთ, საგულისხმოა ცნობები ჯიჯიო დონარუმაზე რომელსაც მილანთან და მის ქომაგთან სიტუაცია უკიდურესად გაურთულდა. მილანელთა კარის დარაჯმა ღიად განაცხადა, რომ მას ტიტულები წყურია და ამ მხრივ ბევრ რამეზე დაფიქრდება სეზონის დასრულებისთანავე.
ბევრისთვის ეს მესიჯია, რომ დონარუმა კარიერას სხვა კლუბში და კერძოდ ტურინის იუვენტუსში გააგრძელებს, რომელიც მიუხედავად ფინანსური კრიზისისა, სწორედ მასში გეგმავს ინვესტირების განხორციელებას და სეზონში 10 მილიონის გადახდას.
აი გაყიდვების თემა რომ გავაგრძელოთ, გასულ კვირას მერიჰ დემირალის მიმართ ევერტონის ინტერესი დაფიქსირდა. ცნობებს დღესაც რამდენიმე გავლენიანი გამომცემლობა ამყარებს და აცხადებენ, რომ თურქის სანაცვლოდ 35 მილიონია გამზადებული.
ჩელსი პარალელრად დიდ სურვილს გამოხატავს ადრიენ რაბიოს შესაძენად. სატრანსფერო ღირებულება აქაც დაახლოებით 30-35 -ის რადიუსში მერყეობს.
აარონ რემზის თაყვანისმცემლები პრემიერ ლიგაში მრავლად არიან, მაგრამ კონკრეტული თანხა ჯერჯერობით უცნობია.
კითხვის ნიშნებია ალექს სანდროს, ფედერიკო ბერნარდესკის, როდრიგო ბენტანკურის და პაულო დიბალას თაობაზე.
ამ უკანასკნელთან ვრცელდებოდა სიახლეები, რომ მაქს ალეგრის მოსვლის შემთხვევაში არგენტინელს ახალი პროექტის ცენტრალურ ფიგურად დააყენებდნენ, მაგრამ დრო გადის და არგენტინელის კონტრაქტზე კვლავ გაურკვევლობა სუფევს.
ასე რომ წინ ძალიან მძიმე ზაფხულია, რომლის დროსაც იუვე უდაოდ დაემშვიდობება ფეხბურთელებს, რადგან თებერვალში ბიუჯეტის 113 მილიონიანი დანაკარგი და კოვიდისგან მოყენებული ზიანი, საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა.
დინ ჰაისენი გავიფორმეთ,16 წლის ჰოლანდიელი სტოპერი ვისაც ექსპერტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ
ოო ცხელი ზაფხული იქნება