ისტორია გრძელდება!

მოგესალმებით!
პირველ რიგში დიდ ბოდიშს გიხდით საიტის გაჩერებისთვის, რომელსაც კონკრეტული მიზეზი აქვს.
საქმე იმაშია, რომ აჭარაბეთმა, რომელსაც რეკლამა ქონდა განთავსებული ჩვენს გვერდზე, უარი განაცხადა თანამშრომლობის გაგრძელებაზე.
12 წლის წინ ყველაფერი ენთუზიაზმზე დაიწყო.. ეს წლების განმავლობაში ასე გრძელდებოდა, რადგან უბრალოდ ძალიან მიყვარდა რასაც ვაკეთებდე.
თუმცა, დამეთანხმებით რაც დრო გადის ვალდებულებებიც მატულობს და რთულია ასე ფინანსური მხრის გარეშე დროის გამოყოფა.
აჭარას მესიჯმა ნამდვილად გამიცრუა იმედია, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტი იყო.. შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება, რომ პროექტი დასრულდებოდა, რადგან უბრალოდ დროის გადანაწილებას ვერ შევძლებდი.. მითუმეტეს დღევანდელ რთულ ვითარებაში.. საჭირო იყო ალტერნატიული გზების მოძიება, რათა ფინანსური სიტუაცია დამესტაბილურებინა.
აღნიშნული ინფორმაცია პირველად საჯარო სივრცეში ჩვენს Facebook ჯგუფში გამოვაქვეყნე, რომელსაც სწრაფად მოყვა გამოხმაურება. უამრავი ადამიანი მწერდა, რომ მზად იყვნენ გვერდში დადგომოდნენ საიტს, რომელიც ამდენი წელია ფუნქციონირებს.
ცოტნე ცერცვაძის ინიციატივით დაიწყო გამოკითხვა, რამდენი მომხმარებელი იყო მზად ყოველთვიურად საიტისთვის გაეღოთ ის თანხა, რაც მათ შესაძლებლობებში შედიოდა.
დაახლოებით სამ დღეში 600 ლარზე ოდნავ მეტი შეგროვდა, რისთვისაც თითოეულს ძალიან დიდ მადლობას ვუხდი! პასუხისმგებლობა თქვენს მიმართ ყოველთვის დიდი მქონდა, მაგრამ ახლა ეს სულ სხვა ეტაპზე არის გადასული!
ორშაბათიდან საიტი ჩვეულად დატვირთულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. მუდამ ვიძახდი, რომ ეს საიტი არის ყველასი.. ახლა კიდევ უფრო მეტი ინდენტობა გექნებათ, რადგან იმუშავებს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც თქვენ მოისურვებთ!
აქვე გამოვაქვეყნებ ანგარიშის ნომერს, რომელზედაც შესაძლებელია საიტისთვის თანხის ჩარიცხვა. ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის!
komentari ratom wamishalet vin amixsnis.
მეგობარო მარტო შენ არ გემართება ასე არის ხანდახან არ იწერება კომენტარი თორე რა უნდა დაგეწერა ისთი რო ვინმეს კომენტარის წაშლა მონდომებოდა და თუ მართლა არის ასეთი ალბათ გამოვა ხაზზე
რა კარგი სტატისტიკა აქვს წელს მარკუს ლორენტეს ატლეტიკოდან, 12 გოლი და 11 ასისტი. ნახევარმცველისთვის იდეალურია.
https://www.youtube.com/watch?v=GMdMYYUVgIs
The BRILLIANCE Of Marcos Llorente 2021
დახატავდა იუვეს ლორენტე.
ერთი რამის თქმა მინდა კიდევ – რეჯისტას თემა იუვეში.
პირლოს წასვლის მერე გამალებით ცდილობენ მეორე პირლო გამოძერწონ ვინმესგან.
ბეტანკურს იმნა შეცეს და არტურიც მაგისტვის მოიყვანეს
, ვერც ერთი გახდება პირლო და ვერც მეორე.
არ გამოდის და არ გამოვა ეგ საქმე ჩემი აზრით.
მაგის მაგივრად ერთ ფიზიკურად ძლიერიმ ოძრავი და სწრაფი “ჩისტილშიკი” კი გამოითლებოდა ვინმესგან.
3 ნახევარმცველში დაუყენე გვერძე 2 ბოქსთუბოქს და ამავდროულად შემქმნელი ფეხბურთელიც და იდეალური ცენტრი გამოვიდოდა.
მაგრამ არა, აუცილბელად პირლოს გამოთლა უნდათ მაინცდამაინც ბეტანკურისგან …
გუშინ ჩელსის ვბალელშიკობდი და გამიხარდა კიდევაც რომ მოიგეს. მაგრამ მეორეს მხრივ მაგათმა მოგებამ კიდევ ბევრ სხვა რამეზე დამაფიქრა. 2 ლიგა იუვენტუსს და 2 ჩელსის, რომელიც ჩვენ ბოლოს 25 წლის წინ მოვიგეთ, ჩელსიმ კი ბოლო 10 წელში 2 მოიგო + უეფას თაის 2 წლის წინ. გულნდელ ფინალში ჩელსის ყავდა კარგი მწვრთნელი და 1 ტოპ ფეხბურთელი კანტე. დანარჩენი ტუხელის მოსვლამდე რასაც თამაშობდა ჩელსი გემახსოვრებათ ალბათ ლამპარდის ხელში. აი რამხელა მნიშვნელობა აქვს კარგ მწვრთნელს, ფაქტი სახეზეა … ასევე ცენტრში კანტეს დონის ფეხბურთელს. ჩვენებმა კიდევ რა ქნეს ბოლო 2 წლის განმავლობაში ვერ ჩამოვთვლი მაგდენს. პირველ რიგში ანიელის ბრალია ყველაფერი, ჯერ სარი და მერე პირლო.… Read more »
100% ხარ ძმა
აი ზუსტად მაგიტო ვბალეშიკობდი ჩელს და ვულოცავ კიდევაც ჩელსის ბალეშიკებს ლიგის მოგება იუვე რო ვერ შეძლებს იმას რო ნოტინგემ ფორესტს ვერ გაასწრებს და ჩელს დაწევის შაშვალებას მიცემს კატასტროფაა და თან რამდენი ფინალი აქ ნათამაშები კარგი ტრენერი მთავარია თავისთავად
ამ საიტზე მე 2009 წლიდან ყოველდღიურად შემოვდივარ, ხშირად არ ვაკომენტარებ, მაგრამ დღე არ გასულა, რომ არ გავცნობოდი სიახლეებს, ჩემი დიდი პატივისცემა დავით ჯიშკარიანს და ყველას, ვინც უძღვება ამ საქმეს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდი ენთუზიაზმის და საყვარელი გუნდის პატივისცემიდან მოდის, მიგულეთ ყოველთვის თქვენს გვერდით და ჩემს მცირე წვლილსაც შევიტან ამ საქმეში
საინტერესო სტატია დევს lelo.ge-ზე, ამწუთს სავიკითხე.
პირლოს წარუმატებლობის ანალიზია.
ეგ არაფერი,მოვხოდავთ საიტს,აგერ ვართ ბიჭები..ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის..საერთო ძალისხმევით ჩვენ ამას შევძლებთ..
ბოდიში მოსახდელი მეგობარო არაფერი გაქ მთავარია დაბრუნდი და კარგად ხარ ეს საიტი სულ იქნება ისეთი როგორიც ადრე იყო წარმატება ყველაფერში
დავით, კონტაქტშიც რომ დაამატო ანგარიშის ნომერი არ იქნება ცუდი.
უფრო იოლი მისაგნები იქნება.
გამარჯობა დავით, წარმატებებს გისურვებ პირადად და საიტსაც.
საიტი უნდა ვაცოცლოდ აუცილებლად და ყველამ ვინც სარგებლობს შეძლებისდაგავარად რაღაც უნდა გავიღოთ.
პირადად შემთვის ცხოვრების წესად იქცა ამ საიტზე შემოსვლა, სტატიების წაკითხვა და აზრების გაზიარება.
ეს სტატია სადმე თავში იდოს, რომ ნებისმიერ შემოსვლის დროს შეიძლებოდეს ანგარიშის ნახვა და თანხის გადმორიცხვა.
მე სადღაც 4-5 რიცხვში ვიღებ ჯამაგირს და გადმოვრიცხავ მაგ დროს მინიმუმ 50 ლარს.
წარმატებები დავითს და ყველას.