იტალია – თურქეთი (ფეხბურთელების შეფასებები)

იტალიელებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში თურქები დამაჯერებლად 3-0 დაამარცხეს.
ახლა კი გთავაზობთ ტრადიციულ შეფასებებს:
დონარუმა – 6.5 – თამაშის უდიდესი ნაწილი მაყურებლის რანგში გაატარა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში კონცენტრირება წამითაც არ დაუკარგავს.
ფლორენცი – 5.5 – მშობლიურ არენაზე მისგან ალბათ უფრო აქტიურ თამაშს ელოდნენ.. თუმცა, შესაძლოა პრობლემა ფიზიკურ კონდიციებში იყო.
დი ლორენცო – 46 წუთიდან – 6 – მასთან ერთად იტალიამ ტემპი შეცვალა.
ბონუჩი – 6 – სერიოზული საქმე დაცვის ცენტრალურ ზონაში არ ქონია, მაგრამ ლეოს სოლიდურობა ყველგან იგრძნობოდა.
კიელინი – 7 – ილმაზი გააქრო მოედნიდან.. თურქები ისეთი წნეხის ქვეშ იყვნენ, რომ ჯორჯო შეტევაშიც თამამად მიდიოდა.
სპინაცოლა – 7 – ეფექტური, აქტიური, ინტენსიური.. ერთადერთი გადაცემები ტოვებს უკეთესის სურვილს, მაგრამ მეორე გოლი მის მოქმედებას მოყვა და მატჩის შემდეგ დამსახურებლად გახდა საუკეთესო მოთამაშე.
ბარელა – 7.5 – იტალიამ მეორე ტაიმში ტემპის ცვლილება დიდწილად ბარელას აქტიური ჩართულობით შეძლო. არცერთი ბურთი არ გასულა ისე, რომ მას მონაწილეობა რაღაც დოზით არ მიეღო. შავი სამუშაოც საკმაო რაოდენობით შეასრულა.
ჟორჟინიო – 7 – ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ჩელსის შუახაზელი საკუთარ სტატუს ევროპის პირველობაზეც ადასტურებს.
ლოკატელი – 6.5 – შუახაზიდან ყველაზე მეტად მას ეტყობოდა, რომ მსგავს მატჩებში მონაწილეობის გამოცდილება არ გააჩნდა. თუმცა, ეტაპობრივად მოიპოვა სიმშვიდე და შესაბამისი ხარისხიც უზრუნველყო.
ბერარდი – 7 – მოკრძალებული პროვინციული კლუბიდან, ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მაისურით! ეს მისი ზღაპარია. მისი აქტიურობით გაიტანა დემირალმა გოლი საკუთარ კარში.
იმობილე – 7 – ფლორენცისგან განსხვავებით იმობილეს რომში თავი არ შეურცხვენია. პირველ ტაიმში ბევრი ბრძოლა იყო, რადგან თურქების კედლის გავლა იოლი არ არის. მეორე ტაიმში გოლის გატანა მაინც მოახერხა და ათვლაც დაიწყო.
ინსინიე – 7 – ანალოგიურად ბევრი ბრძოლა, რამდენიმე არაზუსტი დარტყმა და გადაწყვეტილება. თუმცა, რადიკალურად იცვლება მეორე 45 წუთში და ბონუსად ეფექტური გოლიც გააქვს.
მანჩინი – 7.5 – გამარჯვებულის მენტალიტეტი მუდამ გააჩნდა და საკუთარ შეგირდებსაც იგივე გაუზიარა.
ვლოცულობ ერიქსენისთვის, ღმერთმა გადაარჩინოს. თუ რამე სიახლე იცით იქნებ დაწეროთ. . .
ცოცხალია ასით ვიცი სავადმყოფოში არის ეტ ტრაგედია რო მომხდარი ევროპის ჩემპიონატი არავის შეერგებოდა
ღმერთმა დაიფაროს ყველა, სადაც ადამიანის სიცოცხლეზეა ლაპარაკი იქ ფეხბურთი, გუნდი, კლუბი, თასი და ეგეთი რაღაცეები უფასურდება. ღმერთმა უშველოს და გამოაჯანმრთელოს, მადლობა ინფოსთვის მეგობარო
რა მადლობა მეგობარო მართლა ყველა დაგვიფაროს ასეთი რამისკენ წარმატება იტალიამ მაგრად დაიწყო იმედია ასე გააგრძელებს
იტალიის ნაკრები ეგეთ ხოდზე ბოლოს როდის იყო აღარ მახსოვს, იმედია ეგრე გააგრძელებს
იმედია მეგობარო
კიეზა რატო არ ათამაშა?
ნიკოლა ბარელა არის სასწაული ბიჭი..როგორ ვერ გავიფორმეთ თავის დროზე(მაროტას გენიალურობა ცხადყოფს მოვლენების ეპიცენტრს)..კიელო ნუ არ ვიცი,ჩემი ცხვირა,კაპიტანი,სული და გული..ფანტასტიური აძური და დამსახურებული გამარჯვება..