ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რობერტო მანჩინი:”პრობლემებისთვის მზად ვიყავით”

რობერტო მანჩინი

ესპანეთის ნაკრებმა იტალიელებთან მატჩისთვის ტაქტიკური სქემის შეცვლა გადაწყვიტა, რამაც აპენინელებს პრობლემები შეუქმნა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე რობერტო მანჩინი ამ თემასაც შეეხო:

“ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ლუის ენრიკეს გადაწყვეტილება და შედეგად ესპანელებმა არაერთი პრობლემა შეგვიქმნეს.

თუმცა, საბედნიეროდ მოთამაშეებმა დროის გასვლასთან ერთად ადაპტაცია შეძლეს. ენრიკემ დიდი სამუშაო გასწია და მის ხელში გუნდი მრისხანედ გამოიყურება. აქედან გამომდინარე ასეთ დაძაბულ ბრძოლაში და მსგავსი სიძლიერეს მეტოქესთან გამარჯვება ბევრს ნიშნავს. 

ველოდით თუ არა სირთულეებს? ეს კარგად გვქონდა გაანალიზებული, რადგან მათი ძლიერი მხარე ბურთის ტოტალური კონტროლია. შესაბამისად, როდესაც მსგავსი პრობლემებისთვის ემზადები, ბრძოლაზე ერთვები და უკან არცერთი ნაბიჯით არ იხევ. სწორედ ასე მოვიქეცით მთელი მატჩის განმავლობაში.

მომენტები ორივე გუნდს შეექმნა, რადგან საფეხბურთო რეალობაში შეუძლებელია მხოლოდ უტევდე.. ვალდებული ხარ თავს საიმედოდაც იცავდე. 

გუნდის აღორძინება 2018 წლის შემდეგ? გასული სამი წლის მანძილზე ყველაფერი ცარიელი ფურცლიდან დავიწყეთ. ჩვენ ყველამ ერთად ვირწმუნეთ, რომ შევძლებდით! მაგრამ ეს დასასრული არ არის და წინ ფინალია, რომელიც სათანადო დონეზე მომზადებას საჭიროებს.”


იმისათვის, რომ ჩვენმა საიტმა მუშაობა განაგრძოს, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია 

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1რობე

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x