მადრიდული გამომცემლობები:”რეალი ისკოს ყიდის”

მთელი რიგი ესპანური გამომცემლობების ცნობით ფლორენტინო პერესი ისკო ალარკონის გასხვისებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
ბოლო ხანებში ესპანელის ღირებულება მნიშვნელოვნად დაეცა და ახლა პერესი მის თაობაზე 15-20 მილიონიანი წინადადების განხილვასაც კი გეგმავს.
იუვენტუსი და მილანი საქმეში არიან, რადგან ორივე მათგანს მოედნის ცენტრში ისეთი მოთამაშის ხილვა სურთ, რომელიც კრეატიული თვალსაზრისით გუნდის თამაშს მრავალფეროვნებას შემატებს.
თუმცა, პრობლემა თავად ფეხბურთელის ანაზღაურებაა, რომელიც ამ ეტაპზე სეზონში 7 მილიონს შეადგენს.