ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მძიმე კვირა და უფრო მძიმეს მოლოდინი

გასული უიკენდი წარმატებული გამოდგა ტურინელთათვის. ბიანკონერიმ ნიკოლო ფაჯიოლის ფანტასტიკური გოლით შეძლო ლეჩესთან გამარჯვების მოპოვება და რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს პირველად შეძლო წლევანდელ სეზონში მიჯრით სამი მატჩის მოგება.

ახალგაზრდები განაგრძობენ საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებას და ეს უდაოდ მისასალმებელი ფაქტია..

მეორეს მხრივ ტრავმიანობა მატულობს.. მითუმეტეს ახლა პოგბაზეც დაიწერა რომ კიდევ 10 დღის მანძილზე მოუწევს უსაქმოდ ყოფნა, რადგან კუნთებთან დაკავშირებით ახალი პრობლემა გაუჩნდა.

პსჟ-სთან მატჩს ტურინელები დიდი დანაკლისით შეხვდებიან.. დაახლოებით 10 მოთამაშეა რომელიც ამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

პარალელურად სატრანსფერო ბაზარზე სხვადასხვა სახის სიახლეები ვრცელდება.. მაგალითად ლეჩესთან მატჩის გმირზე – ნიკოლო ფაჯიოლიზე რომლის თავისთან ხილვა უამრავ იტალიურ კლუბს სურს. იუვენტუსიც თავის მხრივ დიდად აფასებს ახალგაზრდა შუახაზელს და მისთვის რეგულარული სათამაშო დროის შექმნა, რისი აღსრულებაც სერია ა-ს საშუალო დონის გუნდში ადვილად მიღწევადი გახდება.

თუმცა ასეთი განვითარება ფეხბურთელს ოდნავადაც არ სურს. იგი შეყვარებულია იუვენტუსსზე და მზად არის ძირითადი ადგილისთვის იბრძოლოს.. ვნახოთ დააფასებს თუ არა მის ასეთ სურვილს მაქს ალეგრი.

ანხელ დი მარიას ტურინული თავგადასავალი ცუდად ვითარდება და შესაძლოა მალევე დასრულდეს.. იანვარში ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს და მის ნაცვლად ბიანკონერი ედენ აზარს განხილავს, რომელიც მადრიდში დიდად არ ბრწყინავს და კარლო ანჩელოტის გეგმებში ოდნავადაც არ შედის.

გამოაცოცხლებს თუ არა იუვეს ბელგიელი რომელიც ჩამოწერილთა რიცხვში არის შეყვანილი რთული სათქმელია.

პსჟ-სთან მატჩს ბიანკონერის ქომაგი დიდი წუხილით ხვდება.. კლუბს ევროპაში ერთადერთი გზა დარჩა და ამისთვის ფრანგებთან დადებითი შედეგის მიღწევა ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს.

თუმცა, დღევანდელ რთულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ კონდიციებში მყოფ იუვეს რაში დაეხმარება ევროპა ლიგა? რას მიცემს ის კლუბს? მოტივაციას, მიზანს თუ? ფაქტია რომ ახალგაზრდული სექტორის გარდა ყველა დემორალიზებულია.. გუნდს არ ყავს გასახდელში ლიდერი, რომლიც საქმეს გამოასწორებს..

აუცილებელად აღსანიშნავია ფედერიკო კიეზას და პოლ პოგბას ტრავმები.. ეს ორი ახლა ითამაშებდა დიდ როლს დაბრუნებაში, მაგრამ ისინი ჰორიზონტზეც კი არ ჩანან.. ლეონარდო ბონუჩი აშკარად გამოფიტული და ემოციურად დაცლილია.. მითუმეტეს მას ახლა ჯორჯო კიელინიც აღარ ყავს გვერდით.. არამარტო მას.. სრულიად იუვეს.. ასე რომ გუნდს ახლა კარგი შემოლაწუნება ჭირდება, მაგრამ ასეთი ხელმძღვანელობაშიც არ მოიძებნება..

კარგად ჩანს რომ ნედვედის და ანიელის კლანი ერთმანეთს დაპირისპირებულია.. არ არის ერთიანობა, რომელიც დამუხტავდა მოთამაშეებს.. მოედანზე ჩვენ ვხედავთ პრობლემებს, რომელიც ზემოდან დაშვებული შეცდომების და ქაოსის სარკეა..

როდის დასრულდება? Who knows..

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Del-Lapa
Juventino
10 months ago

juve lazios linki chagdet ra jigrulad bichebo

ბათუმსკი
ბათუმსკი
1 year ago

მაგარ შარში ვართ

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x