ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რა დაჯდება მოტა იუვესთვის და 4 სავარაუდო კანდიდატი


ტუტოსპორტი საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს ტიაგო მოტას სავარაუდო შემცვლელებზე:

რაც არ უნდა მშვიდ კონტექსტში ისაუბროს კრისტიანო ჯუნტოლიმ ემპოლისთან სამარცხვინო ასპარეზობის შემდეგმოტას ავტორიტეტმა გალილეო ფერარის ბინადრებისთვის სერიოზული ძვრა განიცადა.

პროექტი რომ მნიშვნელოვანია ამაზე არავინ დაობს, მაგრამ ყველაზე უსუსური მცდელობა იყო მისი დაცვისთვის, რადგან მიზეზი რომელიც ბიანკონერის სპორტულმა დირექტორმა მოიყვანა უბრალოდ სასაცილო იყო:

“მოტას საკითხი არც კი განიხილება, რადგან იგი ჩვენს პროექტში დიდ როლს ასრულებს. შეხედეთ რამდენი ახალგაზრდა მოთამაშეა საქმეში”.

ერთია რამდენი ახალგაზრდაა საქმეში და მეორეა როგორ ვითარდება თავად იუვენტუსის ამბები.. უდინეზე, ატალანტა და ასე შემდეგ კლუბებისთვის შეიძლება “ოქეი” იყოს ასეთი შედეგი, მაგრამ ტურინისთვის რა ფინანსურ პრობლემებსაც არ უნდა განიცდიდნენ ეს აბსოლუტურად მიუღებელია.

ტუტოსპორტი იუვენტუსის დღევანდელი სამწვრთნელო შტაბის ფინანსურ ნაწილსაც გვთავაზობს.

ბიანკონერის მოტა და მისი თანაშემწეები დაახლოებით 20 მილიონი უჯდებათ. კონტრაქტი გათვლილია 2 წელზე და თუ უფროსობა მათ სეზონის დასრულებამდე დაითხოვს, მაშინ კომპენსაციის ამბავი და კლუბის ზარალი თავადაც ხვდებით რა დაჯდება.

ამავე დროს ტურინული გამომცემლობა უკვე ახლავე გვათავაზობს ოთხ გვარს რომლებმაც შესაძლოა ტიაგო ჩაანაცვლონ:

იგორ ტუდორი, ჯანპიერო გასპერინი, ანტონიო კონტე და რობერტო მანჩინი.

ნაკლებად მოსალოდნელია გასპერინი და კონტე სათამაშო წლის ბოლომდე მივიდნენ.

იუვე ეცდება სიტუაციის ნორმალიზებას, მაგრამ სხვადასხვა ტურნირიდან ვადაზე ადრე გავარდნამ მოტას სკამი საგრძნობლად შეარყია და თუ სერია ა-ში ვერ შეძლო წარმატებული გზის გაგრძელება, მაშინ ხისტი გადაწყვეტილება სავსებით მოსალოდნელი იქნება.

ფერერო, მოტა და ჯუნტოლი
5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x