ჯილეტი:”დროა პასუხისმგებლობა აიღოს”

იტალიელი ჟურნალისტი და იუვენტუსის გულშემატკივარი მასიმო ჯილეტი კლუბში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს
“ის რაც იუვემ ჰოლანდიურთან კლუბთან გააკეთა, იყო იტალიური ფეხბურთის სრული ფიასკო ჩემპიონთა ლიგაზე.
მეგობრებო ჩვენს წინ სამწუხარო რეალობა დგას.. ვართ ქვეყანა რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატი არაერთხელ მოუგია, თუმცა ბოლო ხანებში ორი დიდი ფორუმი გამოტოვა, ხოლო ევრო ასპარეზზე სრული კრახი განიცადა.
როგორ უნდა შეძლო ამ ყველაფრის გამართლება? იუვენტუსი რომელიც ჩემპიონთა ლიგის ამ სტადიაზე, საკუთარ მოედანზე ყველაფერს აკეთებს პსვ-ს წინააღმდეგ რომ არ დამარცხდეს და ფრე ითამაშოს არის ამორალური ქმედება.
შეცდომა? დავბრუნდეთ წარსულში და გავიხსენოთ ჯუზეპე მაროტა ხოლო მეორე როდესაც ანტონიო კონტეს დაბრუნებაზე თქვეს უარი.
მაურისიო სარი და ანდრეა პირლო თავიდანვე განწირული პროექტი იყო ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე.
მაკაბისთან წარუმატებელი მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან პირველი ანდრეა ანიელი გამოჩნდა, აქ კი ჯუნტოლი რომლის ხილვა საერთოდ არ მინდოდა.. აი ფერეროსი აუცილებლად!
დღევანდელზე პასუხისმგებლობა კრისტიან ჯუნტოლიმაც უნდა აიღოს. რატომ არ არის კითხვები მასთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებით?
მაქს ალეგრი სამი წლის შემდეგ იმიტომ გაუშვეს, რომ იუვენტუსის ფანებს შოუს ყურება სურდათ. სამარცხვინო გამოვარდნა ლიგაზე და არანაკლები კატასტროფა იტალიის თასსზე და თან როგორი თამაშის ფონზე?
ტიაგო მოტამ ბოდიში კი მოიხადა მაგრამ ამ ყველაფრის გათვალისწინებით ახლა ეს უკვე ძალიან გვიანია. არავის უთხოვია მისთვის სკუდეტოს მოგება, მაგრამ მსგავსი სამარცხვინო ქმედებები მისი მოთამაშეების შესრულებით ეს უკვე მეტისმეტია!”
