ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიხშტაინერი : “ჩემი გუნდის მჯერა”

“ჯენოასთან” საშინაო დაპირისპირება ახლოვდება, ტურინის “იუვენტუსი” კი ვერონაში დაკარგული ქულების ანაზღაურებას შაბათს საღამოს აპირებს : “ერთადერთი, რაც ვერონაში შეხვედრას დააკლდა, ჩვენს მიერ გატანილი გოლი იყო” – საუბრობს შტეფან ლიხშტაინერმა გასული შეხვედრის შესახებ, – “მოედანზე მოტივირებულნი გავედით, თუმცა კიევო კარგი გუნდია და შესაბამისად, მასპინძლები თავს დამაჯერებლად იცავდნენ.საშუალო დონის გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, ისინი ზოგჯერ 11 ფეხბურთელითაც კი უზრუნველყოფენ საკუთარი კარის უსაფრთხოებას.”

“ბებერმა ქალბატონმა შექმნილი მომენტები მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს, მაგალითად სტანდარტული მდგომარეობები.ისინი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს დაძაბულ შეხვედრებში, ზუსტად ისე, როგორც კიევოს წინააღმდეგ.ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ იუვეს საშუალო დონის გუნდებთან თამაში ოდნავ გვიჭირს, მაგრამ “კატანიასთან” შეხვედრის პირველ ტაიმს თუ არ ჩავთვლით, “ბოლონიასთან” და “კიევოსთან” მოგება ნამდვილად გვეკუთვნოდა.”

მიუხედავათ მოპოვებული ქულისა, ბიანკონერები სატურნინო ცხრილის სათავეში მაინც იმყოფებიან : “თითოეული შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ შემდეგი სამი შეხვედრა რომც მოვიგოთ, სკუდეტოზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევი იქნება.ჩვენ სწორ გზაზე ვიმყოფებით, ასეთ იუვენტუსს ბევრის მიღწევა შეუძლია.ცოტა გოლს ვუშვებთ ? – ეს იმ გუნდის დამსახურებაა, რომელიც თავს კარგად იცავს.ჯენოასთან მატჩში გენუელების წინახაზელებს აქტიურად უნდა ვეთამაშოთ, მათ ძლიერი ფორვარდები ჰყავთ, მაგრამ მე ჩემი თანაგუნდელების მჯერა.”

ინტერვიუს ბოლოს საუბარი ალესანდრო დელ პიეროსაც შეეხო : “პირადად ალექსს მხოლოდ 4 თვეა რაც ვიცნობ, ის უდიდესი ფეხბურთელი და საოცარი ადამიანია.ლაციოში ასპარეზობისას, დელ პიეროს, როგორც მოწინააღმდეგეს დიდ პატივს ვცემდი.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
11 years ago

იტალიური პრესა ნახეთ??? ახალ სტადიონთან დაკავშირებით რაღაც გამოძიება დაჭყებულა. ცუდი სუნი ასდის ამ ყველაფერს

LasHa janelidze
11 years ago

:forza: :forza: :forza:

tornike tatarashvili
11 years ago

1 ადამიანი იუვეში რომელიც პასებს ვერ იძლევა მარა მაინც აკეთებს 2 ვიდალი ადამიანი კასოი დარტყმები ისწავლოს ან საერთოდ ნუ დაარტყავს პასებშიც აქვს ცოტა პრობლემა და ლიხშტაინერმა კიდე აკეთოს ის რაც გამოსდის და შეეშვას უაზრო პასებს და უაზრო სირბილს წინ უკან წინ უკან :blin: :no

საბა შიოშვილი

წინის წინა სეზონში ლიხტმა 10 გოლი შეაგდო რაც მცველისთვის ძალიან მაგარი შედეგია … აქაც დაიწყო უკვე 1 გოლი გაიტანა

წინა სეზონში მემგონი 4 თუ 5 გაიტანა

მიყვარს ეს კაცი :forza: :forza:

vaxo turqadze
11 years ago

ლიხტა მაგარია,დაცვაში პრობლემა მოაგვარა თავის კრაიზე,შეტევებშიც თუ უფრო მეტს იზამს ძალიან კარგი იქნება….წინ შტეფან !

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x