ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

24 დარტყმა და 0 გოლი, გაძლიერებაა საჭირო!

კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი, ნაჩვენები ბრწყინვალე ფეხბურთი და უკვე რიგით მერამდენე დაკარგული ქულები, 0-0. შემტევ ხაზში ნაჩვენები უსუსურობის გამო “იუვე” “მილანს” უკვე ოთხი ქულით ჩამორჩება და ეს მაშინ, როცა გუნდი 2011 წლის მაისის შემდეგ დაუმარცხებელია. მის უუნარობას უნდა დავაბრალოთ, რომ გუნდი რეალურად არსებულ უპირატესობას ვერაფრით იყენებს, თავდამსხმელები წყალს აყოლებენ შანსებს…

“სერია ა” -ში გამართულ 27 მატჩში “ბებერი სინიორა” 500 -ჯერ დაემუქრა მეტოქეთა კარებს, თუმცა ბურთი კარის ბადეში მხოლოდ 39 -ჯერ გაეხვია. ალესანდრო მატრის, ფაბიო კუალაირელას, მარკო ბორიელოს, მირკო ვუჩინიჩისა და ალესანდრო დელ პიეროს მიერ შექმნილმა თავდასხმამ სულ 16 -ჯერ იმარჯვა, როცა იბრაჰიმოვიჩმა 19-ჯერ, დი ნატალემ კი 18-ჯერ შეძლო თავის გამოჩენა. დასკვნების გამოტანა ადვილია.

თუმცა ამჟამად ანტონიო კონტეს არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ერთადერთი, რაც “იუვეს” დარჩა, ესაა დაელოდოს ზაფხულს და სატრანსფერო ფანჯრის სასარგებლოდ გამოყენება შეძლოს. უკვე დიდი ხანია “ბიანკონერების” სატრანსფერო ობიექტებზე იწერება პრესაში, ქვემოთ მათგან უმთავრეს კანდიდატურებს მიმოვიხილავთ.

“მონპელიეს” თავდამსხმელმა უკვე არაერთი კლუბის ყურადღება მიიპყრო. ფეხბურთელი შესანიშნავად გამოიყურება შიდა ჩემპიონატში და თანაც, ნაკრების მაისურით ჩატარებულ პირველივე შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა, გადაგზავნა რა ბურთი გერმანიის კარში.

ჟირომ ერთხელ უკვე აღნიშნა, რომ “ბაიერნის” მხრიდან არსებული ინტერესით ბედნიერია, თუმცა ის კიდევ სამი ფრანგული კლუბის ყურადღებას იქცევს. ამას წინათ, ჟურნალისტებთან საუბარში იტალიურ გუნდებზეც ჩამოაგდო სიტყვა: ” დიდ იტალიურ კლუბებს ყოველთვის ვანდევნებ თვალს. ისინი ხელახლა იბრუნებენ “ჩემპიონთა ლიგის” წამყვანი ძალების სტატუსს. ”

არგენტინელს გასულ ზაფხულსაც აკავშირებდნენ ტურინულ კლუბთან, ახლა კი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “იუვენტუს სტედიუმზე” გადაბარგებასა და ბეპე მაროტასთან საუბარს თავად ფეხბურთელი ითხოვს.

“ახლა ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ მაისის დასაწყისში “იუვენტუსის” ხელმძღვანელობასთან ტრანსფერის თაობაზე სიამოვნებით დავილაპარაკებდით. ” -განუცხადა tuttosport -ს ფეხბურთელის მამამ.

ასეა თუ ისე, იგუაინის “რეალთან” კონტრაქტი 2016 წელს ეწურება და მისნაირი ფორვარდის ჩანაცვლება არც მადრიდული კლუბისთვის იქნება ადვილი. სავარაუდოდ, “ბიანკონერებს” ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებაზე მეტის გადახდა მოუწევთ.

მუხლის იოგის ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა იოვეტიჩმა 2011-2012 წლების სეზონი შესანიშნავად დაიწყო. გასული წლების წარუმატებლობების გამო ფინანსურად დაზარალებული “ფიორენტინა” სერბის მეშვეობით ხელის მოთბობას ეცდება.

სხვა ვარიანტებისგან განსხვავებით, იოვეტიჩისთვის ნომინალური პოზიცია ცენტრალური თავდასხმა სულაც არაა. ფეხბურთელის ერთ-ერთი უმთავრესი პლიუსი სისწრაფე და ტექნიკაა, უნარი, ზონებს შორის სივრცეების შექმნისა, ეს კი ახლანდელი “იუვესთვის” ნამდვილად ფუფუნებაა.

დღევანდელ საფეხბურთო სამყაროში არსებული ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტალანტად აღიარებული ეზეკიელ ლავეცი. არგენტინელი 2012 წელს “იუვენტუსის” ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად სახელდება.

ფეხბურთელმა გასულ წელს “ნაპოლის” გაუხსნა გზა ევროპული ფეხბურთისკენ და წელს მის ჯგუფიდან გასვლაშიც შეიტანა ლომის წილი. მისი საუკეთესო თვისება საშემსრულებლო ოსტატობა არაა, არგენტინელის უმთავრესი კოზირი მოედნის ბრწყინვალე ხედვა და ტექნიკური მონაცემებია. სხვა საკითხია, რამდენად შეელევა ნეაპოლი გაკერპებულ ფორვარდს.

რამირესმა “იუვენტუსის” ყურადღება განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მიიპყრო, ურუგვაელის აგენტი კი “იუვეს” აქტიურობისკენ მოუწოდებს და სხვა დაინტერესებული კლუბებით აშინებს.

იოვეტიჩისა და ლავეცის მსგავსად, არც ისაა ნომინალურად ცენტრალური ფორვარდი. ამ კუთხით “იუვენტუსს” სერიოზული დაფიქრება მოუწევს. რამირესი მომავლის პროექტია.

ის, რაც ახლა “იუვეს” სჭირდება საშემსრულებლო ოსტატობაა და ამ კუთხით, ჰოლანდიელს დღეს მხოლოდ რამდენიმე ფორვარდი თუ გაუტოლდება. გოლი ვან პერსის ჩემპიონატის თითქმის ყოველ შეხვედრაში გააქვს, 32 -ჯერ აღებული კარი 37 შეხვედრაში.

“ბიანკონერების” მთავარი პრობლემა არა იმდენად “არსენალის” პოზიცია, არამედ დაინტერესებული სხვა კლუბებია. ფინანსური თვალსაზრისით, “იუვეს” ისეთი გუნდებისთვის კონკურენციის გაწევა უეჭველად გაუჭირდება, როგორიც “მანჩესტერ სიტი” და მადრიდის “რეალია”. თუ თავდამსხმელს ძალების “სერია ა” -ში გამოცდა სურს, “მილანის” წინადადების განხილვაც მოუწევს, იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, “როსონერი” ყურადღებას ტევესზე არ გადაიტანს.

კრის ვოაკის სტატია

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
118 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
NEDVEDA11..
8 years ago

:juvee:

ფორცა იუვე

NEDVEDA11..
8 years ago

უამრავ მომენტი ექმება მატრის, უბრალოდ ვერ იყენებს…

საუბარი ზედმეტია იმ თემაზე, დღეს მატრი უფრო მაღალი კლასის ფორვარდია თუ იგუანი (ჩემი აზრით… და არა მარტო ჩემი აზრით)

:oldman:

giorgi papuashvili
8 years ago
Reply to  NEDVEDA11..

მატრი საკაიფო ფეხბურთელია მაგრამ იგუაინი ბოლოსდაბოლოს თავდამსხმელთა ქვეყნიდაა :lool: :forza: :forza:

NEDVEDA11..
8 years ago
Reply to  papuashvili

რა შუაშია ქვეყანა.
დელ პიერო,ინძაგი,ბაჯო,ტოტი, როსი და ა.შ. იტალიელები არიან და ბრწყინავდნენ )

მარა… ეს დაბადებიდან უნდა მოგყვებოდეს. გედოს შიგნით ეს დიდი ტალანტი. რაც არ უნდა მოინდომოს მატრიმ ვერ ავა მაქამდე

Nodari gogaladze
8 years ago
Reply to  NEDVEDA11..

მე მაინც ჩემი აზრის ერთგული ვრჩები, ზემოთ ჩამოთვლილი ფორVარდები ყველა მაგარია , მაგრამ ეს იგუაინი არ მიზიდავ და რა ვქნა :no

giorgi papuashvili
8 years ago

შანსი არაა რომ 40 ან 50 მილიონი გადაიხადონ ერთ ფეხბურთელში. 30 ბაზარი არაა გაიმეტებენ. აზარდიც კარგი ვარიანტია ისე ლენონი მინდა :forza: :forza: :forza:

Lasha chachava
8 years ago

მოიყვანეთ ლავეცი რა იქნება ძვირი არ ღირს თან სულ რაგაც 31 მილიონი ღირს
ნუ 27-28 რა

NEDVEDA11..
8 years ago
Reply to  Lasha chachava

მართლა გაასწორებდა ლავეზი რა.
მაგრად გაგვაძლიერებდა :kenwvla:

Nodari gogaladze
8 years ago
Reply to  Lasha chachava

31 მილიონში მაგას არ მოგვცემენ! გამოხტება სიტი და 50 გადაუხდის

Lasha chachava
8 years ago
Reply to  Nodari

გაფუჭდება მანდ აი ეგაა ყველა ფეხბურთელის სენი როცა კარგად თამაშობ ერთ ჩემპიონატში ჰავა არ უნდა შეიცვალო

Lasha chachava
8 years ago
Reply to  Lasha chachava

ლავეცი და კავანი მოიყვანონ და არ მინდა არც იგუაინი არც მესი და არც რონალდო
გომესზე არ ვიტყოდი უარს ლავეცი გომესი და კავანი

NEDVEDA11..
8 years ago

პატარა ინძახი მაინც გაიჩიტებოდეს და დავითრევდით :euf:

giorgi papuashvili
8 years ago

NEDVEDA11.. გონალო იგუაინმე ხერხემალზე გაიკეთა ოპერიაცია და ის დაბრუნდა და ჯუზეპც დაბრუნდება აი ნახეთ თუ არ დაითრიონ თან ნაკრების პონტშიც დიდი შანსია ადრეც ეგრე იყო და ეხლაც ეგრეა ნაკრებიდან მიალნი და იუვე 50 50 % ით იყვნენ დაკომპლექტებულები. თან თითქმის ყველა გრანდი ეგრეა რა

NEDVEDA11..
8 years ago
Reply to  papuashvili

გაუჭირდება.
იმედია ეგეც მარად პერსპექტიულ ფეხბურთელად არ დარჩება.

giorgi papuashvili
8 years ago

giogio8428 გონალო იგუაინმე ხერხემალზე გაიკეთა ოპერიაცია და ის დაბრუნდა და ჯუზეპც დაბრუნდება აი ნახეთ თუ არ დაითრიონ თან ნაკრების პონტშიც დიდი შანსია ადრეც ეგრე იყო და ეხლაც ეგრეა ნაკრებიდან მიალნი და იუვე 50 50 % ით იყვნენ დაკომპლექტებულები. თან თითქმის ყველა გრანდი ეგრეა რა

NEDVEDA11..
8 years ago

3 კარგი ტრანსფერი უნდა გავაკეთოთ და დალაგდება ყველაფერი.

+ მივესალმები მელოს და ჯოვინკოს დაბრუნებას

Dutch
ადმინისტრატორი
8 years ago

Nodari

რა შუაშია ეხლა რეალში რო ჩანს )) მითუმეტეს ) მსოფლიოს ერთ ერთი საუკეთესო კლუბში მოიკიდა ფეხი და საკმაოდ კარგი მაჩვენებელიც აქვს . რას ლაპარაკობთ ბიჭო გადამრევთ თქვენ მე , როჟას ერთ ერთი საუკეთესო ფინიშინგი აქვს , რა მატრი ტო ! მიუხედავად იმისა რომ მატრი მევასება , იგუაინი ამ ეტაპზე მსოფლიოს ერთ ერთი საუკეთესო ცენტრ ფორვარდია !

NEDVEDA11..

ა … ხო
მაშინ დესტრო :chuvak:

Nodari gogaladze
8 years ago
Reply to  Dutch

ახლა შენ შენი აზრი გაქვს მე ჩემი, პროსტა მე ეგრე მგონია რა, აბა მატრი მიიყვანე რეალში რას იზამს

NEDVEDA11..
8 years ago
Reply to  Nodari

:loool:
რისი თქმა გინდა ახლა?
მატრის იუვენტუსში პასს არ აძლევენ,მომენტს არ უქმნიათ?

ეგ უკვე ზედმეტია, ყველანაირ სუბიექტურ აზრს ცდება!

Nodari gogaladze
8 years ago
Reply to  NEDVEDA11..

სად რეალი უფრო შეთამაშებული გუნდია ტოპ კლასის ასისტებით და სად ფაქტიურად ახლად შექმნილი იუვე ჯაკერინებით და ესტიგარიბიებით( ამით არ იფიქროთ იუვეს ვაკნინებდე)

აკაკი მეტრეველი
მოდერატორი

იგუაინის გაფორმების რაიმე შანსი თუ არსებობს ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ გამოვიყენოთ

Dutch
ადმინისტრატორი
8 years ago

bakomo

ვან პერსი და ნებისმიერი ფეხბურთელი მემგონი განსხვავდება ერთმანეთისაგან . ეგ და რობენი იმენა დატანჯულები არიან ტრავმებით .

BIANCO
8 years ago
Reply to  Dutch

გასაგებია რომ განსხვავდება მარა რადგან ტრამვებისკენ მიდრეკილება აქვს ფეხბურთელს ეგ იმას ხომ არ ნიშნავს რომ გადმოსვლისთანავე ტრამვას აიკიდებს და სეზონში 10 -12 თამაშზე მეტს ვერ ჩაატარებს?…. მე ვან პერსი უფრო მევასება ვიდრე იგუაინი მარა არც მაგის ყიდვა იქნება ცუდი…

Dutch
ადმინისტრატორი
8 years ago

რას წერთ , იგუაინი ვერ აჯობებს მატრის ? :lool:

NEDVEDA11..
8 years ago
Reply to  Dutch

ვერა ბიჭო, მატრი იტალიელია! :oldman:

Nodari gogaladze
8 years ago
Reply to  Dutch

რეალში მაგარი ჩანს აბა გადავიდეს ცოტა ისეთ გუნდში მერე ჩაფლავდება! ჩემი აზრით ასე იქნება

Nodari gogaladze
8 years ago

მე იოვეტიჩი და ლავესი მირჩევნია, ცენტრ ფორვარდად მატრი, დარწმუნებული ვარ მატრის ვერ აჯობებს იგუაინი თუ გვერდით რეალის ასისტები არ ეყოლებაა :yeah: ლავესი, იოვეტიჩი, მატრი და კვალიარელა _ასეთი თავდასხმა მინდა მომავალ წელს :juvee:

Nodari gogaladze
8 years ago
Reply to  Nodari

ვაფშე პოდოლსკიც მაგრად მირჩევნია იგუანს, :juvee: ნეტა მოიყვანონ

NEDVEDA11..
8 years ago
Reply to  Nodari

ერთი სტილის ფეხბურთელები არიან?

ცენტრ ფორვარდი გვინდა, ისევე როგორც ვენგერი.

Nodari gogaladze
8 years ago
Reply to  NEDVEDA11..

არა ერთი სტილის ფეხბურთელები არ აიან მაგრამ პოდოლსკი თავისუფლად ითამაშებს ცენტრში

giorgi papuashvili
8 years ago

მე ვფიქრობ ჯუზეპე როსის მოიყვანენ

NEDVEDA11..
8 years ago
Reply to  papuashvili

მე აღარ მივალმები მაგის ტრანსწერს ახლა უკვე!
მაგან ისეთი ტრავმა მიიღო კაცმა არ იცის, როგორ გაგრძელდება მისი კარიერა.
დელ პიერო ნამდვილად არ არის :c:

Dutch
ადმინისტრატორი
8 years ago

ვან პერსის იტალიაში , სეზონში ალბათ ჰა ჰა 10-12 თამაში თუ მოუწევს ტრავმების გადამკიდე .

იგუაინი უნდა დაიდოს ულაპარაკოდ !

BIANCO
8 years ago
Reply to  Dutch

მასე ნებისმიერმა ფეხბურთელმა შეიძლება აიკიდოს ტრამვები….

Arancia Meccanica
8 years ago

მარკიზიო მეორედ გახდა მამა.. მივულოცოთ პოტენციურ კაპიტანს..

Arancia Meccanica
8 years ago

Calcionews24 – პოგბას არ გაუგრძელებია კონტრაქტი მ.უ. .. ასე რომ იუვეს კიდევ აქვს შანსი ამ ყმაწვილთან.. Sky Sports- ინფორმაცია რომელიც ადასტურებდა რო პოგბამ მანჩესტერთან გაახანგრძლივა მცდარიავოო..
ასე რომ კარგია..
:forza: იყიდეთ ეს და გექნებათ 1 დარტყმა 1 გოლი სტატისტიკა..

zura-1982
8 years ago

იგუაინი მაგრად მოუხდება იუვეს და კონტეს ტაკტიკას… ალბატ დამეტახმებიტ, მინდა ისეთი ტავდასხმელის ხილვა ვისაც დამოუკიდებლადაც შეეძლება მომენტის შექმნა და დასრულებაა….

NEDVEDA11..
8 years ago

ჟირუსა და იგუანს შორის ალბათ მაინც არგენტინელი

Dutch
ადმინისტრატორი
8 years ago

რამირეს და იგუაინს მივესალმები . ამასთან ერთად არ შეიძლება და მიაოს დავიწყებაც

Giorgi kasrashvili
8 years ago

აუუუუ რამირესი პეპე-ჯაკერინი პადოინია იგივე რა…
მაგის გაზრდაღა გვაკლია ეხლა…
შემდგარი გოლეადორი გვინდააააააააააააააააააააააააააააა

Giorgi kasrashvili
8 years ago

ჭირუს და რამირესის გარდა ყველას მივესალმები…
ასევე იუვოტიჩი-ლავეცი ცენტრფორვარდად არ გამოგვადგება და მაგათგან თუ ვიყიდეთ ერთერთი მაინც საყიდელი რჩება ცენტრფორვარდი…

ლავეცი-ვანპერსი იიიიფ
ანაც ლავეცი-იგუაინი :chuvak:

BIANCO
8 years ago

იგუანი ან ვან პერსი სჭირდება იუვეს…. ნუ თუ ერთერთ მათგანს ლავეცისაც მოაყოლებენ მთლად კარგი… თუ არადა მარტო არც ლავეცი და არც დანარჩენები არ გვინდა….. ვუჩინიჩი ბევრად ჯობია დანარჩენებს

tsotne tsertsvadze
8 years ago

ჟირო ყველაზე მაგარი ვარიანტია და რეალურიც უბრალოდ მონპელიეს ვქომაგობ და არ მინდა დასუსტდეს გუნდი : ))

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

118
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<