ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

24 დარტყმა და 0 გოლი, გაძლიერებაა საჭირო!

კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი, ნაჩვენები ბრწყინვალე ფეხბურთი და უკვე რიგით მერამდენე დაკარგული ქულები, 0-0. შემტევ ხაზში ნაჩვენები უსუსურობის გამო “იუვე” “მილანს” უკვე ოთხი ქულით ჩამორჩება და ეს მაშინ, როცა გუნდი 2011 წლის მაისის შემდეგ დაუმარცხებელია. მის უუნარობას უნდა დავაბრალოთ, რომ გუნდი რეალურად არსებულ უპირატესობას ვერაფრით იყენებს, თავდამსხმელები წყალს აყოლებენ შანსებს…

“სერია ა” -ში გამართულ 27 მატჩში “ბებერი სინიორა” 500 -ჯერ დაემუქრა მეტოქეთა კარებს, თუმცა ბურთი კარის ბადეში მხოლოდ 39 -ჯერ გაეხვია. ალესანდრო მატრის, ფაბიო კუალაირელას, მარკო ბორიელოს, მირკო ვუჩინიჩისა და ალესანდრო დელ პიეროს მიერ შექმნილმა თავდასხმამ სულ 16 -ჯერ იმარჯვა, როცა იბრაჰიმოვიჩმა 19-ჯერ, დი ნატალემ კი 18-ჯერ შეძლო თავის გამოჩენა. დასკვნების გამოტანა ადვილია.

თუმცა ამჟამად ანტონიო კონტეს არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ერთადერთი, რაც “იუვეს” დარჩა, ესაა დაელოდოს ზაფხულს და სატრანსფერო ფანჯრის სასარგებლოდ გამოყენება შეძლოს. უკვე დიდი ხანია “ბიანკონერების” სატრანსფერო ობიექტებზე იწერება პრესაში, ქვემოთ მათგან უმთავრეს კანდიდატურებს მიმოვიხილავთ.

“მონპელიეს” თავდამსხმელმა უკვე არაერთი კლუბის ყურადღება მიიპყრო. ფეხბურთელი შესანიშნავად გამოიყურება შიდა ჩემპიონატში და თანაც, ნაკრების მაისურით ჩატარებულ პირველივე შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა, გადაგზავნა რა ბურთი გერმანიის კარში.

ჟირომ ერთხელ უკვე აღნიშნა, რომ “ბაიერნის” მხრიდან არსებული ინტერესით ბედნიერია, თუმცა ის კიდევ სამი ფრანგული კლუბის ყურადღებას იქცევს. ამას წინათ, ჟურნალისტებთან საუბარში იტალიურ გუნდებზეც ჩამოაგდო სიტყვა: ” დიდ იტალიურ კლუბებს ყოველთვის ვანდევნებ თვალს. ისინი ხელახლა იბრუნებენ “ჩემპიონთა ლიგის” წამყვანი ძალების სტატუსს. ”

არგენტინელს გასულ ზაფხულსაც აკავშირებდნენ ტურინულ კლუბთან, ახლა კი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “იუვენტუს სტედიუმზე” გადაბარგებასა და ბეპე მაროტასთან საუბარს თავად ფეხბურთელი ითხოვს.

“ახლა ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ მაისის დასაწყისში “იუვენტუსის” ხელმძღვანელობასთან ტრანსფერის თაობაზე სიამოვნებით დავილაპარაკებდით. ” -განუცხადა tuttosport -ს ფეხბურთელის მამამ.

ასეა თუ ისე, იგუაინის “რეალთან” კონტრაქტი 2016 წელს ეწურება და მისნაირი ფორვარდის ჩანაცვლება არც მადრიდული კლუბისთვის იქნება ადვილი. სავარაუდოდ, “ბიანკონერებს” ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებაზე მეტის გადახდა მოუწევთ.

მუხლის იოგის ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა იოვეტიჩმა 2011-2012 წლების სეზონი შესანიშნავად დაიწყო. გასული წლების წარუმატებლობების გამო ფინანსურად დაზარალებული “ფიორენტინა” სერბის მეშვეობით ხელის მოთბობას ეცდება.

სხვა ვარიანტებისგან განსხვავებით, იოვეტიჩისთვის ნომინალური პოზიცია ცენტრალური თავდასხმა სულაც არაა. ფეხბურთელის ერთ-ერთი უმთავრესი პლიუსი სისწრაფე და ტექნიკაა, უნარი, ზონებს შორის სივრცეების შექმნისა, ეს კი ახლანდელი “იუვესთვის” ნამდვილად ფუფუნებაა.

დღევანდელ საფეხბურთო სამყაროში არსებული ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტალანტად აღიარებული ეზეკიელ ლავეცი. არგენტინელი 2012 წელს “იუვენტუსის” ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად სახელდება.

ფეხბურთელმა გასულ წელს “ნაპოლის” გაუხსნა გზა ევროპული ფეხბურთისკენ და წელს მის ჯგუფიდან გასვლაშიც შეიტანა ლომის წილი. მისი საუკეთესო თვისება საშემსრულებლო ოსტატობა არაა, არგენტინელის უმთავრესი კოზირი მოედნის ბრწყინვალე ხედვა და ტექნიკური მონაცემებია. სხვა საკითხია, რამდენად შეელევა ნეაპოლი გაკერპებულ ფორვარდს.

რამირესმა “იუვენტუსის” ყურადღება განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მიიპყრო, ურუგვაელის აგენტი კი “იუვეს” აქტიურობისკენ მოუწოდებს და სხვა დაინტერესებული კლუბებით აშინებს.

იოვეტიჩისა და ლავეცის მსგავსად, არც ისაა ნომინალურად ცენტრალური ფორვარდი. ამ კუთხით “იუვენტუსს” სერიოზული დაფიქრება მოუწევს. რამირესი მომავლის პროექტია.

ის, რაც ახლა “იუვეს” სჭირდება საშემსრულებლო ოსტატობაა და ამ კუთხით, ჰოლანდიელს დღეს მხოლოდ რამდენიმე ფორვარდი თუ გაუტოლდება. გოლი ვან პერსის ჩემპიონატის თითქმის ყოველ შეხვედრაში გააქვს, 32 -ჯერ აღებული კარი 37 შეხვედრაში.

“ბიანკონერების” მთავარი პრობლემა არა იმდენად “არსენალის” პოზიცია, არამედ დაინტერესებული სხვა კლუბებია. ფინანსური თვალსაზრისით, “იუვეს” ისეთი გუნდებისთვის კონკურენციის გაწევა უეჭველად გაუჭირდება, როგორიც “მანჩესტერ სიტი” და მადრიდის “რეალია”. თუ თავდამსხმელს ძალების “სერია ა” -ში გამოცდა სურს, “მილანის” წინადადების განხილვაც მოუწევს, იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, “როსონერი” ყურადღებას ტევესზე არ გადაიტანს.

კრის ვოაკის სტატია

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
118 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
shalalo demuria
8 years ago

თუდ მაროტა იქნება მე არაფრის იმედიუ არ მაქ, თუ უშუალოდ კონტე ან ანიელიო არ ჩაერიააა.. მაროტა გავაგდოთ ჯერ და მერე ვიფიქროთ ფეხბურთელების მოყვანაზე… მომავალ წელსაც ესე მოგვიწევს შემსრულებელზე ოცნებაა იმიტო რო მაროტას ასეთი ფეხბურთელების გადმოყვანის უნარი არააქ.. მარტინესში რო 16 მილიონს გადაიხდი :)))) და პადოინიში 5:))))) იმ 5 მილიონით ვინემ ახალგაზრდა ბავშვი ეყიდა არ ჯობდააა? გამოცდილებას მაინც მიიგებდა პერსპეკტიული ბავშვი ვინმე:))))

vaska
8 years ago

ლივერპულიდან მოატრიონ სუარესი ტო ეს ლივერპული ხო მაგარი ცუდ მდგომარეობაშია და არამგონია სუარესსაც არ სურდეს იუვეში თამაში მაგრად მომწონს ეგ ფეხბურთელი

giorgi papuashvili
8 years ago
Reply to  vaska

ვა ყოჩაღ ეგ სულ არ გამხსენებია მაგრამ რეალი თუ გაუშვებს იგუაინს სავარაუდოთ ან აგუეროს ან მაგას იყიდის

Nodari gogaladze
8 years ago
Reply to  vaska

კარგი იქნება სუარესი

ika_2488
8 years ago

აუ პერსი გვინდა რა რა გოლი გაუტანააააა :forza: :forza:

bacho kochlashvili
8 years ago

ბორიელო რო ღამურასავით იყურება :lool:

bacho kochlashvili
8 years ago

ჯოვინკო მოიყვანონ და ძირითადში აყმარონ ყველას ეგ ჯობია :chuvak:

mamuka iosava
8 years ago

ვან პერსი არცაა ძალიან სასურველი უკვე 29ის ხდება

mamuka iosava
8 years ago
Reply to  mamuka1313

გასტონ რამირესიც არაა იუვეს დონე

Nodari gogaladze
8 years ago

ვან პერი და ლავესი არა მგონია მოიყვანოს მაროტამ, დანარჩენების მოყვანა შესაძლებელია

ika..juve..10
8 years ago

მთავარია ლიგაზე გავიდეთ.. მერე კი ყველა კარი გაიღება და ყველა შანსი მეტ-ნაკლებად რეალური იქნება!!! :forza: :vashaa:

mamuka iosava
8 years ago

ჟირუს იმედი არ მაქ და არ მწამს

Di Francesco # 1
8 years ago

ვანპერსი და იგუაინი გამორიცხულია დანარჩენებზე არის მეტნაკლები შანსი
:italy: :achuu: :italy:

giorgi papuashvili
8 years ago

ხო და კიდე ერთი ვიცი სეზონის ბოლოს ბორიელო აახვევს ძველ კლუბში :lool: :lool:

giorgi papuashvili
8 years ago

არა რა ძმაო გეუბნებით ჯიოვინკოს მოიყვანენ და შეიძლება იგუაინიც ვენ პერსიც ვან პერსით დარჩება და სხვა დანარჩემებიც.

mamuka iosava
8 years ago

აუცილებლად იგუაინი ასაკის გათვალისწინებით …ისე დელ პიერო საერთოდ რომ არ ეხსენებინათ სტატიაში უფრო კორექტული იქნებოდა….

mamuka iosava
8 years ago
Reply to  mamuka1313

უშუალოდ დელ პიეროს “შემცვლელად” იოვეტიჩი ჯობია ყველას…სერია ას გამოცდილება აქ და ძალიან პატარაა

abby.condilac
8 years ago

ლოგიკა მარტივია, იუვემ რეალიზებული თავდამსხმელი უნდა იკიდოს და არა “დიდი” მომავლის მქონე.
ვან პერსი მისტერ ტრამვაა, თუმცა მრავალფეროვნებით იგუანს ჯობია. მაგრამ მაინც იგუაინი.

giorgi papuashvili
8 years ago

რეალი აპირებს შაჰინის გაყიდვას ამ ზაფხულს მემგონი ეგეც მაგარი ვარიანტია თან არამგონია ძვირი დააფასონ შარშან 10 მილიონი გადაიხადეს

giorgi papuashvili
8 years ago

Nodari რომ იძახი იგუაინი არ მიზიდავსო შარშან უყურებდი მაგის თამაშებს? ან წელს უყურე ? ტიპი იმენა გოლის გატანისთვისაა დავბადებული :D

Nodari gogaladze
8 years ago
Reply to  papuashvili

რომ გითხრა სულ უყურებ მეთქი ტყუილი გამომივა ,მაგრამ თვალს მაინც ვადევნებ ხოლმე

giorgi papuashvili
8 years ago

მაროტას მოწოდება არაა რომ ფეხურთელებში დიდი ფული იხადოს ჯიოვინკია იუვეს მომავალი სავარაუდოტ იგუაინს შეუწყვილდება

აკაკი მეტრეველი
მოდერატორი

გაითვალისწინეთ ის , რომ მატჩების უმრავლესობაში იგუაინი სკამიდან ჩაერთო თამაშში

giorgi papuashvili
8 years ago

NEDVEDA11.. ქვეყანა იცი რაშუაშია ძმა ეხლა ვიძახი რომ არგენტინას ყველაზე მეტი და ხარიასხიანი თვდამსხმელი ყავს ამ ეტაპზე

Di Francesco # 1
8 years ago

დათკა
დესტროს რას ერჩი? :chuvak:

giorgi papuashvili
8 years ago

იოვეტიჩიც დიდი შანსია გადმოიყვენონ თუ დაინტერესდები…. მაგრამ მე ტუ მკითხავ ისევ ჯიოვინკოს დავბეროთ ტკვილი სული

G M
G M
8 years ago

ლავესი,ვანპერსი და იგუაინი ერთად მოვიყვანოთ.
აქ კომენტარებში იწერება “ვითომ” შესაძლო ტრანსფერები რომ რავიცი რა..
რა ლავეცი…ვინ მოგვცემს ლავეცის…ნაპოლისთვის მესი-ა ლავეცი და კონკურენტ კლუბში გამოუშვებენ?! ან მთელი არსენალი ვანპერსიზეა დამოკიდებული,ვენგერმაც განაცხადა გვსურს დარჩესო არსენალშიო და იუვეში გადმოიყვანენ? მაშინ როცა უფრო მეტს შესთავაზებენ როგორც ხელფასის სახით ისე კლუბს თანხასაც…(რეალი,სიტი)
ჯირუ…არვიცი რა ვთქვა ამაზე…კარგ სეზონს ატარებს წელს მაგრამ ლიგაზე სერიოზული თავდამხსმელი გვჭირდება.
ყველაზე კაი ვარიანტი ჩემი აზრით იგუაინია. იმედია მოიყვანენ,სამწუხაროდ ეგეც არამგონია ამ ბორიელოს შემხედვარე…ღმერთმა ქნას მოიყვანონ წესიერი ტავდამხსმელი რომელიც გამოგვადგება :vaime:

rocknrolla
8 years ago

მადლობა კარგი სტატიისთვის :kiss: იგუაინის ვარიანტი ჩანს მგონი ყველაზე ნორმალური :forza:

NEDVEDA11..
8 years ago

Eden Hazard გაასწორებდა, მარა ეგეც მაგარი ძვირი ეღირება.
:love:

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

118
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<