ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

24 საათის მთავარი სატრანსფერო სიახლეები (3 ივნისი)

პედრო

გასულმა 24 საათმა საინტერესოდ ჩაიარა და გარკვეული სიახლეები მოგვცა, რომელსაც გუნდი სატრანსფერო ბაზარზე ახორციელებს.

სხვათაშორის უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მომავალი სატრანსფერო ფანჯარა შესაძლოა სექტემბერ-ოქტომბერში შედგეს.. 

კორონავირუსის გამო მხარეები მსჯელობენ ფანჯრის 1 სექტემბრისთვის გახსნაზე, რომელიც 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება.. თუმცა, ჯერჯერობით ეს მხოლოდ და მხოლოდ საუბრის დონეზეა..

ახლა მთელი რიგი ხმები, რომელიც იტალიურ მედიაში გავრცელდა..

სანამ მოთამაშეებზე გადავალთ, უმჯობესია ერთ საკმაოდ საინტერესო ცნობას შევეხოთ, რომელსაც La Stampa აქვეყნებს..

თურმე, ჯუზეპე მაროტას იმდენად მონატრებია იუვენტუსი რომ ინტერის დატოვებას განიხილავს.. ნამდვილად არ ვიცით რა წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს ტურინული გამომცემლობა ამ ცნობებს, თუმცა..

გარკვეული ხმების თანახმად ბიანკონერის რიგებში ფაბიო პარატიჩის მუშაობა სხვადასხვანაირად ფასდება და შესაძლოა ეს იდეა თავად ხელმძღვანელობისთვისაც საინტერესო აღმოჩნდეს..

დაველოდოთ და ვნახოთ ამ მხრივ თუ რაიმე განვითარება იქნება..

ახლა უკვე თავად ფეხბურთელებთან დაკავშირებით..

დავიწყოთ ტურინულ-კატალონიური მოლაპარაკებებით.. 

უსმან დემბელეზე უკვე ვისაუბრეთ.. ახლა საქმე ისევ ანსუ-ფატის ეხება.. 2000 წელს დაბადებულ მოთამაშეს, რომელსაც განსხვავებულ პოზიციებზე შეუძლია პროდუქტიული ასპარეზობა..

იუვენტუსმა არტურის შემთხვევაში წარუმატებლობა იგემა, მაგრამ უკან დახევას არ აპირებს და ერთ-ერთი კატალონიელის ხელში ჩაგდება ჯიუტად აქვს გადაწყვეტილი..

ანსუ-ფატი მათ გეგმებშია, მაგრამ მხარეებს ფინანსური ასპექტების შეჯერება მოუწევთ.. 

გერმანული მედიის მტკიცებით იუვენტუსი კი ინტერესდება ბორუსიას შემტევი სანჩოთი, მაგრამ ფაბიო პარატიჩიმ აუქციონში მონაწილეობაზე უარი განაცხადა..

შესაბამისად, დიდი ალბათობით ფეხბურთელი კარიერას პრემიერ ლიგაში ან ლა ლიგაში გააგრძელებს.

ფედერიკო ბერნარდესკი ლონდონის ჩელსის უახლოვდება.. ფეხბურთელთან დაკავშირებით უკვე ორი დღეა დეტალურ ცნობებს გაწვდით..

ფაბიო პარატიჩი არისტოკრატის ხელმძღვანელობას უახლოეს პერიოდში ონლაინ პლატფორმის საშუალებით დაუკავშირდება და მოლაპარაკებებს გამართავს.

საგულისხმოა, რომ თავად ჩელსი ფედერიკოს მიმართ დიდ ინტერეს გამოხატავს და მზად არის იტალიელთა წინადადება მოისმინოს..

თუმცა, ჟორჟინიოს ხელში ჩაგდება ასე იოლი არ იქნება, რადგან პირველად ცნობებით პრემიერ ლიგის ბინადრები საკუთარ შუახაზელს უფრო დიდ თანხად აფასებენ, ტურინელები კი ნაკლებად მოისურვებენ დამატებით თანხების გაღებას.. 

აი ფეხბურთელი რომელიც ლონდონიდან ტურინში უფასოდ შეიძლება გადავიდეს ესპანელი პედროა..

კულუარული ცნობებით შემტევს თავად მაურისიო სარი დაუკავშირდა და ტურინში ჩასვლა შეთავაზა.. პასუხმა არ დააყოვნა და პედრო იუვენტუსში გადასვლას დიდი ენთუზიაზმით შეხვდა.

ახლა მთავარია პარატიჩიმ და ბარსას ექს მოთამაშემ საერთო ენა გამონახონ კონტრაქტის პერიოდზე და ანაზღაურებაზე. 

ფრანგული გამომცემლობების მტკიცებით უსემ აუარამ მანჩესტერ სიტის წინადადების უარით უპასუხა. 

21 წლის შუახაზელისთვის ბრძოლაში იუვენტუსიც არის ჩართული და დღევანდელი ცნობებით, იტალიელები მნიშვნელოვნად გაიჭრნენ წინ..

საქმე იმაშია, რომ სიტის 2 წლიანი ბანი ადევს უეფას ტურნირებზე, რაც ფეხბურთელისთვის სასიამოვნო ნამდვილად არ არის.. 

მიმდინარე სეზონში ლიონის მოთამაშემ 21 შეხვედრაში 9 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ტურინში შესაძლოა ლილიან ტურამის შვილი, მარკუსი გადაბარგდეს, რომელიც მიუნჰენ გლადბახის ბორუსიაში საკმაოდ წარმატებულად ირჯება.

მარკუსისთვის ტურინი უცხო ქალაქი არ არის.. 2001-დან 2006 წლამდე იგი სწორად აქ იზრდებოდა, სანამ ლილიანი ტურინელთა ღირსებას იცავდა. 

მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 25 მილიონს შეადგენს.. იუვეს გარდა მოთამაშით ინტერი, რომა და ფიორენტინა ინტერესდებიან.

ბიანკონერი კვლავინდებურად აგრძელებს ბრძოლას სანდრო ტონალისთვის..

მართალია ინტერი ოდნავ წინ არის გაჭრილი, თუმცა თუ ფეხბურთელი გადაწყვეტს კარიერის ტურინში გაგრძელებას, მაშინ იუვენტუსი მზად არის ზედმიწევნით დააკმაყოფილოს მასიმო ჩელინოს მოთხოვნები.

ასე რომ, ახლა ყველაფერი თავად ფეხბურთელის ნება-სურვილზეა დამოკიდებული.. იუვე თავის მხრივ მზადყოფნას გამოთქვამს მსუყე ინვესტირებისთვის.

მემფის დეპაი უდაოდ ნიჭიერი და საინტერესო მახასიათებლების მქონე ფეხბურთელია.. კარიერულმა გადაწყვეტილებებმა და ურიცხვმა ტრავმებმა სამწუხაროდ მის პროგრეს ხელი მნიშვნელოვნად შეუშალა..

თუმცა, ლიონში წარმატებულმა ასპარეზობამ მის მიმართ ინტერესი ისევ გაზარდა..

ჟან მიშელ ოლა აქტიურად მუშაობს მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, მაგრამ ჰოლანდიელი მოთმინებით ელის გრანდების მხრიდან წინადადებებს..

ერთ-ერთ ვარიანტად მილანი სახელდებოდა, მაგრამ რამდენიმე აპენინური მედია გამოცემის მტკიცებით, საქმეში ახლა იუვენტუსიც ჩაერთო.. 

მიმდინარე სეზონში დეპაიმ ტრავმის მიღებამდე საკმაოდ კარგი სტატისტიკა დადო.. 18 შეხვედრაში 14 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.. მისი საორიენტაციო ღირებულება 35-40 მილიონს უტოლდება..

ვილიანთან დაკავშირებით საკითხი კვლავინდებურად ღია რჩება.. ფეხბურთელზე უარი რეალმაც თქვა, რადგან ბრაზილიელის მოთხოვნები ზედმეტად გადაჭარბებული მოეჩვენა..

სამხრეთ ამერიკელი სამ წლიან კონტრაქტს და სეზონში 7 მილიონს ითხოვს, რაც ტურინელთათვისაც კი დამაფიქრებელი აღმოჩნდა.. 

და ბოლოს ისევ არტურზე.. 

მართალია მან მტკიცე უარი განაცხადა და მასმედიის წყაროებმაც ისე შეფუთეს ყველაფერი, რომ ბრაზილიელი ბარსელონაში დატოვეს, მაგრამ საქმე ასე მარტივად არ არის..

კატალონიელები გაღიზიანებულები არიან მისი ქცევით და უახლოეს პერიოდში, ფეხბურთელზე დიდ ზეწოლას გეგმავენ.. ესპანელებს მისი გუნდიდან გაშვება უნდათ და უახლოეს პერიოდში შესაძლოა უფრო რადიკალურ ნაბიჯებს მიმართონ..

ამ ეტაპზე არ სახელდება რა იგულისხმება ამ რადიკალიზმში, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფეხბურთელს შესაძლოა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის განაცხადიდან გამოყვანით დაემუქრონ და ასე შემდეგ.. პრინციპში იგივე სცენარი რაც პირობითად ემრე ჯანის შემთხვევაში მოხდა..

იუვენტუსის წინადადება ძალაშია და იგი არტურს დიდი სიხარულით შეხვდება..

ეს იყო უკანასკნელი 24 საათის მთავარი სატრანსფერო სიახლეები.

4.5 4 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<