ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

24 საათი და მაროტას “ჯეკ ბაუერისამებრი მისია ”

ტურინის ” იუვენტუსის” გენერალურ დირექტორს, ჯუზეპე მაროტას 24 საათი აქვს რათა მისი ყველა გეგმა განახორციელოს, რაც დამერწმუნეთ ამხელა საქმისათვის არც ისე დიდი დროა …

მოდით დავიწყოთ გასხვისებით :

წასვლის პირველ კანდიდატად, მარკო მოტა მოიხსენიება, ეს ” უპირატესობა” მას მარტინესის გუნდიდან წასვლის შემდეგ მიენიჭა, როგორც იცით მარკო “ბიანკონერის” რიგებში გასულ სეზონში მოვიდა და მოდით პირდაპირ ვთქვათ, მაროტას ყველა გეგმა წყალში გადუყარა, მაგრამ ყველასათვის გაურკვეველი მიზეზებით, ჯუზეპემ იგი გამოისყიდა და ახლა მის გაყიდვას ცდილობს, რამდენად მოახერხებს ამას იუვეს გენერალური დირექტორი 24 საათში შევიტყობთ.

მეორე კანდიდატად ამაური მოიხსენიება, იტალო-ბრაზილიელი შარშან ბეპემ პარმაში გაანათხოვრა და საკმაოდ კარგი ნახევარი სეზონიც ჩაატარა, მაგრამ ყველაფერი მისმა ” შეურაცმყოფელმა” კომენტარებმა გააფუჭა, მარათლია მისი გასხვისების ერთადერთი მიზეზი ეს არ არის, მაგრამ ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა “იუვეს” გენერალური დირექტორის ამ გადაწყვეტილებაში, ამაურიმ 11 ნომერიანი მაისური აიღო და იგი  საჯაროდ შეარცხვინა, ეს ყველანაირი გადამეტების გარეშე არის ნათქვამი, ალბათ ყველას კარგად გახსოვთ იუვეს ლეგენდის, პაველ ნედვედის სიტყვები ამაურისადმი : შენ თუ გოლების გატანას არ დაიწყებ, მე შენ ამ ნომერს ჩამოგართმევ. – სწორედ ამ სიტყვების მერე თითქოს და გამოფხიზლდა კარვალიო და სამპდორიას კარებში 2 ბურთიც კი შეაგდო, მაგრამ ყველაფერი ისევ აირ – დაირია, ასე რომ რიკარდო კარვალიო დე ოლივეირას მაროტამ საბოლოო განაჩენი გამოუტანა – იგი მას გაყიდის .


მესამე ვინჩენცო იაკინტა, უამრავი ტრავმა სეზონში მინიმუმ 3-4 ტრავმა, ხელს არ აძლევს იტალიელს თავის წარმოსაჩენად, არადა იაკინტა რა კარგ ფორმაშია, როდესაც ტრავმებისგან გაწამებული ლაზარეთს თავს დააღწევს და 2 კვირას მაინც ივარჯიშებს, მაგრამ რად გინდა ერთი თამაში და მას ისევ ტრავმა აქვს, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მაროტამ მისი გაშვება. მინდა შეგახსენოთ, რომ იუვეს მე-9 ნომერი ახლაც ლაზარეთში იმყოფება.

როგორც იცით, ბეპემ ზედმეტ თავის ტკივილის ასაცილებლად გრიგერასთან უბრალოდ კონტრაქტის გაწყვეტით დაასრულა თანამშრომლობა.

ხოლო რაც შეეხება პასკუატოსა და ჯანდონატოს : მაროტა მათ არენდით გაშვებას ეცდება, რათა გუნდში ისინი უფრო გამოცდილები დაბრუნდნენ, ანდაც სულაც გუნდში  დატოვებს და რეზერვისთვის შეინახავს.


ძალიან ბევრი იწერება ციგლერის შესაძლო წასვლაზე, მაგრამ მაროტამ იგი ახლა არ აიყვანა თავისუფალი აგენტის სტატუსის სახით ? მის წასვლას ორი ლოგიკური ახსნა აქვს: ან მან ვერ გაამართლა კონტეს მიერ გაწეული ავანსები და იტალიელი სპეციალისტი ამას თვენახევარში მიხვდა, ან მაროტა მისგან ფულის გაკეთებას ცდილობს. აქვე გეტყვით, რომ თურქულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია – მათი თქმით ციგლერი უკვე ტრაბზონის ფეხბურთელია, ამას ჯერ – ჯერობით არც იტალიური პრესა დაეთანხმა და  არც მაროტა. გაიყიდება თუ არა ციგლერი ამას 24 საათში შევიტყობთ.

ასევე ძალიან ბევრი იწერება კიდევ ერთ მცველზე, ლეონარდო ბონუჩიზე. იტალიელი ფეხბურთელი იუვეს გასულ სეზონში შეუერთდა და გუნდთან ერთად არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. თუ გახსოვთ მისი აგენტები გვპირდებოდნენ, რომ ლეონარდო სამაგალითო მცველი იქნებოდა. ახლა ისინი გვპირდებიან, რომ ბონუჩი  აუცილებლად ჩადგება კარგ ფორმაში, თავის გასამართლებლად ისინი ერთ წინადადებას იყენებენ : ლეო ხომ   მხოლოდ 24 წლისაა და პროგრესირების ეტაპი სულ ახლახანს დაიწყო, მაგრამ მაროტა ამას ყურს არ უგდებს და კონტეს თხოვნით ბონუჩის “ზენიტში” გაშვებას გეგმავს. თავდაპირველად ჯუზეპემ რუსების 8 მილიონიანი წინადადება უარყო იმ იმედით, რომ ისინი უფრო დიდ თანხას შესთავაზებდნენ. ასეც მოხდა ზენიტის მესვეურებმა მაროტას ბონუჩის სანაცვლოდ 13.5 მილიონი ევრო შესთავაზეს, “იუვეს ” გენერალურ დირექტორს პასუხი ჯერ კიდევ არ გაუცია ამ წინადადებაზე…

მოდით, ახლა ” საყიდლებზე ” ვისაუბროთ :

როგორც იცით, ელიას, ესტიგარიბიასა და ჯაკერინის ყიდვით ბეპე მაროტამ მარცხენა ფლანგის პრობლემა გადაჭრა, მას მინიმუმ 1 ტრანსფერის გაკეთება ევალება. – ცენტრალური მცველის ყიდვა. ამ პოზიციაზე სამი კანდიდატი განიხილება : ალექსი, ასტორი და გასტადელო. ტურინის ” იუვენტუსის ” გენერალურმა დირექტორმა აუცილებლად უნდა იყიდოს 1 ცენტრალური მცველი და ჯორჯო კიელინის შეუწყვილოს, მით უმეტეს, რომ მაროტა ბონუჩის გასხვისებას გეგმავს.

ასევე ” იუვეს” ფარფანსაც უკავშირებენ, რაზეც შალკეს წამყვანმა ფეხურთელმა სასიამოვნო კომენტარი გააკეთა და “იუვენტუს” განუცადა, რომ იგი ბიანკონერში დიდი სიამოვნებით ითამაშებდა. ფარფანის მოსვლა კრასიჩს კონკურენციის უნარს გაუღვიძებდა, რაც ძალიან კარგი იქნებოადა მისთვისაც და ჩვენთვისაც, რადგან მილოშს ძირითადში ადგილი გარანტირებული აღარ ექნებოდა და უფრო დიდი შრომის ჩადება დასჭირდებოდა ფორმის აღსადგენად.


ვნახოთ რა გამოუვა ბეპეს ამ “შოპინგიდან” ვის მოიყვანს და როგორ გაამართლებს ის ფეხბურთელი.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

19 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mamuka iosava
11 years ago

არც ალექსი და არც ის 2 არ ჯობია ბონუჩის დამიჯერეთ…

snuff-juve
11 years ago

რატომღაც პეპე არ მინდა გაუშვან შეიძლება ძაან მაღალ დონეზე ვერ თამაშობს მარა ზამენისთვის გამოდგება თან ბოლომდე მებრძოლია და გადამწყვეტი ბურთების გატანაც შეუძლია

vaxo turqadze
11 years ago

კიდევ მინ. სამ დიდ შეცდომას უშვებენ:ბონუჩი,ციგლერი და მითუმეტეს პასკუატო არ უნდა გაუშვან,ეს დიდი სისულელე იქნება მაროტას მხრიდან ! …ასე ისევ სანატრელი გაგვიხდება ლიგა,მეოთხეზე ან მეხუთეზე შეიძლება გავიდეთ და თქვან შედეგი არისო,მაგრამ თვალები არავის აქვს ახვეული….მე პირადად პასკუატო ყველა მაგის მოყვანილ მარცხენაფლანგელს მირჩევნია,იმედია არ გაუშვებენ და ჯოვინკოსავით არ დაკარგავენ…..

Nachke
11 years ago

ავტორ წერტილებს საერთოდ არ ხმარობ :| დამთავრდა ერთი აზრი წერტილი დასვი რა.

Di Francesco # 1
11 years ago

ბონუჩი და მოტა რჩება

Vecchia_Signora
11 years ago

სტატიის ავტორი რამდენი წლისაა?

lasha naxucrishvili
11 years ago

მართლა საღოლ მაროტას აუ მაგას მოკლავენ ტურინში რა !!!!!!!!!

Gio Darja
11 years ago

გალიანიმ და მაროტამ ერთად ისადილესო, სასაუბრო თემა ბონერა იყოო ტუტტოიუვე წერს :X დედაა ბონერა თუ მოაათრიაა ის ნაგავიი ::::

Gio Darja
11 years ago

MeMBeR

არა მგონია ეგენი იხსნებოდეს..

Gio Darja
11 years ago

ის ნედვედის სიტყვები ამაურიზე ტყუილი წერია ისე ;)

Gio Darja
11 years ago

MeMBeR

რა ჩარჩოები ?

Gio Darja
11 years ago
Reply to  Gio Darja

აა ეგ ? არა უკეთ ვერ იზავ ამიტომ იყოს ეეგრე ))

lasha naxucrishvili
11 years ago

მაროტა თუ ბონუჩის გაუშვებს ამ მოკლე ხანებში მაგაზე უკეთესს ვერ მოიყვანს! ვერც ციგლერზე უკეთეს! ეეჰ პასკუატო როგორ მენანება რა

lasha naxucrishvili
11 years ago

თუკი ვერავის ვერ ვთრეულობთ რატო უნდა გაუშვან ბონუჩი
ციგლერი თუ წავა დე ჩელიეს შემცვლელი ვინ იქნება ვერც ეგ გავიგე და საერთოდ რა უნდათ პასკუატოსგან ტო ვისზე ნაკლებად თამაშობდა ამ ზაფხულს !!! საერთოდ ვერაფერი გავიგე რა ვაფშე რას ცდილობენ ესენი ტო გუნდის დანგრევას თუ აშენებას !!!!!!!

Gio Darja
11 years ago

იაკინტა, ამაური და მოტა სადაც უნდა იქ წავიდნენ, რეტოს, ბონუჩის და პასკუატოს ხელი რა მაროტაა :S

| Newsphere by AF themes.
19
0
Would love your thoughts, please comment.x