ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ღამის სიგარეტთან ნაფიქრალი

კომპიუტერის ქვედა, მარჯვენა კუთხეში 05:02 წერია, უკვე 6 საათი დაიწყო, გათენებამდე კიდევ უკლია ცოტა. არ მეძინება, საქმეები მაქვს ბევრი და მეფიქრება. ფეოლა მახსენდება “რა დროს ფეხბურთია პატივცემულო ბონდო?!” მართლაც რა დროს ფეხბურთია, მაგრამ როგორია, როდესაც გუშინ ასეთი მოლოდინით ელოდებოდი პარმასთან მატჩს, გულში ათასგვარ რამეს ფიქრობდი, იძახოდი: ძალით ხომ არ ნიშნავენ იუვეს თამაშებს მილანზე წინ?! დღეს კი… გაიხაროს სოპკასტის მომგონმა, შეგიძლია კომპიუტერში შენი საქმეც აკეთო და თან ამავე დროს კუთხეში პატარაზე გახსნა და უყურო…

ბოროტი ხომ არ ვარ? ასე რატომ მიხარია სხვა გუნდების დამარცხება? ინტერი 4-4. რომა საერთოდ აგებს, აქ კი რა სასიამოვნოა, ბებერი როკი და ყველაფერი გადაწყვეტილია… არ გავს მილანი დღეს საღამოს 2 გოლის გამტანს. ჭეშმარიტად ბრწყინვალე საჩუქარია. ეხლა ყველაფერი ჩვენ ხელშია. მოუგებ პარმას და მშვიდად ხარ, მაგრამ მაინც არ უნდა მოდუნდე… წარმოდგენაც არ მინდა სან სიროზე იუვეს სტუმრობის… მეშინია ამ თამაშის… არა იმდენად, მილანის, უბრალოდ პირველი წაგების მეშინია… იცით რატომ? რომელიღაც გუნდი მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, რომელიღაც გუნდი უეფას, ზოგი ესპანეთის ჩემპიონატს, ზოგი ევროპის ჩემპიონატს… მე კი ვიტყვი ჩემს გუნდს არ წაუგია… არც ერთი თამაში! შესაბამისად ჩემპიონიც ისეთია, როგორიც არ ჰყოლია იტალიას, თვით იუვენტუსიც კი! მსიამოვნებს, რომ ის ხალხი რომელიც ერთი წლის წინ ირონიული ღიმილით მეუბნებოდნენ “იუვეს ერთი 5 წელი არაფერი ეშველება”, “იუვე პარმასავით გუნდი გახდება”, “ვახ რა მაგარი გუნდი გყავთ, ტრანსფერებიც..” დღეს ისინი სხვანაირად ლაპარაკობენ, უფრო სწორად საერთოდ არ ლაპარაკობენ, ჩუმად არიან… რა აქვთ სათქმელი.

მახსოვს ერთად ვუყურეთ მე და ჩემმა მილანისტმა მეგობარმა “იუვე – მილანს”. დაახლოებით ისეთი შეგრძნებით ვუყურებდი თამაშს, წარმოიდგინეთ, 90 იან წლებში როგორ უყურებდნენ ერთად თამაშს მხედრიონელი და მოხუცი პროფესორი :) ანუ როდესაც მთელი ძალაუფლება მილანის ხელშია და შენ ბებერ სინიორას მიუხედავად იმისა რომ ყველაზე ტიტულოვანია რაც კი ჰყავთ იტალიაში, როგორც უნდათ ისე გააგდებენ ხან მეორე ლიგაში, ხან ქულებს დააკლებენ, ხან მატჩს ჩაუწყობენ და ამასაც შენ დაგაბრალებენ… პირველი ქვაც იმან მესროლოს ვინც ჩემზე უცოდველიაო… არ ვიცი, გახსოვთ თუ არა მარადონას ცრემლიანი ინტერვიუ, სადაც იძახის ნუთუ იტალიაში ჩემს გარდა კოკაინს არავინ ყნოსავდაო? რას ვიზამთ, ასეთი ქვეყანა ყოფილა იტალია, რაღაცით საქართველოსაც გავს… მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, მარადონა შენთან ბურთაობს, პატარა ლამაზ იტალიურ გუნდ “ნაპოლის” ახარებს, ამ დროს მოვა ბოროტი დიდი გუნდის ბებერი შეფი და მარადონას ამხელს… წავა მარადონაც იტალიიდან და… თქვენც ნახეთ რამდენი ხანი დასჭირდა ნაპოლის… ამიტომ მიხარია ამ გუნდის წარმატებები… ეხლა რა? ისევ სხვები ქმნიან ჭაობს, უცებ მათ თავზე ლამაზად მობურთავე თეთრ შავები ჩნდებიან… ჩნდებიან იმიტომ რომ გარდა იუვეს მომატებისა და იმ წელს მოჯის ბრწყინვალე მუშაობისა, სხვა კონკურენტებმა იმდენად დაიწიეს დონით, რომ შესამჩნევი გახდა ის რამაც გული გაუხეთქა იმ წლის “შემომქმედებს”. და რა მოხდა? მე არ ვიძახი რომ მოჯი სუფთა კაცია, მაგრამ დავუშვათ მე და კიდევ რომელიმე ორი ან სამი ადამიანი ვამბობთ, ეს დასაშვებია, ეს სჭირდება იტალიურ ფეხბურთს და ვიწყებთ რაღაც შავი საქმეების კეთებას, ამაზე შეთანხმებულები ვართ ყველა, მაგრამ ამაშიც ჭკუა არ ყოფნის სხვებს, მე კი მომყავს იბრაჰიმოვიჩი, ვიეირა, მუტუ, ემერსონი, კანავარო… მსოფლიოში ყველაზე ძლიერ გუნდს ვაკეთებ და ხვდებიან ამ დროს ის ჭკუა თხელი მაგრამ გაიძვერა ადამიანები რომ მე მათ ამაშიც ჭკუაში ვაჯობე და სასწრაფოდ მასამართლებენ, იმაზე რაც მათ არ გამოუვიდათ ასეთ მასშტაბებში.

კარგი ბატონო, მე თანახმა ვარ ახლა, მიხარია რომ იუვე გავარდა 1 წლით, მიხარია რომ ასე იტანჯებოდა ამ წლამდე.მოვინანიეთ არა საფეხბურთო შეცდომები, მოვიხადეთ ბოდიში ტიფოზების, იტალიის, ფეხბურთის წინაშე, ავაშენეთ ახალი ყველაზე კარგი იტალიური სტადიონი, მცირე ბიუჭეტით შევარჩიეთ კადრები, ფეხბურთელები, ვენდეთ ყოფილ კაპიტანს ვისი გულიც მგონი შავ-თეთრია და დავიწყეთ ახალი იუვენტუსის შექმნა კი არა! (იუვე დიდი ხნის წინ შეიქმნა) იმ დიდებული გუნდის დაბრუნება, შენება… გუნდისა რომელიც პირველ ადგილზეა… აქვე კი… ახლა ვის დააბრალონ ბერლუსკონიმ და მორატიმ ეს ყველაფერი? მოჯი მოიცილეს, იუვეს ვეღარ ერჩიან, ეს თავიანდი ცოდვილობით, შავი ფულით და გარიგებებით აწყობილი გუნდები (ვაღიარებ ისეთივე როგორიც იუვე იყო მაშინ) ვერ თამაშობენ შედეგიან ფეხბურთს… “ეს რა გავიგე, რაული, რონალდუ, გუტი და ტევესი მაფიასთან ყოფილან შეკრულიო” ეს ისე გამახსენდა. ხოდა გამოვა ეს შენი ძალიან სიმპატიური ნაპოლი ან უდინეზე და პირწმინდათ უგებს თამაშს მილანს და ინტერს… ის ორი ბიძიაც ხან სტადიონიდან გარბის, ხან თამაშს არ უყურებს ბოლომდე… რა ქნან, ვის დააბრალონ? აღარ არის ეს მოჯი! ხოდა მეც გუშინდელი ტურის შემდეგ, რაღაც ჩემპიონობის სუნი მეცა… მილანმა და ინტერმა კი ჯერ (ისევე როგორც ჩვენ) ცოდვები მოინანიონ…

თხოვნა მექნება ჩვენი საიტის თითოეულ წევრთან, მართალია და დარწმუნებული ვარ იუვეს ფეხბურთელები WWW.FORZAJUVE.GE – ზე არ შემოდიან, მაგრამ ჩვენი მხრიდან მაინც, მაქვს სურვილი თითოეულ ახალ მოსულ ფეხბურთელს, ყოველთვის მხარდაჭერა გამოვუცხადოთ, არ გავაკრიტიკოთ ფეხბურთელები რომლებიც ცუდ პასს გააკეთებენ, ან არასწორად ჩააწოდებენ… ისინი რა თქმა უნდა გარდა ხელფასისა (ეს ძალიან სენტიმენტალური რომ არ გამოვიდე) 24 საათი ვარჯიშობენ და წვალობენ იმისთვის რომ თითოეული ჩვენთაგანი გაახარონ, ისინი ხომ ისეთივე ადამიანები არიან როგორც ჩვენ… ამიტომაც ჩემი მხრიდან ! სრული მხარდაჭერა იუვეს მთელ კოლექტივს ! ისე მიდის იტალიაში საქმე მგონი ბორიელოს და კასერესის ტრანსფერები წლის ტრანსფერებად შეირაცხება, აბა შარავეი და მუნტარი ვერაფერ დიდ ტრანსფერად ვერ მიმაჩნია…

მთელი ღამე, ანუ ამ წუთამდე როცა ამას ვწერ, აცმილან.გე ზე ვკითხულობდი კომენტარებს, ერთი ჩემთვის სასიამოვნო ფაქტი აღმოვაჩინე, ჩვენი საიტის წევრები გაცილებით მაღალ IQ და ინტელექტის მატარებლები არიან… :) მსიამოვნებს შემოსვლა და წაკითხვა კომენტარების, ზოგი ტაქტიკას არჩევს (შეიძლება ცუდად მაგრამ მაინც) ზოგი ტრანსფერებს განიხილავს, ზოგი ისტორიას იხსენებს… მოკლედ კარგები ხართ, ჯობია ჩვენ როგორც ადამიანებიც გავიზარდოთ, და ეს საიტი ნამდვილად დაგვეხმარება ამაში, არ გჯერათ? სხვა თუ არაფერი ურთიერთობას ვისწავლით დამატებით, ერთმანეთთან საუბარს და ლამაზ და კეთილ სიტყვებს, ვისწავლით დაკვირვებას, ანალიზს, მოსმენას, საუბარს… თორემ ზრდილობა და აღზრდა არც ერთს გვაკლია. და თხოვნა მექნება, ეს ხომ რაღაც ჩვენი მყუდრო სახლივითაა, ხომ ვღიზიანდებით როდესაც შემოვარდებოდა აქ მილანის ან რომელიმე გუნდის გულშემატკივარი, დაგვიწერდა ცუდ კომენტარებს და გარბოდა… ჩვენ ასე ნუ მოვიქცევით, პატივი ვცეთ მოწინააღმდეგეს და მივხვდეთ რომ ისინი ისეთივე გულშემატკივრები არიან, როგორც ჩვენ… ოღონდ სხვა გუნდის… როდესაც იუვე აგებდა აქ ყოველთვის შემოდიოდა ვიღაც უცხო და წერდა აი ეგრე გინდათ და ა.შ… გუშინ გამიხარდა რომ არც ერთი იუვენტუსელი არაა დარეგისტრირებული აცმილანზე იმიტომ რომ მათი დამარცხებები თავისი კომენტარებით უფრო ჩაუშხამოს და მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ამისთვის…

დასასრულისთვის გეტყვით რომ…
აბა ვინ მიხვდება რას ვიტყვი?

რა თქმა უნდა

FORZA! :)

ავტორი : სანდრო ელოშვილი

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
93 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
8 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

lasha goshadze
8 years ago

TaMashi romelzea?

lilian
8 years ago

თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო თან როგორ მომენატრეთ :* :* :* საგოლ დათკა

gio_juventino
8 years ago

forzajuve.ge <<<<<——ჩვენი პატარა სახლი :love: :forza:

აკაკი მეტრეველი
მოდერატორი

barcafan

გაიხარე ძმაო, გაიხარე, კაი კაცი ხარ

გენაცვალე

barcafan
8 years ago

gaixare

barcafan
8 years ago

საღოლ ძმაო ძაან მაგარი სტატიაა კაი ხანაი ასეთი არაფერი წამიკითხია ფეხბურთზე მე პირადად ბარსას ფანი მარა იუვეზე ცუდი არასდროს მითქვამს პირიქით მაგრად მევასება ეს გუნდი {ნუ ძალაიატას გოლს თუ არ ჩავთვლით} ეს საიტიც არაა დიდი ხანი რაც გავიგე და დავრეგისტრირდი ეხა. უნდა დაგეთანხმო რომ ერთერთი ყველაზე შეგნებული ფანები ამ საიტზე ვნახე }}}}

ika1993
8 years ago
Reply to  barcafan

გაიხარე, ბარსას ძაან ბევრი “ფანი” ყავს მაგრამ შენნაირები არამგონია იმაზე მეტი იყვეთ ვიდრე იუვესი.მგონი მიხვდიები რასაც ვგულისხმობ.

barcafan
8 years ago
Reply to  ika1993

გეთანხმები ეხა ბასრას ფანების უმეტესობა ყველაზე {რათქმაუნდა არ ვამბობ} არის ვითომ ფანი ბარსა მოდაში როა და რო აყვებიან მოდას და წესიერად რო არ იციან არც ფეხბურთი არც გუნდის ისტორია არაფერი და რონალდინიოს გამო რო არიან ბარსას ფანები ან მესის მე ეგეთი ფანობის არ მჯერა აქ ცოტა სხვა სიტუაციუაა და ეგაა კაი

Nachke
მოდერატორი
8 years ago
Reply to  barcafan

:up:

italiajuve
8 years ago
Reply to  Nachke

ძმურად მილანი ჯუვეს ურთიერთშეხვედრები დადე რა დამავიწყდა :(

8 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

7uP
7uP
8 years ago

ძალიან ამაი ვარ ჩემი გუნდით !!! :forza: :forza: :forza:

levani1992
8 years ago

ბიჭებო სტატია მაგარია ძაან. :juvee:
ერთი რაღაც მაინტერესებს და ზუსტად რომელიმემ იცით ზიდანი რამდენად იყიდა იუვემ?

ika..juve..10
8 years ago
Reply to  levani1992

თუ არ ვცდები სამ მილიონად

bacho kochlashvili
8 years ago
Reply to  ika..juve..10

da mere 35 milionad gavyidet :lool:

gio_juventino
8 years ago
Reply to  juventino 1897

რა 35 75 მილიონ ფუნტად

david chkoni
8 years ago

აი ის არის ნათქვამი რასა ცყველაზე კაგი და ცივილური გულშემატკივარი რო იტყვის თავის გუნდზე და მის გულშემატკივრებზე გაიხარეეე FOრზაააააააააა :forza: :forza: :forza: :forza:

zura chkheidze
8 years ago

მართლა მაგარი სტატიაა, გულზე მოსახვედრი, კარგად გააზრებული და მაქსიმალურად ობიექტური, მე ამ საიტზე 2 წელია ყოველდღე შემოვდივარ, კომენტარებს ხშირად ვერ ვტოვებ, მაგრამ ყველა სტატია წაკითხული მაქვს, საიტი მუშაობს მშვენივრად და როგორც ვატყობ, უფრო და უფრო ბევრი ხალხი გვემატება, ძალიან მიხარია, რომ ჩვენს გუნდს ამდენი გულშემატკივარი ყავს, სხვა გუნდების ფანკლუბებთან შედარებით, მართლა მაღალი ინტელექტის მქონე ხალხი შემოდის აქ, ვინ ვინ და ჩვენ კი ვიცით საყვარელი გუნდის ერთგულების ფასი, ადრეც დავწერე აქ და ახლაც გავიმეორებ, ძალიან ბევრი მინახავს, ვინც მხოლოდ მოგებულს გულშემატკივრობს, ყოველ წელს იცვლის საყვარელ გუნდს, ისინიც მახსოვს, 10-12 წლის წინ რეალზე გიჟდებოდა და ახლა ბარსელონას მაისურით დადის, ჩვენთვის მხოლოდ ერთი… Read more »

Arancia Meccanica
8 years ago
Reply to  zura 3003

“ნამდვილი გულშემატკივარი ისაა, ვინც გაჭირვების დროს ზურგს არ შეაქცევს საყვარელ გუნდს და სხვისკენ არ გაიხედავს…”
გაიხარე..
:kiss:

ika..juve..10
8 years ago

DeLpO – ეს ოთხი თამაში თუ მოვიგეთ მერე ხელს დავუქნევთ კონკურენტებს : ))

Nika Davids26
8 years ago

Forzza La JUVE La JUVE La JUVE.. ALEEEEE!!!!! ​

გაიხარე ავტორ!!!

DeLpO
8 years ago

ხალხო მაგარი ტური მოდის , ინტერი მილანი და უდინე კიდევ დაკარგავენ ქულებს ;) და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად. იმედია ესეც იქნება, უფრო დარწმუნებულიც კი ვარ..
რაღაც იმედი მაქვს ამ ჯუვესი უკვე, როგორც ერთ დროს :)

Forza !

gio_juventino
8 years ago
Reply to  DeLpO

ფორზა :forza:

ika..juve..10
8 years ago
Reply to  DeLpO

ეხლა ისეთი ტურები მოდის დედა შვილს არ აიყვანს ხელში : )
მარტო ჩვენ გვაქვს იოლი კალენდარი, იმედია ისე ავკრიფავთ ქულებს ჩემპიონს რომ ეკადრება :forza:

sandro
8 years ago

ოოო ეგ საიდუმლოა :)

gio_juventino
8 years ago
Reply to  sandro

მალბორო? კემელი? პირელი:D?

sandro
8 years ago
Reply to  gio_juventino

მარლბორო :)

gio_juventino
8 years ago

satauridan gamomdinare ismis kitxva : romels sigarets eweva avtori?? :lool:

misha shayulashvili
8 years ago

chven legendaruli gundis gulshematkivrebi vart es chveni turinuli grandia romelic dzalian male evrotasebze dzalian magrad gaielvebs ise rogorc ucin da yvelas daavicydeba guardiolas mesi da iniesta imito ro chven antonio conte gvyavs genacvalet tifozebo dzalian magari statiaa gaixare juveeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeee :forza:

MAFIOZ
8 years ago

გენაცვალე რა სანდრო :davliot: ჯიგრები ხართ ყველა :juvee:

giorgi papuashvili
8 years ago

ბიჭებო რამე საიტი არ იცითი livetv.ge :forza: გარდა ფეხბურთს რო ვუყურო?

giorgi papuashvili
8 years ago
Reply to  papuashvili

გაიხარე

gio_juventino
8 years ago

იუვეს გაუმარ…..

Juve10
8 years ago
Reply to  gio_juventino

ჯოოოოოოოოოოოოოოს =))))))))) :forza: :forza:

Nikusha350
8 years ago

გული ამიჩუყდა ტო .. საღოლ იმენა 100 % მართალი ხარ გენაცვალე გულში :forza: :forza: :forza:

გათიშვა

93
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<