ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კობოლი ჯილი: ” “იუვეს” “ინტერის” დამარცხება სიამოვნებს”

“იუვენტუსის” ყოფილი პრეზიდენტი – ჯოვანი კობოლი ჯილი მოახლოებული იტალიის დერბის წინ თავის კომენტარს აკეთებს: “არ არის “ინტერი” მტერი, უბრალოდ ჩვენ გვინდა მათი დამარცხება ისე, როგორც არავის”. შეგახსენებთ, რომ კობოლი ჯილი მას შემდეგ დაინიშნა “ბებერი ქალბატონის” დროებით პრეზიდენტად, როდესაც კალჩიოპოლის სკანდალის შემდეგ გუნდი ე.წ. “ტრიუმვირატმა” (მოჯი,ჯირაუდო,ბეტეგა) დატოვა…

“მოუთმენლად ველი ამ მატჩს დიდი იმედებით” – ასე დაიწყო საუბარი ყოფილმა პრეზიდენტმა იტალიურ ჟურნალ “პანორამასთან” ინტერვიუში. “ბრწყინვალე მოგონებები მაქვს მათ მატჩებზე, მათ შორის მაურო კამორანეზის მიერ თამაშგარედან გატანილი გოლიც მახსოვს “სან-სიროზე”,მაგრამ მე ჯამპიერო ბონიპერტის ეპოქოს წარმომადგენელი ვარ, რომელმაც თქვა, რომ  “გამარჯვება, თუნდაც ოფსაიდიდან, მაინც გამარჯვებაა”, თუმცა აუცილებელია დავიცვათ და პატივი ვცეთ ფეხბურთის წესებს. “ინტერი” არ არის მტერი, როგორც ჟოზე მაურინიომ აღნიშნა,ისინი მხოლოდ მოწინააღმდეგეები არიან, რომელთა დამარცხებაც უბრალოდ ყველაზე მეტად ჩვენ გვსიამოვნებს” – აცხადებს კობოლი ჯილი.

როგორც იცით, სიტუაცია ამ ორ გუნდს შორის კალჩიოპოლის შემდეგ უფრო დაიძაბა, როდესაც “ინტერის” მესვეურებმა უკანონო სატელეფონო საუბრების დამონტაჟებული ამონარიდები გამოაქვეყნეს და ლუჩიანო მოჯი მახინაციებში იქნა დადანაშაულებული, რასაც შედეგად “იუვეს” სერია ბ-ში დაქვეითება მოჰყვა.

“ვფიქრობ, რომ იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც კალჩიოპოლი “იუვენტუსთან” ერთად გადაიტანეს, უფრო მეტი მოტივაცია ექნებათ ამ მატჩზე. მაშინ მხოლოდ “ბებერი ქალბატონი” დაისაჯა და როგორც შემდგომ აღმოჩნდა მხოლოდ “შავ-თეთრები” არ იყვნენ ამაში დამნაშავენი, მითუმეტეს ფეხბურთელები, რომლებიც მცირედი დარღვევების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ და არა რაღაც განსაკუთრებული სპორტული მახინაციების. მინდა  ერთ მშვენიერ დღეს ვინმემ ამიხსნას, თუ რატომ არ იქნა გამოყენებული გამოძიებისას სხვა სატელეფონო ჩანაწარები ანდა საერთოდ რატომ დაიმალა “ინტერის” წარმომადგენლების მიერ განხორციელებული საუბრები და გამოძიება რატომ წარიმართა მხოლოდ და მხოლოდ მათი მხარის  მტკიცებულებების საფუძველზე” – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

ამის შემდეგ ჯოვანი კობოლი ჯილიმ ანდრეა ანიელის და ანტონიო კონტეს საქციელი დაიწუნა, რომელიც მსაჯების კრიტიკას უკავშირდება.

“იყო მომენტი,როდესაც “იუვენტუსმა” მსაჯების ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟისა და დებატების ტემპერატურა მაქსიმალურად აწია. ჩემთვის “იუვენტუსი” ყოველთვის დარჩება ბონიპერტის გუნდად, რომელსაც ჯანი და უმბერტო ანიელის სტილი ეტყობოდა. ეს არის ჩემთვის “იუვე”  და მოხარული ვიქნები თუ გუნდი ბოლომდე შეინარჩუნებს იმ სტილს” – აცხადებს ჯოვანი კობოლი ჯილი.

წყარო: football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri tokhadze
11 years ago

ეს ვაფშე ხმას როგორ იღებს ამან დაღუპამ იუვე

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ეს კაცი არ მიყვარ5ს :loool:

david alkhanishvili
11 years ago

ტირიბოკიმ შეაგდო,მოგვიყვანეთ რა ეს კაცი,10 თამაშში ერთს მაინც იტანს თუ ბურთი მოხვდა,ბორიელოსგან განსხვავებით :forza:

d a v i d
11 years ago

:achuu:

jjj jjj
11 years ago

:forza: :forza:

lasha naxucrishvili
11 years ago

რა დაერხა ინტეეერს !!!!! :forza:

valeri elisabedashvili
11 years ago

მიდით ლომებოოოოოოოოო

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x