ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

4 სექტემბერი – მორიგი ისტორიული თარიღი…

თითქმის ყოველი თარიღი, ტურინის “იუვენტუსის” ისტორიაში რაღაც მნიშვნელოვანს უკავშირდება, რაც უდაოდ ამ გუნდის მდიდარ და ხანგრძლივ ტრადიციებზე მეტყველებს. 4 სექტემბერი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტით გახდა დასამახსოვრებელი “ბიანკონერის” ტიფოზებისათვის. ზუსტად ამ დღეს სტარტი აიღო სერია ა-ს გათამაშებამ 1994 წელს. მაშინ გუნდს ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი მარჩელო ლიპი წვრთნიდა.   ვიარეჯოელი მწვრთნელისათვის ის სეზონი წარმატებული აღმოჩნდა და “იუვენტუსმა” სერია ა-ს ტიტული მოიპოვა. თუმცა გათამაშება გამარჯვებით არ დაწყებულა და ტურინელებმა “ბრეშასთან” გასვლითი მატჩი ფრედ 1-1 დაასრულეს. ერთადერთი ტურინული გოლი იმ დღეს ანტონიო კონტემ გაიტანა. ეს მატჩი იმითაც აღმოჩნდა დასამახსოვრებელი, რომ ბრწყინვალე იტალიელმა ნახევარმცველმა ალესიო ტაკინარდიმ სადებიუტო მატჩი გამართა. იმ დროს “შავ-თეთრების” შემადგენლობაში ასევე ირიცხებოდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიცაა: ალესანდრო დელ პიერო, კარერა, რავანელი და სხვები.

წყარო: “იუვენტუსის ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
tsotne tsertsvadze
11 years ago

და ჩემი დაბადებისდღე :D

საბა შიოშვილი

გილოცცააავ :D 1 დღის კი არადა 2 დღის დაგვიანებით :forza:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x