ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანიელების დინასტია : ჯონ ელკანი

(დაბ. 1 აპრილი, 1976წ.) ანიელების ოჯახის ქონების  მემკვიდრედ აღიარებულ იქნა  მისი ბაბუა – ჯოვანი (ჯანი) ანიელის მიერ. იგი აკონტროლებს ანიელების ოჯახის მფლობელობაში არსებულ ავტომწარმოებელ ფირმა FIAT-ს, რომელიც ასევე მოიცავს Alfa Romeo, Maserati, Ferrari, და Lancia მარკებს. ამჟამად ელკანი არის თავმჯდომარე სააქციო საზოგადოება FIAT-ის და საინვესტიციო კომპანია EXOR-ის. EXOR-ი წარმოადგენს იტალიისა და ევროპის უდიდეს სამრეწველო ჰოლდინგურ კომპანიას, რომლის ჯამური აქტივების ღირებულება შეადგენს დაახლოებით 9 მილიარდ ევროს.  ანიელების ოჯახის საკუთრებაა ასევე ტურინული საფეხბურთო კლუბი – „იუვენტუსი”.

ადრეული ცხოვრება

ჯონ ელკანი დაიბადა ნიუ იორკში (ა.შ.შ). ის არის უფროსი ვაჟი ჯოვანი ანიელის ქალიშვილის – მარჯერიტა ანიელი დე ფალენისა და ალენ ელკანისა (პირველი მეუღლე მარჯერიტა ანიელის). 1981 წელს მისი მშობლები განქორწინდნენ.  ჰყავს ძმა – ლაპო, ასევე  და – ჯინევრა.  დედის მეორე ოჯახიდან, რომელიც მეორედ გათხოვდა გრაფ სერჟ ვან დე ფალენზე, ჯონ ელკანს ჰყავს ხუთი ნახევარ დედმამიშვილი.

ჯონ ელკანი დაწყებით სკოლაში სწავლობდა ნიუ იორკში. შემდეგ მის ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა პარიზში, სადაც მან 1994 წელს მიიღო  Victor- Duruy-ის კოლეჯის ბაკალავრის ხარისხი. ამავე წლიდან ის იტალიაში, კერძოდ ტურინში Politecnico di Torinos-ს უნივერსიტეტში აგრძელებს უმაღლესი სამაგისტრო განათლების მიღებას  საინჟინრო მართვის განხრით 2000 წლამდე.

მისმა საკმაოდ უჩვეულო ბავშვობამ და სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრებამ შესაძლებლობა მისცა საფუძვლიანად შეესწავლა ხუთი უცხო ენა.

კარიერა

1997 წელს ჯანი ანიელის უმცროსი ძმის – უმბერტო ანიელის ვაჟი ჯოვანი ალბერტო  მუცლის უცნაური სახის კიბოთი გარდაიცვალა 33 წლის ასაკში. სწორედ მას უნდა დარჩენოდა მმართველობაში ანიელების მემკვიდრეობა, რადგან ბიძამისი ჯოვანი (ჯანი) ანიელი მასში ხედავდა მისი მემკვიდრეობის ღირსეულ გამგრძელებლს. თუმცა ამ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, იმავე წელს მემკვიდრედ გამოცხადდა ჯონ ელკანი, რომელიც 22 წლის ასაკში დაინიშნა ჯგუფი FIAT-ის დირექტორთა საბჭოში.

ელკანი აგრძელებს რა მაგისტრანტის კურსს “საინჟინრო მართვა”  ტურინის უნივერსიტეტში, ამავდროულად იღებს გამოცდილებას სხვადასხვა სახის ჰოლდინგურ კომპანიებში (ბირმინგემი – ინგლისი, ტიხი –  პოლონეთი). უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 2000 წელს ის შეუერთდა  კორპორაციულ სააუდიტო პროგრამა General Electric-ს. თუმცა  ორი წლის შემდეგ მან დატოვა General Electric-ი.

2003 წელს ელკანი შეურთდა კომპანია IFIL-ს და მუშაობდა FIAT ჯგუფის ვიცე თავმჯდომარეობამდე. ამ პერიოდში ის ამავდროულად  არის სააქციო საზოგადოებების Editrice La Stampa-ს და Itedi-ის  თავმჯდომარე, სააქციო საზოგადოება RCS Mediagroup-ის გამგეობის წევრი, სააქციო საზოგადოება Gruppo Banca Leonardo-ს ეკონომისტი. აგრეთვე  არის კომპანია Confindustria-ს აღმასრულებელი ორგანოში და არის ერთ ერთი წევრი ფონდისა Italy-China. აგრეთვე ის არის ვიცე თავმჯდომარე იტალიური L’Aspen Institute-ს და ჯოვანი ანიელის ფონდისა. გარდა ჩამოთვლილისა ელკანი აქტიურიად მონაწილეობს სხვადასხვა სერიოზულ  ორგანიზაციებში, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა მისი გამოცდილება და კარიერული წინსვლა.

ჯოვანი (ჯანი) და უმბერტო ანიელების გარდაცვალების შემდეგ, 2004 წლიდან ჯონ ელკანი ხდება სააქციო საზოგადოება FIAT-ის დირექტორთა საბჭოს ახალი თავმჯდომარის  ლუკა კორდერო დი მონტეზემოლოს მოადგილე და ასევე ვიცე თავმჯდომარე ჯანი ანიელის საოჯახო ჰოლდინგური კომპანიის C. Sapaz-ის (რომელიც მართავს ანიელების საოჯახო წილს FIAT-ში  30%-ზე მეტს) ჯანლუიჯი გაბეტის თავმჯდომარეობით (IFIL-ის საპატიო თავმჯდომარე).

2010 წლიდან კიჯონ ელკანმა დაიკავა სააქციო საზოგადოება FIAT-ისა და ჯოვანი ანიელის საოჯახო ჰოლდინგური კომპანიის C. Sapaz-ის თავმჯდომარის თანამდებობები, შეცვალა რა ზემოთ ხსენებული  ლუკა კორდერო დი მონტეზემოლო და ჯანლუიჯი გაბეტი.

ოჯახი

2004 წლის სექტემბერში ჯონ ელკანმა იქორწინა ლავინია ბორომეოზე. მათ ჰყავთ ორი ვაჟი – ლეონე და ოკეანო.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
25 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.