ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რანიერი:”იტალია მგლების ხროვას გავს”

კლაუდიო რანიერი

კლაუდიო რანიერი იტალიელთა დღევანდელ ასპარეზობას მგლის ხროვას ადარებს, რომელიც ერთად მოქმედებს და ერთად იმარჯვებს:

“ახლა ცივი გონებით შეფასებაა საჭირო და ეს გასაგებია, მაგრამ დღევანდელი ასპარეზობა ძალიან დიდ იმედს ქმნის.

განსაკუთრებით აღსანიშნავია გუნდის მოქმედება, როდესაც ბურთის დასაბრუნებლად მიიწევს.. თითქოს ჩვენს წინაშე მგლის ხროვაა, რომელიც მეტოქეს არანაირ შანს არ უტოვებს. დიახ, ეს შთამბეჭდავია!

ყველაფერთან ერთად, დასაფასებელია ის შემართება რაც ახლა ბიჭებს გააჩნიათ.. მათ რობერტო მანჩინის მიმართ სრული ნდობა აქვთ და მწვრთნელის მითითებებს უსიტყვოდ ეთანხმებიან.

ჯორჯო კიელინის შემცვლელად ბასტონის მივიჩნევ.. ეს ბიჭი მისი პირდაპირი მემკვიდრეა და იტალიას მშვიდად ყოფნა შეუძლია.

ჟორჟინიოს მოქმედებები აღფრთოვანებას იწვევს.. დირიჟორია, რომელიც ქმნის თამაშის ტემპს, გვთავაზობს განვითარების ვარიანტებს და ყველა იმ აუცილებელ კომპონენტს, რომლის დახმარებითაც ფეხბურთელები ყველაფერს მაღალ სიჩქარეზე ახორციელებენ.”

 

4.7 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 months ago

მგონი იტალია მოიგებს რაღაც ეგეთი სუნი მცემს

maradona73
maradona73
3 months ago

ვერატიმ მაგარი პასები არიგა, ნეტავ არ გაიტრამვოს, დიდი ძალა იქნება პლეიოფის თამაშებში.

maradona73
maradona73
3 months ago

ჟორჟინიოს მართლა არა უშავს.

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x