ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალია ევროპის ჩემპიონატის ფინალშია! ფეხბურთელების შეფასებები

იტალიის ნაკრები 2012 წლის შემდეგ პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში!

მართლია ლეონარდო სპინაცოლას გარეშე დარჩნილ გუნდს, ფრიად უჭირდა მეტოქის ნახევარზე გააზრებულად ასვლა და დიდი ხნით გაჩერება, თუმცა აძურიმ თავისი მტკიცე ხასიათით მაინც მოახერხა წარმატების მიაღწევა!

ფედერიკო კიეზას ზუსტ დარტყმულს ალვარო მორატას გოლი მოყვა და გუნდებს დამატებითი დროის თამაში მოუწიათ, რომელმაც გამარჯვებული კვლავ ვერ გამოავლინა და შედეგად 11-იანების დანიშვნა გახდა საჭირო, სადაც იტალიელებმა მეტოქეზე უკეთ შეასრულეს და ფინალში თამაშის უფლებაც მოიპოვეს.

ახლა კი ტრადიციულად ფეხბურთელების შეფასებებზე გადავიდეთ, რომელიც პოპულარულმა ლა სტამპამ გამოაქვეყნა:

დონარუმა – 8 – ჯიჯიო საკუთარი თამაშით ღიად აცხადებს პრეტენზიას მსოფლიოს საუკეთესო მეკარის კანდიდატურაზე. იტალია რომ ფინალშია ამაში დონარუმას საიმედო თამაშს ესპანელებთან დიდი როლი შეაქვს.

დი ლორენცო – 7 – რთული მატჩი გამოდგა და არც მისთვის იყო გამონაკლისი.. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ სერია ც-დან გამოვლილ გზას, ადვილად მივხვდებით რაოდენ დიდ პროგრესსზეა საუბარი. ბრძოლა მთელი მატჩის განმავლობაში და უმეტესწილად გამარჯვებული ის რჩებოდა.

ბონუჩი – 7 – აქვს ლიდერის თვისებები.. ეს ყველაფერი პენლების სერიაშიც გვაჩვენა! დიახ, გოლში მასაც მიუძღვის წვლილი, მაგრამ საერთო ჯამში ლეოს თამაში დადებითად ფასდება.

კიელინი – 6.5 – ამ საღამოს ჯორჯოს ვინმესთან პერსონალური ბრძოლა არ მოუწია.. მის წინ მეტოქეები მუდმივად იცვლებოდნენ და თავდაპირველად ამან გარკვეული ქაოსი შექმნა. თუმცა, რაც დრო გადიოდა კაპიტანი სიტუაციასთან ადაპტაციას გაიარა და საქმეს მშვიდად შეუდგა. გოლის დროს გადაცემა მასსა და ბარელას შორის გაძვრა.

ემერსონი – 6.5 – წარმოუდგენელი დავალება ქონდა – ევროპის ჩემპიონატის ალბათ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ფიგურა უნდა შეეცვალა. ბრძოლა, რომელიც იოლი არ ყოფილა.

ტოლოი – 74 წუთიდან – 6 – ცვლის პალმერის და იკავებს მარჯვენა ფლანგს, ხოლო დი ლორენცო მარცხნივ გადადის. თავიდან ნორმალურია, მაგრამ მას შემდეგ რაც ესპანელებმა ზეწოლა გაზარდეს, პრობლემები მასაც შეექმნათ.

ბარელა – 6.5 – არ ნებდება და მუდამ ბრძოლაშია.. იყო ხარვეზები, მაგრამ წამითაც არ გაჩერებულა და მის წინააღმდეგ მოქმედ შუახაზელებს იოლად არაფერს უთმობდა. მიუხედავად პატარა ასაკისა, უკვე არის ლიდერული თვისებებით დაჯილდოებული.

ლოკატელი – 6 – (86 წუთიდან ) – ეცადა, რომ გუნდის თამაშისთვის მეტი დინამიურობა მიეცა.. სამწუხაროდ მისმა ჩართვებმა და მოქმედებებმა შედეგი ვერ ნახა, რადგან ესპანეთი თავს საიმედოდ იცავდა.

ჟორჟინიო – 8 – ეს არ იყო ჩვეული ჟორჟინიო, ჩვეული საღამო ან თამაში. თუმცა, შემდეგ მიემართება კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტის გამოსაყენებლად და მთელს ქვეყანას სიხარულის ეიფორიაში აგდებს!

ვერატი – 6.5 – მის ზონაში კოკე და ბუსკეტსი მოქმედებდნენ, რის გამოც მარკოს რთულ სიტუაციაში უწევდა მანევრირება.

პესინა – 6 – 74 წუთიდან – გამთამაშებლის ფუნქციაში სივრცეების პოვნა და სწრაფი გადაწყვეტილებები იყო, მაგრამ მან ეს ვერ უზრუნველყო.

კიეზა – 7.5 – გოლამდე იტალია პრობლემებს განიცდიდა, მაგრამ კონტრშეტევაზე წასულმა აძურიმ კიეზას დახმარებით მნიშვმელოვანი გოლი გაიტანა! ფედერიკო იმედებს 100%-ით ამართლებს!

ბერნარდესკი – 107 წუთიდან – 7 – ცივსისხლიანი! როგორი პენალტი დაარტყა!

იმობილე – 6 – ჩირო იტალიაზე თამაშობს, მაგრამ იტალია მასსზე ძალიან ცოტას რომ გოლის გატანის მცირეოდენი შანსი მაინც მიცეს. ბევრი შრომა და ბრძოლა.. სხვათაშორის გარკვეული მონაწილეობა გოლში მაინც მიიღო..

ბერარდი – 6 – 61 წუთიდან – ცდილობს ახალი ენერგია შემატოს გუნდს, რომელიც ანგარიში წინ იყო წასულიყო.. თუმცა, დომენიკომ იმედი ვერ გაამართლა.

ინსინიე – 6.5 – საკმაოდ ბევრი შეხება.. ზედმეტად ბევრიც რის გამოც ესპანელთა კართან კონტრშეტევები არ ფიქსირდებოდა. თუმცა, იტალიელები სწორედ მისი ფლანგიდან ქმნიდნენ მთავარ ხიფათებს.

ბელოტი – 86 წუთიდან – 6 – ბევრი შეცდომა დაუშვა.. მაგრამ ზუსტი 11-იანი უფრო მნიშვნელოვანია!

მანჩინი – 7.5 – იღბალი მარტო თამამების ხვედრი არ არის.. იგი საუკეთესოებსაც ესადაგება! ეს არ იყო ჯადოსნური და მეგა შოუს დამდგმელი იტალია.. პირიქით, ბევრი პრობლემა ვნახეთ.. მაგრამ ეს არის ისტორია სადაც მნიშვნელობა ერთადერთ რამეს აქვს – გამარჯვებას!

 

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x