ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მანუელ ლოკატელი:”იუვენტუსში ყოფნა ჩემი ოცნება იყო”

ფედერიკო კერუბინიმ და მაურისიო არივაბენემ ჟურნალისტებს კლუბის ახალი შენაძენი მანუელ ლოკატელი წარუდგინეს, რომელიც ბიანკონერის რიგებში 27 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

ფეხბურთელმა ჟურნალისტებს კითხვებს უპასუხა და მის პრესკონფერენციას ქვემოთ გაეცნობით:

“ეს ოცნების ახდენაა, რადგან იუვენტუსს ჩემი მთელი ოჯახი ქომაგობდა ჩემი ჩათვლით. შესაბამისად, თავადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ახლა როგორი ბედნიერი ვარ.

მოლაპარაკებები საკმაოდ რთულად მიმდინარეობდა და გარკვეულ ეტაპზე ავღელდი კიდევაც, თუმცა საბედნიეროდ საქმე კარგად დასრულდა და დარწმუნებული ვარ ამ გარიგებით სასუოლოც კმაყოფილი დარჩა.

ჩემ როლთან დაკავშირებით ახლა რთულია რაიმეს თქმა. მესმის, რომ კომპაქტურად ვიმოქმედებთ და აუცილებელი იქნება სწრაფი ვერტიკალური გადაწყვეტილებები, რისთვისაც მზად ვარ. 

გასახდელში კრიშტიანო რონალდუს და პაულო დიბალას ხილვა ძალზედ ემოციურია. იყო დრო მათ მოქმედებებს სხვადასხვა ვიდეო პორტალის მეშვეობით ვუყურებდი.. ახლა კი მათ გვერდით მომიწევს თამაში და ეს ენით აუღწერელი რამ გახლავთ! საერთოდაც, იუვეში ფანტასტიური ბიჭები არიან.. დიდი პროფესიონალები და მოუთმენლად ველი ამ თავგადასავლის დაწყებას.

ვინ იყვნენ ჩემი კუმირები იუვეში? საწოლის თავზე პაველ ნედვედის, ალესანდრო დელ პიეროს და ჯანლუიჯი ბუფონის პოსტერი მქონდა. 

მაქს ალეგრი? მილანში მასთან ერთად მცირე ხანს მომიწია მუშაობა, მაგრამ საუბარი ძალიან დიდ მწვრთნელზე გვაქვს. მიხარია, რომ მაქსის ხელმძღვანელობით ვივარჯიშებ! მის განკარგულებაში ვარ და საწვრთნელი სესიის დროს მაქსიმალურად დავიხარჯები, რათა პროგრესირება გავაგრძელო.

ადვილია იმის თქმა, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული ასპარეზობისთვის, მაგრამ საქმეში შენ ყოველდღიურად მოგიწევს მინდორზე იმის დამტკიცება, რომ ღირსი ხარ აქ იყო. 

რობერტო დე ძერბი ფეხბურთის ნამდვილი მანიაკია.. იგი დეტალების მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდა და სწორედ ამ ადამიანის დახმარებით გავიუმჯობესე ტექნიკური არსენალი, მოედნის ხედვა და თამაშის წაკითხვა. რობერტო მანჩინის უპირატესობა ფსიქოლოგიაშია.. მას შეუძლია ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი სრული სიმშვიდე შექმნას.

იუვენტუსში ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას კლაუდიო მარკიზიო ახდენდა.. მისი გზის გავლა ნებისმიერს მოუნდება, მაგრამ რამდენად გამოუვა რთული სათქმელია. მიხარია ის ფაქტი, რომ მარკიზიოს ჩემი ტურინში ხილვა სურდა.. ეს ძალზედ ამაღელვებელი მომენტია.

კლუბში საერთოდ ძალზედ თბილად შემხვდნენ.. ჯორჯო კიელინი ისე ჩამეხუტა თითქოს ძალიან პატარა ვიყო.. ეს მზრუნველობა და სითბო დიდ მუხტს მაძლევს!

27 ნომრიანი მაისურით ვიასპარეზებ! 7 ჩემთვის იღბლიანია და ვიმედოვნებ ეს ყოველივე შედეგზე დადებითად აისახება.”


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x