ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

9 ფინალი 31–ე სკუდეტომდე

იტალიის ჩემპიონატის 2012-2013 წლების სეზონის დასრულებამდე ცხრა ტურია დარჩენია. ტურინელთათვის კი ცხრა ფინალი.

შარშანდელი სეზონისგან განსხვავებით იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზეც იღებს მონაწილეობას, თუმც ამ დიდმა ტურნირმა მათ ჩემპიონატში ლიდეობას ხელი ვერ შეუშალა.

მოქმედმა ჩემპიონმა სეზონი ფანტასტიკური სტარტით დაიწყო, 9 გამარჯვება და 1 ფრე ფლორენციაში. შემდეგ კი იყო ავადგასახსენებელი მატჩი ტურინში ინტერის წინააღმდეგ. სადაც ტურინელებმა მწვავე მარცხი იწვნიეს (1-3) რამაც დაასრულა კიდეც მათი წაუგებელი სერია.

ამ მარცხს დადებითად შეხვდა მთლიანად გუნდი და გულშემატკივრებიც კი,რადგან ფეხბურთელები წნეხიდან გათავისუფლდნენ, ამ სერია კი დასასრული ადრე თუ გვიან, მაინც ექნებოდა.

ტურინელებმა აუღელვებლად განაგრძეს ჩემპიონატი და ზამთრის დამსახურებული ჩემპიონებიც გახდნენ. მაგრამ სეზონის მე-2 ნახევრის სტარტი ძალზედ მძიმე და ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ასამოა-კიელინის არ ყოფნა გუნდს ძლიერ დაეტყო, ასევე რამოდენიმე მატჩი გამოტოვა ადრეა პირლომ და 1-2 უსახური მატჩიც ვიხილეთ მისი მონაწილეობით, რომელიც ტრავმითა და ფორმიდან ამოვარდნით იყო გამოწვეული. ამ მძიმე პერიოდში იუვენტუსმა დასანანი ქულები გაანიავა შინ გენუურ კლუბებთან (სამპდორია 1-2 / ჯენოა 1-1) რომელსაც დაემატა ფრე გასვლით მატჩში პარმასთან. ამ პერიოდშივე გამოეთიშა გუნდი იტალიის თასის გათამაშებას. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში მათ ლაციოს შინ 1-1 ეთამაშეს, ხოლო გასვლით მატჩში ბოლო წუთზე გაშვებული გოლით ფინალის საგზური მეტოქეს დაუთმეს.

ჩემპიონატში ქულების განიავებამ კი გამოიწვია ის, რომ არსებული 8ქულიანი ფორა 3ქულამდე დავიდა და ტურინში განგაშის ზარმაც ჩამოჰკრა, სკუდეტოს დაკარგვის საფრთხე უკვე რეალური გახდა.

ტურინელთათვის იღბლიანი გამოდგა ტური, სადაც გასვლაზე აუღელვებელი გამარჯვება მოიპოვეს კიევოს წინააღმდეგ, ხოლო მათმა კონკურენტებმა (ლაციონაპოლი 1-1)ერთმანეთთან დაპირისფირებაში ფრეს მიაღწიეს და ფორაც 5 ქულამდე გაიზარდა. შემდეგ იყო გამაჯვება ფიორენტინასთან წინააღმდეგ და თითქოს ჩავარდნის პერიოდმაც ჩაიარა, მაგრამ უსახურ მატჩში ტურინელები ადვილად დამარცხდნენ რომში. მათ სანუგეშებლად კი ვერც მათმა კონკურენტებმა იმარჯვეს. ფინალურ დაპიისპირებად მონათლული მატჩიც ახლოვდებოდა და ნეაპოლურ მატჩამდე ტურინელებმა სიენას ადვილად სძლიეს და კონკურენტთან 6ქულიანი ფორა შეინარჩუნეს. ამ ტურში ლაციო უკვე ფაქტიურად გამოეთიშა სკუდეტოსთვის ბრძოლას. ეს კი არა და ისინი ლიგის საგზურის დაკარგვის საფრთხის წინაშედად დადგნენ, რამეთუ მილანი უკვე მათ ქულებით გაუთანაბრდა…

27-ე ტურში გადაჭედილ სტადიონზე დაუხვდა ნაპოლი ჩემპიონატის ლიდერს. მატჩის 10-ე წუთზე ჯორჯო კიელინიმ გატანილი გოლით აღნიშნა ტრამვის შემდეგ მოედანზე დაბრუნება. მან პირლოს გადაცემით თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. რომლის გაზრდაც მირკო ვუჩინიჩს შეეძლო, თუმც არტურო ვიდალიდან ბოძებული 100%-იანი შანსი მან ვერ გამოიყენა და ტაიმის მიწურულს, ნეაპოლელებმა სტატუსქვო აღადგინეს. მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 1-1 დასრულდა. მე-2 ტაიმის 10-15 წუთში უკვე ნათელი გახდა, რომ ანტონიო კონტეს ფრე აძლევდა ხელს და ბიჭებმაც თავკაცის დავალებები ზედმიწევნით კარგად შეასრულეს და მეტოქეს ფორის შემცირების საშვალება არ მისცეს. მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.

მომდევნო ტურში კი ნაპოლმა თითქოს და ხელი ჩაიქნა და ვერონაში კიევოს წინააღმდეგ 2-0 დამარცხდნენ, იუვენტუსმა კი შინ მსაჯის მიერ დამატებით დროში ემანუელე ჯაკერინის გოლით კატანიას ძლიეს და 9 ქულიანი ჰანდიკაპით სერიოზული განაცხადი გააკეთა ტიტულის დაცვისათვის.

ჩემპიონთა ლიგის მერვეთფინალის გადალახვამ, ჩემპიონათში არსებულმა ჰანდიკაპმა ტურინელებს კომფორტი და სიმშვიდე მოიტანა, რომელი სიმშვიდითაც მათ ადვილად სძლიეს გასვლა ბოლონიას (2-0) ასევე გამარჯვება იზეიმა ნაპოლიმ, რომელთაც გამარჯვების გემო 5 ტური არ გაესინჯათ.

29-ე ტურის შემდეგ 2კვირიანი პაუზა აიღო საკლუბო ჩემპიონატმა და ის სანაკრებო დაპირისპირებებმა ჩაანაცვლა.

30 მარტს, 30-ე ტურში ტურინელები მილანურ კლუბს ინტერს ეწვევა. მატჩი უდიდესი მნიშვნელობისაა. მნიშვნელობას კი მას შემდეგი გარემოებები სძენს:
1. ამ გუნდებთა დაპირისპირებას იტალიური დერბი ეწოდება
2. სატურნირო მდგომარეობა, სკუდეტოს მოპოვების სრულ გარატს არ იძლევა და ტურინელებს კვლავ ესაჭიროებათ ქულების დაგროვება
3. სწორედ ინტერთან დასრულდა იუვენტუსის 49 მატჩიანი წაუგებელი სერია და ეცდებიან რომ რევანში ამ სეზონშივე იქნეს აღებული.

ამ გარემოებებს ასევე ემატება ის ფაქტიც, რომ ტურინელებს სამშაბათს, 2 აპრილს ჩემპიონთა ლიგის მატჩი ელით მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ. ამიტომ არის ვარაუდი იმისა, რომ ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელიც მიუნხენურ დაპირისპირებაზე მეტად ფიქრობენ და გამომდინარე აქედან კონტე როტაციებს მიმართავს. მაგრამ ასევე ვარაუდობენ, რომ მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იუვენტუსი სრული მოტივაციითა და კონცეტრაციით შეხვდება ინტერთან გასამართ მატჩს.

ბავარიასთან მატჩის შემდეგ, ტურინელებს დასასვენებლად არ ეცლებათ. მართალია პესკარას სახით სუსტი მეტოქე ჰყავთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩიც კარს ექნებათ მომდგარი.

32-ე ტურიდან კი იწყება ძალზედ რთული კალენდარი… ბაიერნთან ომგადატანილი იუვენტუსი ლაციოს ესტუმრება, გუნდს, რომელთანაც მიმდინარე სეზონში 3 დაპირისპირებიდან ვერცერთში ვერ იმარჯვა. ასევე გასათვალისწინებელია ლაციოს მოტივაციაც, რამეთუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

ლაციოს შემდეგ კი, მოდის მატჩი ასევე ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებროლი მილანის წინააღმდეგ.

შემდეგი გაჩერება ტურინული დერბია, მართალია ტორინო უკვე მოტივაციის გარეშე განაგრძობს ჩემპიონატს, მაგრამ დაპირისპირება დერბი, უკვე ყველაფერს ნიშნავს.

მომდევნო ტურში კი ტურინს სიცილიური კლუბი პალერმო ეწვევა. მიკოლი და კომპანია წლევანდელ სეზონში გადარჩენისათვის იბრძვიან, ასე რომ იუვენტუსს არც ამ დაპირისპირებაში ელოდებათ ადვილი გასეირნება.

3 ტურით ადრე ტურინელებს უმოტივაციო კლუბებთან უწევს დაპირისპირება, რამეთუ ატალანტამ კალიარმა და სამპდორიამ უკვე წლევანდელი სეზონის პროგრამა მინიმუმი შეასრულეს. იუვე ბერგამოსა და გენოუას ეწვევა, ამ ორ დაპირისპირების შუალედში კი კალიარს უმასპინძლებენ.

ჩვენ უკვე გავეცანით იუვენტუსის გზას სკუდეტომდე, მიმოვიხილეთ თითოეული დარჩენილი ცხა დაპირისპირება, რომელიც სათაურშივე ავღნიშნე ,,ცხრა ფინალი”
მეტი პროცენტი ნათელია, რომ ტურინელები შეძლებენ მიმდინარე გათამაშებაში ტიტულის დაცვას. ტიტული კი სახელად სკუდეტო, არც თუ ისე შორსაა…

ცხრა ნაბიჯი დარჩა იუვენტინოებო
ცხრა ოფლისღვრა და ცხრა ბრძოლა!!!

ჩვენ იუვენტუსის გულშემატკივრებს გვჯერა ამის, გვჯერა, რომ სეზონის ფინიშს პირველი ჩვენ გადავკვეთავთ და 31-ე სკუდეტოს მოპოვებას ერთად ვიზეიმებთ!!!

ისტორიის წერა, რომელიც გასულ წელს დაიწყო, გრძელდება…
წინ გამარჯვებისაკენ!!!

ავტორი: გიორგი ქასრაშვილი (Q A S R A)

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
27 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
8 years ago

36 წლის იტალიელმა მეკარემ მორგან დე სანკტისმა განაცხადა, რომ ის ეროვნულ ნაკრებში აღარ ითამაშებს.

“იტალიის ნაკრებს ვტოვებ. გუშინ, საღამოს, ჯიჯი ბუფონს ვესაუბრე. მან მითხრა, რომ თამაშს კიდევ 10 წლის განმავლობაში აპირებს. ამის შემდეგ, კაპიტულაცია გამოვაცხადე.

როდესაც მწვრთნელსა და ფეხბურთელებს ვესაუბრებოდი, ვაცნობიერებდი, რომ ასპარეზის ახალგაზრდებისთვის დათმობის დრო იყო.

ახლა, შემიძლია კონცენტრაცია კლუბში თამაშზე გავაკეთო. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ასეთი დიდებული გუნდის დატოვება იოლი არ იყო.” – აცხადებს მორგან დე სანკტისი.

მორგან დე სანკტისი იტალიის ეროვნული ნაკრების წევრი 2005 წლიდან იყო. “სკუადრა აძურაში” მას 6 თამაში აქვს ჩატარებული :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :forza: :juvee:

mishka gogrichiani
8 years ago

სკუდეტო წელს უეჭველი ჩვენია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა არ შეეწიროს ამ სკუდეტოს იმის მეშინია, თან იუვე უფრო სერია ა_ზე ამახვილებს საერთოდ ყურადღებას :forza:

Giorgi kasrashvili
8 years ago

თუ ღმერთი მომცემს ამის საშუალებას და ძალას მე აუცილებლად ჩავატარებ 150 მატჩს და ვიქნები სკუადრა აძურას ნაკრების საამაყო კიპერი.”

ეს სიტყვები ჯანლუიჯი ბუფონს ეკუთვნის და მე ამ სიტყვებმა ამატირა :euf: :euf: :euf:

ჯიჯი შენ უკვე ხარ ნომერ პირველი მეკარე იტალიის ისტორიაში, შენ ლეგენდა ხარ და შენნაირი არ იქნება ამ ქვეყნად არავინ :italy: :italy: :italy:

bibobibo
8 years ago

წუხელი დამესიზმრა ბავარია ჯუვე და პირველი გოლი შევაგდეთ ასე 10 წუთამდე თან ვუჩინიჩმა თავიტ :D და მაგრად მიხაროდა მერე აგარ ვიციი რა მოხდაააა:D :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :chuvak: :chuvak: :chuvak: :chuvak: :juvee: :juvee: :juvee:

suonsi
8 years ago

სკუდეტოს უპრობლემოდ ვიგებთ მაგრამ ახლაც თუ დაგვადო მერდამ მაშინ მართლა მაგარი გამიტყდება:twisted:

valeri tokhadze
8 years ago

ინტერტან თავისშეკვლა არაა საჭირო წინ ბაიერნი გვყავს

juveboy-leo
8 years ago

jijim kai burti aigo
pogba gamoucdelia jer vidre uxeshi pirveli yvitelis mere unda aeyvana tavi xelshi. . . 90% gasagdebi iyo,
ra suleluri burti gaushves ra mainc espanetma rato moigo rato . .
droze ganaxldes klubebi momenatra

lasha naxucrishvili
8 years ago

აუ ეს პრანდელი მაცემინა პირლო გაეყვანა ტო მალტასნაირ გუნდს უგებდე 0-2 რა საჭირო იყო 90 წუთი პირლო სტადიონზე :mad: :mad:

gag100
8 years ago

ინტერთან მატჩს გამოტოვებს?

Samtrediel90
8 years ago

არ იყო გასაგდები ბლინ :mad:
ერთერთი შეეძლო არ მიეცა
უფრო პირველი :mad: :mad:

gag100
8 years ago

აუ მაგრად შემეცოდა :X

vitali darsania
8 years ago

პოგბა გააგდეს

8 years ago

ბალოტელი რა მაგრად ათამაშდა, კიდევ კარგი წამოვიდა სიტიდან თორე იქ ერთ დონეზე დარჩებოდა, მილანში კი გაიხსნა სრულად. ასევე ნაკრებშიც გაცილებით თავდაჯერებულია

lasha naxucrishvili
8 years ago

Q a s r a
ვაა საღოლ შენ ეს როდინდელი კომენტარი გაჩითე :lool:

snuff-juve
8 years ago

:forza: :forza:

lasha naxucrishvili
8 years ago

ეს სასნაკრებოები როგორ ნერვებს მიშლის რა დროს ჩაეკვეხა ტო :lool:
გაიგე ეხლა რა ფორმაში იქნება გუნდი :juvee: წინ სერიოზული თამაშები გველის :achuu: :davliot:

Giorgi kasrashvili
8 years ago

LASHAJUVENTINO
აპრილი 14, 2012 at 15:36

Q a s r a
იუვენტუსში ვინც შენ ყველაზე ძაან გაკლია ეს ჯიოვინკოა :lool:
ვნახოთ აბა დააბრუნებენ თუ არა ან თვითონ თუ დათანხმდება :lool:
წარმომიდგენია რა დღეში იქნები ჯიოვინკო თუ დაბრუნდა :lool:

ლაშუ ნახე რა კომენტარი გავჩითე :lool: :lool: :lool: :lool: 1 წლის წინანდელია :chuvak: :chuvak: :chuvak:

dito chanturia
8 years ago

ყოჩაღ ავტორ კარგად გიმუშავია და კარგი სტატიაააიმედია ლიგაც მიემატება ამგას :forza:

achiko demetradze
8 years ago

me piradad exla ufro chempionta ligaze vfiqrob. Tviton statia dzalian momewona, magram 9-finali albat ar mogviwevs, vtqvat juves konkurentebi ras izaven an 9-dan -6 ro movigot yvela variantshi chempionobaa

JUVENTUS-10
8 years ago

ვაფარჩაკებთ ინტეეეეეეეეეეეეეეეეეეერს :bicho:

Giorgi kasrashvili
8 years ago
Reply to  gvasa

მადლობა ნუგო რომ მოიცალე და დამიდევი :love: :kiss:

d a v i d
8 years ago

საღოლ ქასრა მაგრად გიწვალია კაი სტატიააა :up: და დიდი მადლობა ასევე gvasa-ს რო ეს სტატია დადო :up:

Giorgi kasrashvili
8 years ago
Reply to  d a v i d

გაიხარე დავით, გონებაში მაქვს ეს სტატისტიკები, რიცხვები, თარიღები და მეც საიტს შევეწიე ჩემი მოკრძალებული სტატიითა და მხარდაჭერით :kiss: :juventus:

d a v i d
8 years ago

:up: გენაცვალე შენა :kiss:

Giorgi kasrashvili
8 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
27
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x