ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო: ” არ ვიცი სად დავასრულებ კარიერას “

არავისთვისაა საიდუმლო, რომ, შესაძლოა, წლევანდელი სეზონი ალესანდრო დელ პიეროსთვის ფეხბურთელის რანგში უკანასკნელი იყოს. “იუვენტუსის” კაპიტანი ამ თემაზე თავად საუბრობს…

დიახ, შესაძლოა, ეს ჩემს კარიერაში უკანასკნელი სეზონი იყოს, ამიტომაც მინდა 200% -ით დავიხარჯო. სიმართლე გითხრათ, ჯერ არ გადამიწყვეტია თამაშს “იუვენტუსში” დავანებო თავი თუ ძალები სხვაგანაც ვცადო. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ბედნიერი ვარ, როცა უკან ვიყურები და შავ-თეთრ ფორმაში ჩემს 20 -წლიან კარიერას ვიხსენებ.

მიზნის მისაღწევად გუნდს ერთიანობა დასჭირდება. არ ვფიქრობ, რომ თუ ძალებს არ დაზოგავ, წარმატებას აუცილებლად მიაღწევ, მაგრამ ისიც ნათელია, თუ ყველაფერს არასწორად გააკეთებ, გამარჯვების შანსიც არ გექნება. აუცილებელია თავშეკავება, ღირსება, პასუხისმგებლობის გრძნობა და თავგანწირვა.

კონტე? ის ნამდვილი მებრძოლია. მისი იდეები ჩვენთვის გასაგებია. ანტონიოს მთავარი პრინციპი ჩვენთვის მთელი მისი საფეხბურთო ცოდნის მოცემაა. ჩვენ ფეხბურთელები ვართ და ვცდილობთ, დაუღალავად ვივარჯიშოთ. თუ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, კიდევ უფრო მეტს გავიღებთ.

იმედია, ახალი სტადიონი ჩვენსა და ფანატებს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობას ჩამოაყალიბებს. თუ ტიფოზები მე -12 მოთამაშეები გახდებიან, ნებისმიერი ტიტულის მოგებას შევძლებთ. კარგი იქნებოდა ახალ არენაზეც ის გამარჯვების სული დავამკვიდროთ, რაც “დელე ალპიზე” იყო. ”

წყარო: La Gazzetta

16 thoughts on “დელ პიერო: ” არ ვიცი სად დავასრულებ კარიერას “

  1. შენ ისე როგორ უნდა წახვიდე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის გარეშე ან სერია ა 8 არ გინდა მოიგო ერთი სიტყვით ჯერ არსად წასვლის დრო არ არის კიდევ ერთი წელი ამ სეზონის მერე რომ სერია ა-ში 500 მატჩი ჩაატარო და ასევე 200 გოლიც გაიტანო კიდევ ლიგაზე 100 მატჩი, იტალიის თასებზე 30 გოლი და მერე თუ გსურს წადი ოღონდ კიდევ დაგრჩა მოსახსნელი რეკორდები.

  2. ამან შემაყვარა ფეხბურთი, ამან შემაყვარა იუვენტუსი, ამან შემაყვარა იტალია. შენს ყველა გადაწყვეტილებას მივესალმები. GRANDE CAPITANO :love: :love: :love:

  3. დელპო ვერსად წახვალ 2012 წელს ჯერ ბარსას წინაამგდეგ მინდა რო იტამაშო ლიგაზე ლიგა და სერია აააააააააა მოიგე მერე წადი სერია ააააააა ამ სეზონზე დსა ლიგა მომდევნო ფინალი მინდა ბარსა ჯუვე

  4. არა, რა სხვაგან უნდა სცადო… იუვე და მხოლოდ იუვე! მომდევნო წლებში კლუბის დირექტორატში გელოდება ადგილი…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.