ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორი (კეჰილი)

ინგლისური პრესის ცნობით, ტურინის “იუვენტუსი”, ლონდონის “ტოტენჰემი” და ლონდონის “ჩელსი” ინგლისის ნაკრებისა და “ბოლტონის” მცველის გარი კეჰილის შეძენით დაინტერესდნენ. “ჩელსიმ” ზაფხულში ფეხბურთელის ტრანსფერზე ძალიან ბევრი იმუშავა, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა, თუმცა “არისტოკრატები” დანებებას არ აპირებენ და ფეხბურთელის შეძენას უკვე ზამთარში შეეცდებიან. ასევე ძალიან მცირე შანსები აქვს ლონდონის “ტოტენჰემსაც”. აი რაც შეეხება “იუვენტუსს” აქ ყველაფერი სხვაგვარადაა, ჯუზეპე მაროტა ტრანსფერზე მუშაობას თვითონვე აპირებს და ზამთრის პირველ შენაძენად სწორედ გარი კეჰილს მიიჩნევს, მითუმეტეს, რომ ევროპაშის სხვა ჩემპიონატში ასპარეზობა გარის გეგმებშიც შედის. “როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი მსურს ვითამაშო დიდ კლუბში და მივაღწიო დიდ წარმატებებს, ამისათვის კი საჭიროა გარემოს გამოცვლა და დიდ კლუბში გადაბარგება”. – განაცხადა კეჰილმა.

წყარო:bangthebook.com

18 thoughts on “სატრანსფერო ჭორი (კეჰილი)

  1. შეეშვით ჯეო ტორენტს , ფოტო . რადიკალ . რუ-ზე ატვირთეთ უფრო სანდო საიტია

    პლიუს ამასთან , მაქსიმალურად შეეშვით რა ძალიან გთხოვთ ამ ჭორების დადებას . სატრანსფერო ფანჯარა დახურულია და საერთოდ არ არის აქტუალური ასეთი სახის სტატიები საიტზე . ჭორია და მეტი არაფერი . ერთი სიტყვით გაფილტრეთ ხოლმე სიახლეები მაქსიმალურად . დაიღალა უკვე ხალხი სატრანსფერო სისულელეებით , სეზონი დაიწყო უკვე

  2. ისე სეზონის დასაწყისში ტრანსფერებზე საუბარი ცოტა უადგილო ხო არა?
    მემგონი ჯობია იმ გუნდს ვუგულსჰემატკივროთ რომელიც დღეს არის კონტეს განკარგულებაში და გვჯეროდეს ამ ფეხბურთელების

      1. არე ეს რათქმაუნდა შენი საქმეა რასაც დაწერ მე მაგიტო არ მითქვია, უბრალოდ არამგონია სწორი იყოს სეზონის დასაწყისში დეჩელიე და ბონუჩის შემცვლელის ძებნა, მემგონი მეთანხმები?

  3. gvasa

    გვასა საიტის ბაზაზე სურათებს ნუ ტვირთავ . foto.radikal.ru- ზე ატვირთე სურათი და სლაიდის სურათის ზომა უნდა იყოს 555 – 255 ზე

    სტატიის სურათის ზომა 250X150ზე და არა 260-160ზე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.