ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ცვლილებები “ჯენოასთან” მატჩის წინ

“ჩემპიონთა ლიგის” მოქმედ ჩემპიონებთან დაპირისპირებამდე “ჯენოასთან” შეხვედრაში ანტონიო კონტე ძირითადი გუნდის ოთხი ფეხბურთელის დასვენებას აპირებს. მარასის “ბებერი ქალბატონი” კვირას მიაშურებს, სამი დღის შემდეგ კი “ჩელსისთან” გამოცდის ძალებს. ორი ტურიდან ორი გამარჯვების შემდეგ, “ბიანკონერის” დამრიგებელი სამივე სათამაშო რგოლში აპირებს ცვლილებების შეტანას. ტრავმიდან რეაბილიტირებული ჯიორჯიო კიელინი, სავარაუდოდ, მარტინ კასერესს მისცემს თავის გამოჩენის საშუალებას. სათადარიგოთა სკამზე დაიწყებენ შეხვედრას კვადვო ასამოა და ჩილელი არტურო ვიდალი. შეტევაში მირკო ვუჩინიჩს პარტნიორობას ჯიოვინკოს მაგივრად ალესანდრო მატრი გაუწევს.

წყარო: football italia

88 thoughts on “ცვლილებები “ჯენოასთან” მატჩის წინ

  1. gio_juventino

    ნამდვილად :mrgreen:

    შენი ავატარის კანის ფერივით ვარ, შაბათი მე აღარ მაქვს და საათობა… გააგიჟა ამ ბოჭკოვანმა ხალხი… :mrgreen:

    კომენტარების წერის დრო აღარ მაქვს მაგრამ აბონენტების მაუსით სულ დავსრიალებ აქ… :buhee:

  2. ვიდალი კი არა პირლო უნდა დაესვენებინა.. რა უნდა ვიდალისგან ახალგაზრდაა რა დაღლის მაგას.. აი პირლოს იმდენი აქვს ნანახი და მოგებული ჯენოასთან საბრძოლო განწყობაზე მოსვლა ცოტა არ იყოს გაუჭირდება

  3. ცხადია რომ იუვეს ყველა დონეზე ბინძურად ებრძვიან / კონტე ვერც ლიგაზე უხელმძღვანელებს გუნდს, ახლა დაიწყება იუვეს ფეხბურთელების განზრახ დაჩევხები მოედანზე, რასაც მსაჯები თვალს აარიდებენ, რითაც გუნდის უკანა ხაზის “პროვოცირებას” ეცდებიან /

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.