ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალექს სანდრო:”ჩვენგან Vinovo-ზე ყველაზე მეტ დროს დიბალა ატარებს”

გთავაზობთ ალექს სანდროს მცირე ინტერვიუს, რომელიც მასთან ტურინულმა გამომცემლობა Tuttosport-მა ჩაწერა. ბრაზილიელი ბევრ საინტერესო თემას შეეხო და საკუთარი თანაგუნდელის პაოლო დიბალას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაუშურია…


“ფეხბურთისადმი სიმპატია ჯერ კიდევ 10 წლისამ გამოვხატე. მაშინ ძმას ვბაძავდი, რომელიც 5 წლით უფროსი იყო და მათთან ერთად ვთამაშობდი.. სხვათაშორის თავდაპირველად მეკარის პოზიციაზე.. სწორედ ამიტომ ვარ ასეთი სწრაფი.. არაერთი ბურთიც ავიღე (იცინის)..”

და როდის გახდა ალექს სანდრო რეალური ფეხბურთელი?

“15 წლის ვიყავი.. პარანენსეს ბრაზილიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სკოლა ჰყავს, რომელიც დიდ დახმარებას უწევს ახალგაზრდა სპორტსმენებს სწორ განვითარებაში. სწორედ მათ უნდა ვუმადლოდე მიღწეულს. 17 წლის ვიყავი, როდესაც ძირითად გუნდში ჩემი დებიუტი შედგა.. შემდგომ იყო უმნიშვნელო პერიოდი ურუგვაიში და სანტოსი.. აქ ფელიპე ანდერსონთან და ნეიმართან ერთად ვასპარეზობდი.

როგორ ახერხებს სანტონი ასეთი ფეხბუთელების შენარჩუნებას? მათ სამხრეთ ამერიკაში ისეთი იმიჯი შეიქმნეს, რომლის დახმარებითაც ყველა ნიჭიერ ბრაზილიელს სწორედ აქ სურს მოხვედრა. სიმართლე გითხრათ, მათი მადლიერი და ამავე დროს დიდი გულშემატკივარიც ვარ”.

კარიერის საწყის ეტაპზე ნეიმართან, ხოლო ეხლა დიბალას გვერდი-გვერდ თამაშობთ.. როგორ შეადარებთ ამ ორს?

“ვფიქრობ, მას ნეიმარის დარტყმის სტილი აქვს და საერთოდაც, ნამდვილად შეუძლია მის დონეზე ყოფნა. მასში მომწონს განვითარების დაუფარავი სურვილი. ყოველდღე მუხლჩაუხრელად შრომობს და პროგრესირებს. პარალელურად, როგორც ადამიანი ძალიან უშუალო და თბილია.. მეგობრული და კეთილგანწყობილი.. უნდა უყურებდეთ ვარჯიშებზე.. ყველა რომ სახლებში მივდივართ ის რჩება და მუშაობას აგრძელებს. სწორი აზროვნება და გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს”.

წყარო: Tuttosport

9 thoughts on “ალექს სანდრო:”ჩვენგან Vinovo-ზე ყველაზე მეტ დროს დიბალა ატარებს”

  1. kielini magaria bz ara
    magram bonchis da bardzalis gamoklebas kido kielini jobda
    bonuchi da mitumetes bardzos sheswoma dz ishviatada
    ai kilo mxecia magram bevri minaxia
    da witelic miugia magram mainc mxeciag.
    Dayenos rugano
    an gadavides 4mcvelianze

  2. ევრაც მაგარია და ესეც.ევრა ხანდახან გადაღლილი ჩანს ხოლმე მარა რაღაცით მაინც ეხმარება გუნდს თან ამ ასაკში საღოლ რა!!!! და საერთოდ იუვეს დაცვას არანაირი პრობლემა არ აქ ამ სეზონში ოღონდ შემდეგში რა იქნება აზრზე არ ვარ :forza: ნებისმიერი გუნდი უშვებს გოლს ხანდახან.ნუ ლიხტა ზოგს შემტევი ნახევარმცველი რო გონია ეგ ხო ვაფშე ღადავია :lool:

  3. au rambavia sadme tu gaval yvelas napolia akeriat neta napoli moigebdeso
    interi romas panisgan kido ho milanis panebisgan mikvirs
    juve am tamsh ar wagebs aranairad
    yvelaze cud varianti nichia mainc juves awyob
    mitom ro gadaxedet napolis tamashebs
    juve
    piorentina milani zedized
    mere gasvlebi
    roma intershi palermoshi da jenuashi kaht ra shansi araq
    win juve
    mshrali mogeba minda
    3-0
    dibala morata pogbunia

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.