ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი:”ჩვენ არავისი არ გვეშიანია!”

უბერებელი და ერთადერთი.. სამუდამოდ პირველი ნომერი!

იყო ეპიზოდი, როდესაც ბრწყინვალედ მოთამაშე იუვენტუსმაც კი დაუშვა დაცვის ხაზში შეცდომა.. ანდრეს ინიესტას 100%-იანი მომენტი შეექმნა, თუმცა.. ბუფონმა არ ინება 1-1-ის გახდომა:

“მე უბრალოდ საკუთარ საქმეს ვაკეთებ..

ეს ის არის, რისთვისაც აქ ვიმყოფებით. ცხოვრებაში არნახულად გამიმართლა, რადგან ფანტასტიური გუნდის რიგებში მიწევს ასპარეზობა.. შესაბამისად ყოველდღე უნდა ვაჩვენო, რომ ეს ყველაფერი დავიმსახურე.

ემოცია ბუნებრივია დადებითია.. ჩვენ ამისთვის ბევრი ვიშრომეთ და დავიმსახურეთ.. შესაბამისად, იუვენტუსს ახლა არცერთი მეტოქის მიმართ არ უნდა განიცდიდეს შიშს..

ვითამაშეთ საკუთარი ფეხბურთი და ყველას ვაჩვენეთ, თუ რისი ძალა შეგვწევს! მიუხედავად ამისა პსჟ კარგი მაგალითია და ღრუბლებში ფრენისგან თავი უნდა შევიკავოთ..

ერთი რამ გადაჭრით უნდა ვთქვათ.. იუვენტუსს უმაღლეს დონეზე ასპარეზობის აღარ ეშინია!

დიბალა? მან გასული ორი წლის მანძილზე არნახული პროგრესი განიცადა.. ვფიქრობ, თავისუფლად შეუძლია ხუთ საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვედრა”.

13 thoughts on “ბუფონი:”ჩვენ არავისი არ გვეშიანია!”

  1. 1990 წლის მერე იუვენტინო ვარ, რომელიც შემაყვარო ბაჯომ, მაგრამ რაც ბუფონმა გააკეეთა გუნდისთვის და რაც მომავალში გააკეთებს უბრალოთ ფანტასტიკაა. ახლაც თვალწინ მიდგას მეორე გატანილ გოლს როგორ ემოციურად ზეიმობდა! იმედია წელს ჯიჯი აწევს თასს!!! ფორცა ჯიჯი და :juvee:

  2. ცხოვრებაში არნახულად გამიმართლა, რადგან ფანტასტიური გუნდის რიგებში მიწევს ასპარეზობა.. შესაბამისად ყოველდღე უნდა ვაჩვენო, რომ ეს ყველაფერი დავიმსახურე. აიი ალექსას დიდი პატივისცემის მიუხედავად ჯიჯი ნ1 იუვენტინოა და ყველაზე მაგრად მევასება :love:

  3. დამენახეთ ერთი ის ხალხიბზე ლოგიკით რო მსჯელობდით რო ,,ნაპოლისთან ასე საშიმლად რო ვითამაშეთ და შეტევა არ გაგვიკეთებია ბარსა რას გვიზამს”… და ,,ალეგრი ბანძი ხარ და გასაშვებია ეს კაცი”… და მსგავსი კომენტარების ავტორებს მინდა სიმშვიდისკენ მოუწოდო და ვისაც ეხება იმათ ვეუბნები რო ბილეთი თუ გაგიმაზა შენმა გუნდა ეს არც ალეგრის ბრალოა და არც გუნდის ალბათ შენ არ იცი რა დროს რა უნდა დაწერო :forza: :forza: :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.