ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Calciomercato:”ბარსელონას იუვენტუსის ნახევარმცველი სურს”

მაურისიო სარი

Calciomercato -ს მტკიცებით კატალონიური ბარსელონა იუვენტუსის შუახაზელით დაინტერესდა.

საუბარი როდრიგო ბენტანკურზეა და უნდა ითქვას, ეს პირველი შემთხვევა არ არის, რადგან ესპანური კლუბების ინტერესთა სფეროში ურუგვაელი უკვე დიდი ხანია იმყოფება.

კატალონიელები ზაფხულში დიდი ალბათობით არტურო ვიდალს დაემშვიდობებიან და ბენტანკური სწორედ მის შემცვლელად ყავთ შეგუებული.

თუმცა, ნაკლებად მოსალოდნელია ტურინელებმა ის დათმონ, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბოლო პერიოდში როდრიგოს თვით მირალემ პიანიჩიც კი ყავდა სასტარტოდან ამოგდებული..

საერთოდაც მაურისიო სარი იუვეში მოსვლის წამიდან მისი ქება-დიდებით არის დაკავებული.. თავად ბენტანკურმაც კარგი პროგრესი აჩვენა, რამაც სატრანსფერო ფასსზეც იმოქმედა და რაც მთავარია მის სტატუსზე.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი – როდესაც კარლიტოს ტევესმა ბოკაში დაბრუნება გადაწყვიტა, იუვემ მის სანაცვლოდ სამ ახალგაზდა მოთამაშეზე მიიღო უფლება და ერთ-ერთი სწორედ ურუგვაელია..

თუმცა, თუ ბიანკონერი მას მართლაც შეელევა, მაშინ თანხის 50%-ს არგენტინულ გრანდს გადაუხდის.. კონტრაქტის პირობებით ეს გათვალისწინებული პუნქტია.

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<