ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

CalcioMercato:”ბერნარდესკი ტომასის სანაცვლოდ..”

ფედერიკო ბერნარდესკი

იუვენტუსი დიდი ხანია რაც ატლეტიკოს შუახაზელით ტომას პარტით ინტერესდება.

CalcioMercato -ს მტკიცებით, ორიოდე დღის წინ ტურინელებმა ესპანელებს ოფიციალური წინადადებით მიმართეს.

ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ ტომასის ნაცვლად ფედერიკო ბერნარდესკი დათმონ.

საგულისხმოა, რომ განელი დაახლოებით 50 მილიონი ფასობს და აქედან გამომდინარე აპენინელებს მინიმუმ 10-15 მილიონის დამატება მოუწევთ.

პარტის ატლეტიკოში 5 სეზონი აქვს ჩატარებული.. მის ანგარიშზე 185 შეხვედრაში 16 გატანილი გოლი ფიქსირდება.

მას საკმაოდ უნივერსალური შესაძლებლობები აქვს და მოედნის ცენტრალურ ზონაში, სამ შუახაზელიან სქემაში ნებისმიერი როლის მორგება შეუძლია, რაც ტურინელთათვის დიდი შეღავათი იქნება.

სხვათაშორის ტომას დაცვის ცენტრალურ ზონაში ასპარეზობის გამოცდილებაც აქვს.. ყველას გვახსოვს, რომ მატეის დე ლიხტმა ოპერაცია გაიკეთა და ჰოლანდიელი დაახლოებით სამი თვით ჩამოშორდა მინდორს..

ასე რომ განელს შეუძლია იუვესთვის დახმარების ხელის გაწვდენა იმ პოზიციაზე, რომელიც კონკრეტულ მომენტში დაჭირდება.

4.5 2 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
batumski
batumski
1 month ago

უსაზღვროა ბერნას პოტენციალი(ის რაც ფიორეში და აძურიში გვინახავს)ნებისმიერი მოაზროვნე სპეციალისტი სათავისოდ გამოიყენებს ფედეს შესაძლებლობებს(კუჭ აშლილი მოზვერივით კი არ უნდა არბენინო აქეთ-იქით,მიუჩინე კონკრეტული პოზიცია,ერთდროულად ვინგერზე იდგე და პერიოდულად მეცალაზე არაფერი გამოვა)..

batumski
batumski
1 month ago

ამაზე ფიქრიც კი ტეხავს მიუხედავად ბერნას ჩაგდებული სეზონისა

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

2
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<