ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

CalcioMercato:”დეტალები ბენტანკურის კონტრაქტზე”

როდრიგო ბენტანკური

CalcioMercato როდრიგო ბენტანკურის კონტრაქტზე საინტერესო დეტალებს ასაჯაროებს.

ყველას კარგად მოეხსენება, რომ ბენტანკური კარლოს ტევესის ბოკაში დაბრუნების გახდა იუვენტუსისთვის ხელმისაწვდომი.

არგენტინელები ტურინელებს სამი ფეხბურთელი შეთავაზეს.. ერთ-ერთი გვიდო ვადალა იყო, რომელსაც განსხვავებით როდრიგოსგან აშკარად არ აღმოაჩნდა ის ნიჭი რასაც ელოდნენ..

აი ურუგვაელმა კი სრულად გაამართლა გაცემული ავანსები და უფრო მეტიც, იმაზე გაცილებით ადრე გაინაღდა ძირითად გუნდში ადგილი ვიდრე ამას თავად ტურინელები ელოდნენ.

და რა ხდება მის კონტრაქტში? იუვეს სამხრეთ ამერიკელი 9.5 მილიონი დაუჯდა, რომელსაც ბოკას სამი წლის მანძილზე უხდიდა.

ასევე, ხელშეკრულების საფუძველზე თუ ტურინელები ბენტანკურს გაასხვისებენ, თანხის 50%-ი ბოკას უნდა გადაუხადონ.

ეს ასე თუ ისე ყველასათვის იყო ცნობილი, მაგრამ როგორც ირკვევა პროცენტი ეტაპობრივად კლებულობს..

კერძოდ, იუვე ვალდებულია არგენტინული ფეხბურთის გრანდს დამატებით 2 მილიონი გადაუხადოს ყოველ სეზონში, რომელსაც როდრიგო იტალიაში გაატარებს. 

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ხუნიორსმა კომერციული კუთხით უდაოდ კარგი კონტრაქტი გააფორმა.. გადახდილი თანხა ბუნებრივია პროპორციულად ისახება 50%-ზე რომელიც, როგორც უკვე ითქვა კლებას დაიწყებს.

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<