ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

CalcioMercato:”იუვემ სანდროს რეზერვი პრემიერ ლიგაში იპოვა”

ალექს სანდრო

CalcioMercato -ს მტკიცებით მაურისიო სარის მარცხენა მცველის პოზიციის გაძლიერება სურს, რადგან ამ როლში ახლა მხოლოდ ალექს სანდრო ყავს..

პერიოდულად მატია დე შილიოც რომელიც ნომინალურად მარჯვენა მცველია და უბრალოდ სიტუაციიდან გამომდინარე, საპირისპირო ფლანგზე უწევს თამაში.

თუ ზემოთხსენებულ წყაროს დავუჯერებთ, იტალიური გრანდის მესვეურები ჩელსის მოთამაშე ემერსონ პალმერის ხელში ჩაგდება სურთ, რომელსაც აპენინური პასპორტიც აქვს და ეროვნულ ნაკრებშიც ხშირად ასპარეზობს.

მაურისიო სარისთვის ეს ფეხბურთელი კარგად ნაცნობია ჯერ კიდევ ჩელსიში მუშაობის პერიოდიდან..

აქედან გამომდინარე, მისი სურვილი სავსებით გასაგებია, რადგან 60 წლის სპეციალისტს კარგად მოეხსენება, თუ რა შეუძლია ემერსონს..

ლონდონელთა პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.. ზაფხულში იუვეს ქონდა სურვილი, მაგრამ მაშინ არისტოკრატებმა არ ისურვეს პალმერისთან დამშვიდობება..

მიმდინარე სეზონში ჩელსის რიგებში ფეხბურთელმა, მხოლოდ 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of