ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Calciomercato იუვენტუსის სატრანსფერო პოლიტიკაზე

მაურისიო სარი

Calciomercato ტურინში არსებულ მდგომარეობას აფასებს.

მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანო რონალდუ, მატეის დე ლიხტი და პაულო დიბალა მრავალი გრანდის ინტერესთა სფეროში შედიან, კლუბი არ დარდობს მათ მომავალზე.

არცერთ მათგანს არ დაუფიქსირებია იუვენტუსიდან წასვლის სურვილი და აქედან გამომდინარე, ბიანკონერის მესვეურები მათ წასვლას არც კი განიხილავენ.

ამასობაში ყველაზე მეტად გუნდის დატოვების შანსი აქვთ დუგლას კოშტას, გონსალო იგუაინს და მირალემ პიანიჩს..

განსხვავებით თავდაპირველად ნახსენები ტრიოსგან, ეს სამეული არცთუ დიდი მხარდაჭერით სარგებლობს მთავარი მწვრთნელის მხრიდან..

კოშტა ნამდვილად კარგი ფეხბურთელია, მაგრამ უხვი ტრავმიანობიდან გამომდინარე მაურისიო სარის ხშირად უფუჭდებოდა სათამაშო სქემა, რის გამოც გუნდს პრობლემები ექმნებოდა..

იგუაინს მოქმედი კონტრაქტი აქვს, მაგრამ მატჩების შეჩერებამდე, მაურისიოსგან ჩვეული ნდობით აღარ სარგებლობდა და სულ უფრო ხშირად იწერება, რომ პიპიტა ტურინს დატოვებს.

პიანიჩის ნაცვლად კი რეჯისტაც როდრიგო ბენტანკური გვევლინება, რაც ბოსნიელის წასვლის ალბათობას სერიოზულად ზრდის, მითუმეტეს გრანდები მზად არიან დიდი თანხები გაიღონ, რომელიც მნიშვნელოვნად დაეხმარება კლუბს პოლ პოგბას ტრანსფერზე.

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<