ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Corriere:”ჩალჰანოღლუ – ფული თუ კარიერა?”

Corriere -ს ცნობით იუვენტუსს ჰაკან ჩალჰანოღლუს ტრანსფერზე არაბული ალ დუჰალის სახით კონკურენტი გამოუჩნდა.

თავად ის ფაქტი, რომ იტალიურ გრანდს არაბული კლუბი ტრანსფერზე ეპაექრება უკვე უცნაურია, თუმცა მათი ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე ყველაფერი შესაძლებელია.

საქმე იმაშია, რომ ტურინი თურქ ნახევარმცველს, რომელსაც მილანელებთან კონტრაქტი ეწურება, სეზონში მხოლოდ 5 მილიონს თავაზობს..

მაშინ როდესაც არაბები, როსონერის 10-იანს წელიწადში 8 მილიონ ევროს თავაზობენ..

მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ჯერ კიდევ უცნობია, თავად ჰაკანის პოზიცია დარჩება იტალიაში, თუ კარიერას ფულით სავსე ეგზოტიკურ თავგადასავალს მიუძღვნის.

4.7 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x