ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Corriere di Torino:”არტურ, ეს შენი შანსია”

 Corriere di Torino არტურ მელოზე აქვეყნებს სტატიას.

ბრაზილიელი ფეხბურთელი იმ ზონის წევრია, რომელიც ანდრეა პირლომ ჯერ კიდევ ვერ დააკომპლექტა.

მთავარი მწვრთნელი მუდმივ ძიებაშია.. ყველას მიაჩნდა, რომ ბარსელონადან დამატებული სამხრეთ ამერიკელი მოახერხებდა დავალებების ამოხსნას.

რიგ მატჩებში მისი ასპარეზობა ცუდ გამოხმაურებას არ ტოვებდა. სათამაშო დროსაც, რომ შევხედოთ ნათელი ხდება რომ ანდრეა პირლო აძლევს მას შანს..

თავადაც შეხედეთ – ნახევარდაცვიდან მინდორზე ყველაზე დიდი დრო ადრიენ რაბიომ გაატარა (879 წუთი).. მეორე ადგილი როდრიგო ბენტანკურს უკავია (764 წუთი).. სწორედ მათ შემდეგ არის არტურ მელო (588 წუთი).

პირლომ არაერთხელ მიანიშნა, რომ ეიმედება მოთამაშის თუმცა მას ადაპტაციის გავლა მოუწევს, რადგან ესპანური ფეხბურთი იტალიურისგან ბევრი ელემენტით განსხვავდება.

ახლა კი არტურს ჩინებული შანსი აქვს, საკუთარი პოზიციები გაიუმჯებესოს, რადგან სულ მალე ყოფილი კლუბის წინააღდეგ მოუწევს მინდორზე გასვლა..

იმ ბარსელონას წინააღმდეგ, რომლის დატოვება სამხრეთ ამერიკელს არ სურდა, მაგრამ ყველაფერი მის საწინააღმდეგოდ დატრიალდა.. სწორედ ახლა აქვს მას შანსი დაუმტკიცოს ექს კლუბს, რომ მათ დიდი შეცდომა დაუშვეს.. თავის მხრივ ეს იქნება შანსი, რომ ტურინელთა სათადარიგოთა სკამიდან წამოდგეს და მყარად დადგეს ფეხზე..

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x