ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Corsport:”გაურკვევლობა დაცვის ფლანგებზე”

Corsport -ი ბიანკონერის დაცვის ფლანგებზე საუბრობს..

დიდი ალბათობით დანილო გუნდში დარჩება, რადგან მის თაობაზე კლუბს არანაირი სახის წინადადება არ მიუღია.

ხუან კუადრადოსთან დაკავშირებით ბოლომდე ჩამოყალიბებული აზრი არ არის.. ეს ყველაფერი მაშინ გაირკვევა, როდესაც კოლუმბიელი ანდრეა პირლოს შეხვდება და ტაქტიკურ დეტალებს გაივლიან.

მატია დე შილიო წასვლის უმთავრესი კანდიდატია და ვალენსიასთან მიდის აქტიური მოლაპარაკებები მის 2 წლიან არენდაზე.

ალექს სანდროს შეძენა თუ რომელიმე კლუბს სურს, ამის შესაძლებლობა 40 მილიონად შეეძლება. ამ ეტაპზე ბრაზილიელით ყველაზე მეტად მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდება.

ლუკა პელეგრინისთან დაკავშირებით გაურკვეველი სიტუაცია სუფევს.. შეიძლება დარჩეს, მაგრამ სხვადასხვა ხმების თანახმად კლუბი მარცხენა ფლანგზე ემერსონ პალმერის უფრო განიხილავს..

სხვათაშორის პალმერის შეიძლება განიხილავენ, თუმცა ბოლო ერთი საათის განმავლობაში ვრცელდება ცნობები, რომ აღნიშნულ ტრანსფერზე იუვეს ინტერმა აჯობა..

სანდრო ტონალის გარდა, როგორც ჩანს ჯუზეპე მაროტა ფაბიო პარატიჩის მორიგ იტალიელზე დაჯაბნის.. ყოველ შემთხვევაში ასეთი სახის ცნობები ვრცელდება..

ატალანტას მოთამაშეებზე ინფორმაციას ჩვენს გვერდზეც გაეცნობოდით.. საუბარი გოზენს და ჰატებორგს ეხება.. მათი დამატება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გუნდს სანდრო და ერთ-ერთი მარჯვენა ფლანგელი დატოვებს.. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბს შეძენა ძალიან გაუჭირდება.

4.5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
batumski
batumski
1 year ago

არა შეუძლებელია არსებული კონტიგენტით წარმატების მიღწევა როცა უამრავი პრობლემატური და პასუხ გაუცემელი კითხვებია..

batumski
batumski
1 year ago

პარატიჩი ძალიან სუსტია..

batumski
batumski
1 year ago

მაროტა როგორ გვაკლია შენი ხელი…

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x