ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

El Chiringuito:”რამოსის და რეალის გზები მალე გაიყოფა?”

სერხიო რამოსი

El Chiringuito Tv -ი სერხიო რამოსთან დაკავშირებით ახალ ცნობებს აქვეყნებს.

მადრიდელთა კაპიტანს ჯერ კიდევ არ მიუღია ფლორენტინო პერესისგან წინადადება ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

აქედან გამომდინარე ჩნდება ეჭვი, რომ მხარეები ერთმანეთს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მართლაც დაემშვიდობებიან.

ზემოთხსენებული წყაროს მტკიცებით იუვენტუსი მზად არის მოლაპარაკებებში ჩასართავად.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი რეალში 11.7 მილიონ ევროს ღებულობს ანაზღაურების სახით. სხვათაშორის ეს ის ციფრია, რომლის მიღება ტურინელთა რიგებში პაულო დიბალას სურს..

კულუარული ცნობებით, ბიანკონერი მზადყოფნას გამოთქვამს აღნიშნული ციფრის შენარჩუნებაზე რამოსისთვის და მას მინიმუმ 3 წლიან კონტრაქტს შეთავაზებს.

თუმცა, იუვენტუსის გარდა საქმეში პსჟ-ც ფიგურირებს, რომელიც მოვლენებს იტალიელებთან ერთად ყურადღებით აკვირდება.

3.7 6 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
batumski
batumski
1 month ago

2 კვირიანი პუტიოვკა ამოწერილია..

bibobibo
bibobibo
1 month ago

კრისტიანოს კორონა ვირუსი დაუდგინდა

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

2
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<