ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#ForzaAzzurri – ჯიაკერინი : “გამარჯვება მთელმა გუნდმა დაიმსახურა”

დღევანდელი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი ემანუელე ჯიაკერინი გახდა, სრულიად დამსახურებულად.”ბოლონიას” ნახევარმცველმა ძალიან ბევრი იშრომა, გამარჯვების გოლიც გაიტანა და არაერთხელ ჩაშალა მოწინააღმდეგის შეტევა : “ყველაფერი კარგად დასრულდა.შოტლანდიის წინააღმდეგ ორი საგოლე მომენტი მქონდა, თუმცა ვერ გავიტანე, საბედნიეროდ, დღეს მიზანს მივაღწიე.ვფიქრობ, გოლის მომენტში მთავარი ბურთის სწორად გაჩერება იყო, მივიღე თუ არა მეკარესთან პირისპირ აღმოვჩნდი და ბურთი კარისკენ გადავგზავნე.ჩემი აზრით, გამარჯვება მთლიანად გუნდმა დაიმსახურა, ძალიან მოვინდომეთ.მატჩის დასრულების შემდეგ, მაისური გავიხადე და იგი ტრიბუნაზე მყოფ მამას გადავეცი, ცხოვრებაში თუ რამეს მივაღწიე, მისი დიდი დამსახურებაა და ამ გამარჯვებას დიდხანს ელოდა.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
4 years ago

ჯაკერინიმ ისე ითამაშა ქართველო კომენტატორები გაოგნებას იყვნენ ტიპი ყველგან იყო :D ბონუჩიმ შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ბრავო! მთავარია ესე გააგრძელონ :) ყველაფერი გამოვა ;)

ალეკო კოკაია

დღემდე ვერ ვხვდები ეს რატო გაუშვა იუვემ

Lb19
Lb19
4 years ago

თუნდაც იმიტომ რომ იტალიის ნაკრებში ვერ მოხვდებოდა იუვეში თამაშით :chuvak:

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

3
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<