ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ForzaJuve.Ge:”საახალწლო პერიოდში Non-Stop რეჟიმში”

კალჩოში საშობაო შესვენებაა, თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ფეხბურთისგან უნდა დავისვენოთ. იტალიელი ჟურნალისტები ასეთ დროს მეტად აქტიურდებიან და მოსვენების საშუალებას არ გვაძლევენ. ჩვენც ბუნებრივია ვცდილობთ ეტაპობრივად ავუწყოთ ფეხი და არ მოგაკლოთ ინფორმაციებს. ბუნებრივია თქვენც და ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ, რომ უმეტესობა მათგანი მასმედიის ფანტაზია იქნება, მაგრამ ზოგ მათგანში სიმართლის მარცვალი ყოველთვის არის. მაქსიმალურად ვეცდებით ოპერატიულად მოგაწოდოთ ცხელ-ცხელი სატრანსფერო სიახლეები ცივი ზამთრის პერიოდში. ForzaJuve.Ge კვლავინდებურად ნონ-სტოპ რეჟიმში იმუშავებს და ძირითად აქცენტს აპენინური გამომცემლობების მიერ გაჟღერებულ ცნობებს მოგაწვდით. რას უნდა ველოდოთ მაინც იანვრიდან? აქედანვე ჩანს რომ ჟურნალისტები მთავარ აქცენტს ნახევარმცველზე გააკეთებენ.. როგორც ჩანს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ მაროტას განცხადებას, რომ კლუბი არ აპირებს ხმაურიან ტრანსფერს ზამთარში.. ვნახოთ რა მოხდება.. ამ ეტაპზე ყველაზე ხშირად გიუნდოგანს, ბანეგას, რაბიოს და ეხლა უკვე ბერნარდო სილვასაც გვიკავშირებენ.. ერთი სიტყვით ForzaJuve.Ge საახალწლო პერიოდში მუშაობას განაგრძობს ყოველგვარი შესვენების გარეშე..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
LB19
6 years ago

Yvelaze magari gundis yvelaze magari saiti yvelaze magari administraciit da momxmareblebit :forza: :forza: :forza: :love:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x