ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta:”ბერნარდესკი ბარტერის კანდიდატი ხდება”

ფედერიკო ბერნარდესკი

Gazzetta dello Sport -ის მტკიცებით იუვენტუსმა ფედერიკო ბერნარდესკი შესაძლოა ჟორჟინიოს ხელში ჩასაგდებად გამოიყენოს.

მაურისიო სარის თხოვნით ტურინელები განაგრძობენ ჩელსის შუახაზელისთვის ბრძოლას, თუმცა არისტოკრატების პოზიცია ჯერჯერობით კითხვის ნიშნებით არის სავსე.

რაც შეეხება ბერნარდესკის, მასსთან დაკავშირებით გაორებული ცნობები ვრცელდება..

ერთი პირობა იტალიელს ბარსელონაში აგზავნიდნენ, თუმცა ესპანელებთან ფინანსური ასპექტის შეთანხმება ვერ შედგა და ეს საუბრებიც მიჩუმდა.

შემდგომ, გავრცელდა ცნობები რომ იტალიელს სეზონის მიწურულამდე ბოლო შანს მიცემდნენ, რის შემდეგაც საბოლოოდ გაირკვეოდა ფედეს მომავალი..

ჩელსი თავის მხრივ არ განიცდის ჟორჟინიოს თაობაზე წინადადების ნაკლებობას, მაგრამ კულუარული ცნობებით თავად ფეხბურთელმა სწორედ მაურისიო სარისთან წასვლა ითხოვა..

ასე რომ, იუვე ეცდება მიზნის მიღწევას და ამისთვის მზად არის თავის დროზე 40 მილიონად ნაყიდ ბერნარდესკის შეელიოს.

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<