ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta:”იგუაინს სამშობლოში დაბრუნება დედის გამო მოუწია”

გონსალო იგუაინი - კრიშტიანო რონალდუ

მოდით ქრონოლოგიურად მივყვეთ პროცესებს, რომელიც სულ რაღაც ორი საათის წინ გავრცელდა იტალიურ მედიაში.

თავდაპირველად, სიახლე რომ თითქოს გონსალო იგუაინმა ტურინიდან გაქცევა და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, გაავრცელა ერთადერთმა წყარომ – La Repubblica -მ.

სიმართლე გითხრათ ამ მედია გამომცემლობას ნაკლებად ვენდობი და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე დაცდა უფრო სანდრო წყაროსგან.

ასეთი, კი უკვე რამდენიმეა და ერთ-ერთი Gazzetta არის, რომლის ცნობით გონსალოს დედა მსგავსად კრიშტიანო რონალდუსი რომელიც მადეირაზე იმყოფება, შეუძლოდ გახდა და მას სასწრაფო წესით მოუწია შინ დაბრუნება.

გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ იტალიიდან ფრენები აკრძალული იყო, იგი თავდაპირველად საფრანგეთში გადაფრინდა სადაც ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად, ესპანეთში გადავიდა და სწორედ აქედან ჩაფრიდა არგენტინაში. 

საგულისხმოა, რომ გუნდი მას შემდეგ რაც დანიელე რუგანის და ბლეზ მატუიდის კორონავირუსი დაუდგინდათ, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.. იგუაინმა ტურინი კერძო თვითმფრინავით დატოვა, რომელმაც გაიარა კონტროლი და ვირუსის არ დადასტურების შემდეგ, მისი შეჩერება ასედაც და ისედაც წარმოუდგენელი იყო. 

კლუბი აგენტების დახმარებით ინფორმირებული იყო, მაგრამ გონსალო მათ პასუხს არ დალოდებია.. ნაკლებად მგონია რომ ამის გამო მას პრობლემა შეექმნას, რადგან ეს ფრიად დელიკატური სიტუაციაა. 

აქვე გაძეტას თუ დავუჯერებთ კლუბის ნებართვით ქვეყანა მირალემ პიანიჩმა და სამი ხედირამაც დატოვეს.. ორივე მათგანი ოჯახის გარემოცვაში იმყოფება.

ჩვენ ველოდებით ამ თემაზე განახლებულ ცნობებს, რომელსაც მომენტალურად შემოგთავაზებთ.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of