Gazzetta:”მარიო, ნუთუ ისევ?”
გაძეტა მარიო მანჯუკიჩის თემას ეხმაურება:
“საოცარი ისტორია აქვს ამ ფეხბურთელს..
გახსოვთ ბაიერნში ტრანსფერი? თითქოს ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა და ამ დროს გუარდიოლას ლევანდოვსკი მოჰყავს? ხორვატი იძულებულია გერმანიიდან სხვა ლიგაში გადაბარგდეს..
მძიმე და ამავე დროს არცთუ ცუდი სეზონი მადრიდის ატლეტიკოში.. მაგრამ სიმეონეს ანტოან გრიზნამი მოჰყავს… ჰორიზონტზე იუვენტუსი გამოჩნდა და ხორვატი “ქილერიც” ახალ თავგადასავალს დიდი სიხარულით ეგებება..
და კიდევ.. გადის ერთი წელი და ჯუზეპე მაროტა სერია ა-ს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს აგვარებს.. მანჯუკიჩი ახლა ვინოვოზეა და წინასასეზონო შეკრებას გადის..
მარიო, ნუთუ ისევ წასვლის დრო დადგა?”
დატოვებენ სავარაუდოდ გაშლილი 4-4-2 ისთვის ან თუ გინდა მეორე ფორმაციის 3-5-2 ისთვის (2 ცენტრალური თავმდამსხმელისთვის) . მაგრამ ამისთვის ძალიან ძლიერი ფლანგები გვჭირდება და მე თუ მკითხავთ კუადრადოს დაბრუნება იქნება საჭირო (რეალური კანდიდატია და მიტომ)
არ დაჭირდება წასვლა, ანგარიშგასაწევი ძალაა და თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის მანჯუ…
მარიომ ბავარიასთან ლიგა მოიგო. ლევანდოვსკიმ მგონი ჯერ ვერა. მარიოს აქვს თავისი მნაევრი, რითაც ბევრ სხვას სჯობს. ასეთი დონის გუნდში ეგ ვეღარ გადავა და მგონი ჩვენთვისაც და მისთვისაც აჯობებს დარჩეს.
ჯერ ერთი გარანტირებული ჯერ სულ არ არი დიბალა-იგუაინის დუეტი. მარიოს შესწევს ძალა ჰქონდეს ძირითადის პრეტენზია.
მარიო მგელი ხარ გვიყვარხარ არ დაგვტოვო
მარიო უნდა დარჩეს!
ერთია საჭიროება და მეორე მოთამაშის პრინციპები. წინა სეზონში სულ არ მოსწონდა აშკარად როჟაზე ეთყობოდა მორათა რო ცვლიდა.
მანძუკიჩი ძალიან სჭირდება გუნდს. ეს უნდა აუხსნას ხელმძღვანელობამ და ალეგრიმაც არ დაიწყოს ბოყინი რომ იცის ხოლმე, მე არ მეხებაო. მარიოსნაირი საჯარიმოს ფორვარდი, მებრძოლი, თავდაუზოგავი და მუშა შემტევი არ არის დღევანდელ ფეხბურთში. მგონია, რომ საკმაო რაოდენობის მატჩებს ჩაატარებს წელს, მიუხედავად იგუანის მოსვლისა.
ვაი
მანჯუუ აქ დარჩებაა..2 თავდამსხმელით ვერაფერს იზამს იუვეე….
იმედია დარჩება
მანჯუ უნდა დარჩეს. მიულერისნაირები უნდა მისისხლოს ისწვ. ))) დარჩი მარიო.
მანჯუს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არაა იმ ფორმაში რომ მის იმედად ვიყოთ ლიგაზე. ზამენაზე გამოგვადგება.
unda darches ari tamashebi sadac zustad aseti motamashea sachiroo
ხელი არ დაადოთ ბიჭო, სიხარული შემარგეთ! მანჯუ ტურინში!
პოგბა როდემდეა შვებულებაში ?
წესით და რიგით აგვისტოს პირველ რიცხვს არ უნდა გადაცილდეს.
,პ;ლედ ამ კვირაში გაირკვევა მაგის საქმე