ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta:”რუგანი შესაძლოა მნიშვნელოვანი ტრანსფერის შემოქმედი გახდეს”

დანიელე რუგანი

Gazzetta -ს ცნობით დანიელე რუგანი უახლოეს პერიოდში ტურინში დაბრუნდა, მაგრამ მისი აქ ყოფნა დიდხანს არ გასტანს.

იტალიელი მცველი წინასასეზონო მომზადებას მაქს ალეგრის ხელმძღვანელობით გაივლის, რის შემდეგაც ბარგს შეკრავს და იუვენტუსს დაემშვიდობება.

სწორედ აქ ჩნდება საინტერესო სიახლე, რომელსაც ზემოთხსენებული წყარო იუწყება..

საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელით ფლორენციული ფიორენტინა დაინტერესდა.. დიახ, სწორედ ის გუნდი, რომლის მცველსაც თავად იუვე აკვირდება..

შესაბამისად, მილანური გამომცემლობის პროგნოზით, მხარეებმა შესაძლოა საერთო ენა გამონახონ და იებს რუგანი ერგოთ, ხოლო ტურინმა ნიკოლა მილენკოვიჩი გაიფორმოს.. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში თუ ბიანკონერი დანიელესთან ერთად ფლორენციელებს დამატებით რამდენიმე მილიონს გადაუხდის.

3 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
8 days ago

ასეთი ქეთინო ფეხბურთელი იუვეს არასდროს ყოლია

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x