ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta:”სანდროს წასვლა რეალურია, თუ იუვე ბერგამოსთან შეთანხმდება”

ალექს სანდრო - დანილო

იუვენტუსმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, რეორგანიზებას შესაძლოა დაცვის მარცხენა ფლანგზეც შეუდგეს.

ალექს სანდრო წლების მანძილზე უალტერნატივო იყო და ამავე დროს მის ასპარეზობას დამაჯერებელს ნამდვილად ვერ დავარქმევთ.

აქედან გამომდინარე თუ Gazzetta -ს დავუჯერებთ, ბრაზილიელმა შესაძლოა ტურინული გრანდი დატოვოს და მის ნაცვლად იუვე ატალანტადან რობინ გოზენსის კანდიდატურას განიხილავს.

გერმანელი უკვე მერამდენე სეზონია სტაბილურად კარგ თამაშს აჩვენებს და ბერგამოელები მის სანაცვლოდ სამართლიანად ითხოვენ 30-40 მილიონს.

გოზენსის შემცვლელად კი ბიანკონერი ფედერიკო ბერნარდესკის განხილავს, რომელიც მიმდინარე სეზონში ანდრეა პირლოს ხელმძღვანელობით დაცვის მარცხენა ფლანგზე სულ უფრო და უფრო მეტად შინაურდება.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 months ago

kargia namdvilad

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 months ago

გოსენსი მეც მაგრად მომწონს. სანდრო მართლა გასაშვებია ტემპს ძაან აგდებს მაგიტოა მთელი დატვირთვა საცოდავი კუადრადოს ფლანგზე რო ხდება. დანილომ გაიღვიძა სანდრომ დაიძინა ეგეთი სიტუაციაა :D

batumski
batumski
3 months ago

გოსენსზე ხშირად ვფიქრობ ხოლმე,26 წლის,სტაბილურად მოთამაშე,იდეაში წაგვადგება,იუვეზეც თბილად საუბრობს ინტერვიუებში.

batumski
batumski
3 months ago

გოსენსი კარგი ვარიანტია..

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x