ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

La Gazzetta dello Sport:”პიანიჩმა ბარსასთან შეთანხმებას მიაღწია”

მირალემ პიანიჩი

La Gazzetta dello Sport -ს ცნობით მირალემ პიანიჩი მზად არის ტურინი დატოვოს და კარიერა ბარსელონაში გააგრძელოს.

მილანური გამომცემლობის მტკიცებით, ბოსნიელმა კატალონიელებთან კონტრაქტის პირობებიც შეათანხმა, თუმცა ახლა ჯერ უკვე თავად კლუბებზეა.

საქმე იმაშია, რომ მხარეები პირდაპირ ბარტერს განიხილავენ, რომელმაც ტურინში არტურ მელო უნდა ჩაიყვანოს.

მაგრამ ბრაზილიელ შუახაზელს ბარსას დატოვება არ სურს და პრობლემებიც სწორედ აქ ჩნდება..

ალტერნატიულ ვარიანტებად ივან რაკიტიჩი, არტურო ვიდალი და ნელსონ სემედო განიხილებიან..

ხორვატს ბიანკონერის ვარიანტზე მეტად სევილია ესიმპატიურება, ხოლო ჩილელი თავად იუვესთვის არის ნაკლებად საინტერესო მისი ხასიათის და ასაკიდან გამომდინარე..

სემედო პირიქით, მარჯვენა ფლანგზე თუ მატია დე შილიო სხვაგან გადავა, იდეალური ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ფინანსური ასპექტები იქნება გასათვალისწინებელი.

ფაბიო პარატიჩი სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე თვლის ყველაზე იდეალურ ვარიანტად არტურს.. 

სხვათაშორის, თუ ახალგაზრდებზე მიდგა საქმე, ფაბიოს ორი მოთამაშე ყავს შეგუებული – 22 წლის შუახაზელი კარლეს ალენია და 21 წლის მცველი ემერსონი..

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<