ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

La Stampa:”დეტალური სიტუაცია პოლ პოგბასთან დაკავშირებით”

პოლ პოგბა

დღეს, La Stampa პოლ პოგბასთან დაკავშირებით კონკრეტულ ინფორმაციას ავრცელებს..

მანჩესტერ იუნაიტედი გადაწყვეტილების წინაშე იმყოფება, რადგან პოლ პოგბას ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი ზუსტად ერთ წელიწადში ეწურება.

ბუნებრივია, ასეთ დროს ხელშეკრულების გახანგრძლივება ურთულესი მისიაა და მითუმეტეს მინო რაიოლას ხელშეწყობით.

თუმცა, ისინი ასე ღიად უარს არაფერზე იტყვიან და მომავალი რამდენიმე თვის მანძილზე საკუთარს მაინც ეცდებიან.

პარალელურად, რეალი და იუვენტუსი სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან..

ბიანკონერისთვის არაერთი წყაროს მტკიცებით ფრანგი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა, მაგრამ ეს უფრო ჟურნალისტების ხმაურინი განცხადებაა ვიდრე რეალობა..

რატომ? ბევრი გვერდის მოსაზრებით იუნაიტედი პოგბას სანაცვლოდ მთელ რიგ ბარტერებს დათანხმდება, რაც დიდ სისულელედ ჟღერს..

საქმე იმაშია, რომ რეალი მზად არის 130 მილიონის გადასახდელად.. ინგლისელები დაახლოებით 150-ს მოითხოვენ..

აქედან გამომდინარე ბარტერები როგორიც ჟღერს ასე – ალექს სანდრო, მირალემ პიანიჩი, დუგლას კოშტა ან ვინმე სხვა, ვერ შეძლებს ინგლისელთა დარწმუნებას, როდესაც საუბარი ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეს ეხება.

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<