ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

La Stampa:”ფეხბურთელების შეფასებები”

ჩელსისთან გამარჯვების შემდეგ იუვენტუსი ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს და ცხრილში 0 გაშვებული ბურთით იწონებს თავს.

ახლა კი გთავაზობთ ტრადიციულ შეფასებებს, რომელიც მატჩის შემდეგ La Stampa -მ გამოაქვეყნა:

შესნი – 6.5 – მაღალ ბურთებზე ჩვეული სიმშვიდით გამოდის და თანაგუნდელებსაც ანალოგიურ განცდას უბრუნებს. ეს იყო დაძაბული, თუმცა საქმის კუთხით მშვიდი საღამო.. მეორეს მხრივ პოლონელისგან იგრძნობოდა თავდაჯერებულობა..

დანილო – 6.5 – მისი ფლანგიდან მეტოქეს არაფერი გამოსდიოდა.. თუ ლონდონელები დაწოლას ზრდიდნენ დასახმარებლად კოლუმბიელი ეცხადებოდა.

ბონუჩი – 7.5 – ლუკაკუს ეს საღამო დიდხანს დაამახსოვრდება ან პირიქით ეცდება მალევე დაივიწყოს, რადგან ლეომ იდეალური მატჩი გამართა და ბელგიელი მოედნიდან გააქრო.

დე ლიხტი – 7 – ჰოლანდიელისგან უმაღალესი დონის ტაქტიკური მატჩი ვიხილეთ!

ალექს სანდრო – 6.5 – ბრაზილიელს მეტი თავისტკივილი უნდა ქონოდა, მაგრამ იმდენად ცივსისხლიანად და ყურადღებით მოქმედებდა, რომ მის მიმართ პრეტენზია ნამდვილად არაფერი გვაქვს.

ბენტანკური – 6.5 – მჭირდება აგრესია, პრესინგი და მოედანზე დაუღალავი გადაადგილება – ეს ალეგრის მითითება იყო და ურუგვაელმა ყველაფერი კარგად გააკეთა! საკუთარი კარის წინ ყურადღებით ყოფნა, მეტი მოძრაობა ზონებს შორის და მეტოქის ნახევარზე ფლანგიდან ფლანგზე გადაადგილება სივრცის მოსაპოვებლად.

ლოკატელი – 7 – მიუხედავად იმისა, რომ მის წინ საოცარი რეჯისტა და არანაკლები დონის შემტევი შუახაზელები იმყოფებოდნენ, მანუელი ვნებათაღელვას არ აყოლია და საქმეს მშვიდად შეუდგა. კარგად გაუმკლავდა ყველა იმ ამოცანას რაც მეტოქისგან მოდიოდა.

რაბიო – 5.5 – სუსტი რგოლი იუვეს რიგებში.. ცდება ელემენტარულ გადაწყვეტილებებში და ხშირ შემთხვევაში პარტნიორებს უწევდათ მისი დაზღვევა.

მაკენი – 76 წუთიდან – 5.5 – კარგავს ბურთს, ხოლო შემდეგ არ ჯარიმდება ისეთ კონტრშეტევაზე რომელიც პოტენციურად საგოლე იერიში იყო.

კუადრადო – 7 – მასთან ერთად იუვე თამაშის მსვლელობისას რამოდენიმეჯერ ცვლიდა ტაქტიკურ სქემას. კარგი ორთაბრძოლა მარკოს ალონსოსთან.. კოლუმბიელი ამტკიცებს საკუთარ საჭიროებას.

ბერნარდესკი – 7 – მაქსმა ის ახალ პოზიციაზე გაამწესა და ფედერიკოს თავი არ შეურცხვენია. ცრუ ცხრიანზე მოქმედი იტალიელი ჩელსისთვის თავისტკივილი აღმოჩნდა, რადგან ბერნა ხელს უწყობდა როგორც ვერტიკალურ ფეხბურთს ასევე ზონებს შორის მახვლიგონივრულ რეიდებს. და ბოლოს საგოლე გადაცემაც კიეზაზე.. გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ..

კულუსევსკი – 66 წუთიდან – 6 – იწყებს თავისუფალი სივრცეებში მანევრირებას, მაგრამ ხეირიანი არაფერი გამოსვლია.

კიეზა – 8 – მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებდა მეტოქეს. თამაშობს როგორც ნამდვილი ჩემპიონი! გოლი კი მარწყვია უგემრიელეს ტორტზე!

ალეგრი – 8 – მწვრთნელის კუთხით იდეალური შეხვედრა – იწყებს ბერნარდესკით ცრუ ცხრიანზე და უმართლებს.. ივიწყებს შოუს ელემენტებს და თამაშობს უშუალოდ შედეგისთვის, რასაც მოაქვს რეზულტატი! იუვე ლიგაზე ორიდან ორს აგროვებს და 0 ბურთს უშვებს! ჩელსი – მოქმედი ჩემპიონი რომელიც მოედანს რეალური მომენტის გარეშე ტოვებს.


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x