ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

La Stampa:”ფეხბურთელების შეფასებები”

იუვენტუსი

მილანელთა მხრიდან მარცხის შემდეგ, იუვენტუსის დაპირისპირებას ბოლონიას წინააღმდეგ, ფუნდამენტური მნიშვნელობა ქონდა.

გუნდი ისედაც საკმაო ქულებით ჩამორჩება მეტოქეს და აქედან გამომდინარე, მსგავსი რანგის მატჩებში ფეხის დაცდენა კარგს არაფერს მოიტანს.

საბედნიეროდ ანდრეა პირლოს შეგირდებმა, შეძლეს და სინიშა მიხაელოვიჩის გაწვრთნილი გუნდი 2-0 დაამარცხეს.

ახლა კი გთავაზობთ ტრადიციულ შეფასებებს, რომელიც La Stampa -მ გამოაქვეყნა:

შესნი – 6.5 – სტაბილურად კარგია. მისი როლი აუცილებლად იმსახურებს აღნიშნავს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდი ამჯერადაც გაუშვებდა ბურთს და არავინ იცის, შემდგომ მოვლენები როგორ განვითარდებოდა. განსაკუთრებით კუადრადოს ეპიზოდია გამოსაყოფი, რომელმაც ბოლონიელთა შემტევის როლის მორგება ცადა და ისე დაემუქრა პოლონელს.

კუადრადო – 6.5 – ძალზედ აკლდა იგი იუვეს და ბოლო ორი თამაშია დაიბრუნა ჩვეული მნიშვნელობა. ენერგიულია და დაუღალავად გადაადგილდება თავის ფლანგზე. არამარტო ფლანგზე პრინციპში, რადგან როცა გუნდს სხვა ზონაში ჭირდება არც აქ აკლებს სიჩქარეს და ფანტაზიას. შემტევ მანევრირებებთან ერთად, კოლუმბიელი დაცვაშიც ძალზედ პროდუქტიული და უშეცდომოა.

ბონუჩი – 6 – რაღაც ფენომენალური არ დაჭირვებია. თუმცა, სულ არის საიმედოობის განცდა, რაც ცენტრალური მცველისთვის ასეთი მნიშვნელოვანია.

კიელინი – 6 – პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ პირლოს მხრიდან გამართლებულია მასსზე ფსონის გაცემა. კაპიტანი ჩვეულ ფორმას უბრუნდება და ახლა სათამაშო დრო უდაოდ მნიშვნელოვანია. ბაროუს ერთ ეპიზოდში უშვებს შეცდომას. თუმცა, დანარჩენ შემთხვევაში საიმედოა და მისი დაბრუნებით ეს კარგი განცდა ფუნდამენტურია.

დანილო – 6 – მართალია მის ზონაში მოქმედი გმირებისგან, ნაკლებად ჩანს მაგრამ როცა ჭირდება სცენაზე გამოსვლა ამას ყოველგვარი პრობლემის გარეშე ახერხებს. იმდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი ფორმაციისთვის, რომ მასსზე უარის თქმა რთულია.. მიუხედავად იმისა რომ დასვენება არ აწყენდა.

მაკენი – 7.5 – საუკეთესო ნახევარდაცვიდან. ეს არის თანამედროვე ფეხბურთელი, რომელიც იდეალურად ითავსებს იმ მახასიათებლებს რაც ასე საჭიროა. ტოტალური, ყველგან და ყოველთვის! დაუღალავად გადაადგილდება და აღწევს წარმატებას. წმინდა სისხლის Cowboy!

არტური – 7 – ეს ბიჭი საოცარ სტატისტიკურ მონაცემებს აღწევს. არის ნახევარდაცვის მეფე! პირლო ენდო და გადასცა გასაღები, რომელიც იდეალურად მოარგო სისტემას. ასეთი მოთამაშეა ახლა საჭირო.

რაბიო – 6 – 66 წუთიდან – ერთ-ერთი იმათგანი ვინც შეცვლაზე შემოვიდა და ქულა დაიმსახურა. შესაძლოა საბოლოო შედეგზე ზეგავნელა არ მოუხდენია, მაგრამ სამაგიეროდ კონკრეტულ ეპიზოდებში მისი პოზიტიური მოქმედებებით შესაბამისი შეფასება დაიმსახურა.

ბენტანკური – 6.5 – ნაპოლისთან შეხვედრაში კარგი ტენდეცია დაფიქსირდა. მასსა და არტურს შორის კავშირზეა საუბარი. ანალოგიური გაგრძელდა ამ მატჩშიც. კარგია ართმევაში, თუმცა შემტევებსაც დაეხმარა..

ბერნარდესკი – 5.5 – არავინ ამბობს, რომ ფედერიკო მსხვერპლს არ იღებს.. არ დარბის ან ნაკლებ ენერგიას ხარჯავს რომელიმე მოედანზე მყოფთაგან. თუმცა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ 2017 წელს შეძენილი მოთამაშისგან არაფერია დარჩენილი. აღარ არის ისეთივე ცივსისხლიანი, იდეებით სავსე ან შემოქმედებითი. დიახ, ეს პრობლემაა.

მორატა – 6 – 66 წუთიდან – მასთან ერთად იუვენტუსის შემტევი რესურსი გაიზარდა. სივრცეებიც გაჩნდა და მეორე ბურთიც მის მიერ მოპოვებულ კუთხურს მოყვა.

კულუსევსკი – 6.5 – მეორე ფორვარდის ამპლუაში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. ცოტა მეტი სითამამე აკლია რიგ მომენტებში.. დასანანია, რომ ყვითლის გამო მომდევნო მატჩის გამოტოვება უწევს.

რონალდუ – 6 – დგება მომენტები, როდესაც უბრალოდ უნდა დაისვენოს. ეს არ იყო გენიალური რონალდუ.. ნაპოლისთან შეხვედრის შემდეგ პორტუგალიელისთვის ამოსუნთქვის საშუალება უნდა მიეცათ.

5 3 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  • 0
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<