ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

La Stampa შეფასებებს აქვეყნებს

სასუოლო - იუვენტუსი

გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს, რომელიც La Stampa -ს მიერ არის გამოქვეყნებული:

შესნი – 7 – სასუოლოს გოლებზე ვერაფერს იზამს, მაგრამ პოლონელის დამსახურებაა ის ფაქტი რომ სასუოლომ სამ ბურთზე მეტი ვერ გაიტანა.. არადა რეალურად ანგარიში შესაძლოა გაცილებით დიდი ყოფილიყო.. 

დანილო – 6.5 – კარგად იწყებს.. მშვენიერ შეტევას გოლად აქცევს.. დაცვაშიც საიმედოდ მოქმედებდა, მაგრამ მეორე ტაიმში პრობლემები ეწყება..

დე ლიხტი – 6 – ნატკენი მხრით იბრძოდა, რამაც გარკვეულ მომენტებში პრობლემები დაუმატა..

კიელინი – 5 – არ იყო სასურველ კონდიციებში და აქედან გამომდინარე ხშირად აგვიანებდა.. უჭირდა ორთაბრძოლების მოგება და მოედანს პირველი ტაიმის დასრულებისთანავე ტოვებს.

რუგანი 46′ წუთიდან – 5.5 – მეორე ტაიმის საწყის წუთებს შეხვდა მომზადებული.. სხვა მხრივ უჭირს სასუოლოს ფორვარდებთან გამკლავება.

ალექს სანდრო – 6.5 – არ იმყოფება იდეალურ კონდიციებში და დომენიკო ბერარდის წინააღმდეგ თამაში სასიამოვნო ნამდვილად არ იყო. მაგრამ უმეტესწილად იმარჯვებდა და ბოლოს საკუთარი გოლით გუნდი მარცხისგანაც იხსნა.

ბენტანკური – 5.5 – მცველების წინ მოქმედებდა მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ დავალებას თავი კარგად გაართვა.. უჭირდა მეტოქის პრესინგთან გამკლავება და რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, რითაც მეტოქეს კომფორტულ გარემოს უქმნიდა.

პიანიჩი – 6.5 – ეფექტურია.. იდეალურად ხედავს პარტნიორებს.. დანილოზე გადაცემა.. შემდეგ იგუაინზე.. ბოსნიელი ნაყოფიერად მოქმედებდა, მაგრამ ფიზიკური კონდიციების გამო მოედანს მეორე ტაიმში ტოვებს.

რაბიო  – 57 წუთიდან – 6.5 – პროდუქტიულად მოქმედებს.. ეფექტურად შემოდის და ბურთის ცირკულაციას სწრატი ტემპით უზრუნველყოფს.

მატუიდი – 5 – არავის ატარებს თავისი ზონიდან.. თუმცა, პრობლემები მაშინ იწყება, სადაც თანაგუნდელებზე სწორი გადაცემის განხორციელებაა საჭირო..

ბერნარდესკი – 5.5 – იწყებს ეფექტურად.. კარგია შემტევ ფაზაში და ეფექტურად მოქმედებს პარტნიორებთან.. თუმცა, ამის შემდგომ უფრო ჩაშლით კომბინირებებში ღებულობს მონაწილეობას.. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ ორი გადაცემა რონალდუზე და რაბიოზე როდესაც მათ გოლების გატანა შეეძლოთ.

დუგლას კოშტა – 62 წუთიდან – 6 – მან უდაოდ შეძლო გუნდის გამოღვიძება ადრიენ რაბიოსთან ერთად.

იგუაინი – 6.5 – კარგი და ეფექტური მოქმედებები.. მისი გადაადგილება გუნდს ხელ-ფეხს უხსნის.. იტანს გოლს და კარგად მუშაობს.. თუმცა, რაც დრო გადის ენერგია მიდის და საბოლოო ჯამში მოედანსაც ტოვებს.

დიბალა – 57 წუთიდან – 5.5 – იდეალური ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ სიტუაციაზე ზეგავლენას მაინც ახდენს.. ცდილობს ზონებს შორის სივრცის შექმნას.. პარტნიორების დასარტყმელ პოზიციაზე გაყვანას.. 

რონალდუ – 5 – დღეს, მას ჩვეული მკვლელის ინსტიქტი არ გააჩნდა. ქონდა ორი მომენტი, მაგრამ..

სარი – 5 – იწყებს ეფექტურად.. ორი გოლი საწყის წუთებშივე. შემდგომ გუნდი იკარგება და ეს ამ სეზონში უკვე მერამდენეჯერ ხდება.. საბედნიეროდ კონკურენტებიც კარგავენ ქულებს..

3.7 3 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
გოგლიკა
გოგლიკა
3 months ago

რატო ყავს ეს ბერნა ამოჩემებული, ტიპი შემტევია და გოლი კი არა 1 წელია საგოლე პასი არ გაუკეთებია

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<